თეა წულუკიანი: გიგა ბოკერია, სიმონ ჯანაშია, ჩიორა თაქთაქიშვილი, თეა თუთბერიძე თავად მივიდნენ ნებისმიერ სხდომაზე, "ნუ დაელოდებიან მოწვევას"
ოცნების პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა დღეს გამართულ სხდომაზე, სადაც "ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვა" განიხილებოდა, გიგა ბოკერიას, სიმონ ჯანაშიას, ლევან რამიშვილს, თეა თუთბერიძეს, გიორგი კანდელაკს, გიორგი ონიანს, ჩიორა თაქთაქიშვილს მოუწოდა, თავად მივიდნენ მომდევნო ნებისმიერ სხდომაზე, "ნუ დაელოდებიან მოწვევას".
"მიუხედავად იმისა, რომ ამ სამ საათში მხოლოდ მცირე დოზით მივიღეთ ინფორმაცია იმ დიდ უბედურებაზე, რაც უნივერსიტეტის, ზოგადად მეცნიერების, ქართველიზმის, თუ ყველაფერი ქართულის წინააღმდეგ დატრიალდა, ეს მცირე დოზით მოწოდებული ინფორმაციაც გამოიწვევს ზოგიერთ მაშინდელ, ამ ყველაფრის ავტორსა თუ მონაწილეს შორის გარკვეულ ჟივილს, ჟივჟივსა და ხმაურს, მაგრამ ის გვარები და სახელები, ვინც ამაში მონაწილეობდნენ, იქნებოდა ეს გიგა ბოკერია, სიმონ ჯანაშია, ლევან რამიშვილი, ნახსენები იყო ვინმე ავალიანი, რომელიც შემდეგ გუბერნატორად იქცა უცბად, თეა თუთბერიძე, გიორგი კანდელაკი, მთელი ეს "კმარა" და არა მხოლოდ "კმარას" ორგანიზაციის ხალხი, გიორგი ონიანი, რომელიც შემდეგ ისეთ პოლიციელად იქცა, რომელიც ჯერ თქვენ, ღვაწლმოსილ ადამიანებს გატერორებდათ და "ზონდერად" იყო ჩამოყალიბებული და მე რომ მაჟორიტარად ნაძალადევის რაიონში კენჭს ვიყრიდი, იქ დაგვდევდა, რომ ან ნარკოტიკი ჩაედო ან იარაღი და ისე დაასრულა თავისი საქმე, რომ ვერ ჩამოყალიბდა ჩემთვის ნარკოტიკი უნდა ჩაედო, თუ იარაღი და ეს დილემა მის ცხოვრებას მუდმივად გაჰყვება თან.
ჩიორა თაქთაქიშვილი, რომელიც შემდეგ უკვე დეპუტატად იქცა და რეფორმებს ბატონი პავლე კუბლაშვილის მოადგილეობიდან ახორციელებდა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში - ყველა ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, ეს გვარ-სახელები ადამიანები არიან, მათ თავიანთი ცუდი წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტთან ბრძოლაში. თუ იყო რამე შესაცვლელი და გასაუმჯობესებელი, ამაზე უნივერსიტეტი უარს არ ამბობდა და აქ საჭირო იყო პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი, მუშაობა, რაც გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე — შევარდი, გამოყარე და გაყარე. ეს გაცილებით უფრო მარტივი იყო სააკაშვილისთვის და ასეც იქცეოდა.
ჩვენ ამ გვარ-სახელებთან და მათ როლთან დაკავშირებით დაგვჭირდება კვლევა იმიტომ, რომ ჩვენი მიზანი არის ის, რომ ადამიანებს, ვინც აწამებდა, ანადგურებდა, აზიანებდა ქვეყანას, მათ არ ჰქონდეთ უკან მობრუნების თავისუფლება. ამიტომ, გვარ-სახელები მნიშვნელოვანია. ასევე, მათ თუ აქვთ სურვილი აქ მობრძანდნენ და დაბრძანდნენ იმ მოკლე დროში, რაც ჩვენ დაგვრჩა, ჩვენ კარი ღიაა. ნუ დაელოდებიან ჩვენს მოწვევას ან დაბარებას. გასაგებია, რომ ჩვენ რომ ვიბარებთ, იმალებიან. ალბათ, მარტივია, რომ ქალ ან კაც მეცნიერს დაეტაკო და გამოაძევო რექტორის კაბინეტიდან, მაგრამ აქ მოსვლა, როგორც ჩანს, გაცილებით უფრო რთულია და მამაცობას საჭიროებს, მაგრამ ჩვენი კარი ღიაა. იმ გვარებს და სახელებს, ვინც ჩამოვთვალე მანამ, სანამ ჩვენ დავიბარებთ, შეუძლიათ, თავად მობრძანდნენ და მომდევნო ნებისმიერ სხდომაზე ჩვენ მათ მოვუსმენთ, თუ უკვე ზოგიერთი მათგანი ქვეყნიდან არ არის გაქცეული", — განაცხადა თეა წულუკიანმა ოცნების პარლამენტის დროებით საგამოძიებო სხდომაზე.
- თეა წულუკიანი: ზოგიერთს და მათ შორის, ნიკა მელიას, მოსამართლე და სასამართლო დარბაზი ხელწამოსაკრავი ინსტიტუტი ჰგონია
- თეა წულუკიანი: 90-იანი წლებიდან დღემდე ის [გომელაური] საქართველოს საუკეთესო შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
- გირაოს გადახდის მიუხედავად, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა გრძელდება
- თეა წულუკიანი: "ელჩი ფიშერი არ იძლევა ამ ქვეყანაში ხმას, ხმას იძლევა ქართველი გლეხი"
- "ქართული ოცნების" პარლამენტის დროებითი საგამოძიებო სამსახური მუშაობის ვადის გახანგრძლივებას 5 ივლისამდე ითხოვს
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
კომენტარები