ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლისთან განქორწინებაზე იშვიათი კომენტარი გააკეთა
ფოტო: Getty Images
ბრედ პიტი, რომლის ახალი ფილმი, F1, კინოთეატრებში სულ მალე გამოვა, ახლახან ვიხილეთ ჟურნალ GQ-ს მთავარ გარეკანზე დემსონ იდრისთან და ფილმის პროდიუსერთან, ლუის ჰემილტონთან ერთად. ფილმი, რომლის გადაღებაც ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინების ხმაურიან პროცესს დაემთხვა, რბოლისა და სისწრაფის ხელოვნებაზე მოგვითხრობს.
ფოტო: GQ
მსახიობმა GQ-სთან ინტერვიუში სწორედ დაძაბული პირადი ცხოვრების ფონზე მუშაობაზე ისაუბრა:
"ჩემი პირადი ცხოვრება ყოველთვის მედიის ყურადღების ცენტრშია," – უპასუხა პიტმა გამოცემას კითხვაზე, თუ როგორია ფილმების გადაღება საჯარო ყურადღების ფონზე — "30 წელია ჩემს პირად ცხოვრებაზე წერენ, ძმაო. ან ჩემი პირადი ცხოვრების თავისებურ ვერსიაზე, ასე ვთქვათ."
როცა ჰკითხეს, იყო თუ არა F1-ის გადაღება მისთვის ერთგვარი თავშესაფარი იმ საჯარო ყურადღებისგან, რაც მის პირად ცხოვრებას მოჰყვება, პიტმა უპასუხა: "ყურადღება ყოველთვის იყო რაღაც შემაწუხებელი, რასთან გამკლავებაც სხვადასხვა დონეზე მუდამ მიწევდა – დიდზეც და მცირეზეც – იმ დროს, როცა ვაკეთებ იმას, რაც მართლა მინდა. ასე რომ, ეს მუდამ იყო ერთგვარი მომაბეზრებელი რამ ჩემს ცხოვრებაში."
ფოტო: GQ
"ძირითადად თავს საკმაოდ მშვიდად ვგრძნობ, რადგან ჩემს პირად ცხოვრებას კარგად ვიცავ" – დაამატა პიტმა. "თბილად და უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს ჩემს მეგობრებთან, პარტნიორებთან, ოჯახთან, საკუთარ თავთან. საჯარო ყურადღება იმ პატარა ბუზს ჰგავს, რომელიც ამ ყველაფრის ირგვლივ დაფრინავს."
GQ-მ შემდეგ პიტს პირდაპირ ჰკითხა, გრძნობდა თუ არა შვებას, ახლა, როცა ჯოლისთან მისი განქორწინების პროცესი საბოლოოდ დასრულდა. ოსკარის მფლობელი მსახიობის თქმით, "არა, არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმე განსაკუთრებული იყო. უბრალოდ ეს იყო რაღაც, რაც კანონიერად დასრულდა."
ფოტო: GQ
ფოტო: GQ
პიტმა და ჯოლიმ განქორწინება 2024 წლის 30 დეკემბერს ოფიციალურად დაასრულეს რვაწლიანი სამართლებრივი დავის შემდეგ. ჯოლის ადვოკატმა, ჯეიმს საიმონმა მაშინ განცხადებაში თქვა: " რვა წელზე მეტი ხნის წინ, ანჯელინამ პიტთან განქორწინებაზე შეიტანა სარჩელი. მან და ბავშვებმა დატოვეს ის ყველა ქონება, რომელსაც პიტთან ერთად ფლობდნენ და მას შემდეგ ჯოლი ცდილობდა მოეპოვებინა სიმშვიდე თავისი ოჯახისთვის. ეს მხოლოდ ერთ-ერთი ეტაპია რვაწლიანი, გრძელვადიანი პროცესისა. გულახდილად რომ ვთქვათ, ანჯელინა ძალიან დაღლილია, მაგრამ შვებას გრძნობს, რომ ეს ნაწილი დასრულდა."
ერთ დროს ჰოლივუდის გავლენიანი წყვილი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში 2016 წელს მოექცა, როცა გავრცელდა ამბავი მათ შორის ფიზიკური კონფლიქტი შესახებ კერძო თვითმფრინავში. ჯოლის სარჩელის მიხედვით, პიტმა "ერთ-ერთ შვილს ყელში ხელები მოუჭირა", "მეორეს სახეში გაარტყა" და "ჯოლის თავზე ხელები მოკიდა და შეანჯღრია." ჯოლიმ რამდენიმე დღეში განქორწინებაზე სარჩელი შეიტანა.
2024 წლის აპრილში ჯოლის ადვოკატმა დამატებითი სარჩელი წარადგინა, რომელშიც ნათქვამია, რომ ფიზიკური ძალადობა "დაიწყო ბევრად ადრე," ვიდრე 2016 წლის ინციდენტი. თავის მხრივ, პიტმა 2022 წელს დაადანაშაულა ჯოლი, რომ მან "დაარღვევია ხელშეკრულებითი ვალდებულებები," როდესაც თავის წილი შატო მირავალის ღვინის ქარხანაში პიტის თანხმობის გარეშე გაყიდა. ჯოლის ადვოკატებმა საპასუხო სარჩელში განაცხადეს, რომ პიტი ჯოლის არ აძლევდა უფლებას გაეყიდა თავისი წილი, თუ ის არ მოაწერდა ხელს "გაუმჟღავნებლობის შეთანხმებას," რომელიც ჯოლის სასამართლოს გარეთ პიტის მხრიდან ფიზიკურ და ემოციურ ძალადობაზე საუბარს უკრძალავდა.
იხილეთ ასევე:
- ანჯელინა ჯოლი წითელ ხალიჩაზე უმცროს შვილთან ერთად გამოჩნდა — ნახეთ ფოტოები
- დევიდ ფინჩერი ბრედ პიტთან და კვენტინ ტარანტინოსთან ერთად სერიალს იღებს
- "ჰოლივუდის საუკეთესო მეგობრები" — ჯორკ კლუნი და ბრედ პიტი GQ-ს ობიექტივში
- ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტს სასამართლო დავის შეწყვეტას სთხოვს
- ბრედ პიტი ფილმში "F1" მთავარ როლს შეასრულებს — ნახეთ ტრეილერი
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
კომენტარები