თამარა წულეისკირი

თამარა წულეისკირი

4 Jun. 2025, 16:53

"მსურს გამოვეხმაურო სპეკულაციებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-თან "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" დაკავშირებით.

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ხორციელდება კომპლექსური რეფორმა. სტრუქტურული ცვლილებები ეხება როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე მის სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.

სამინისტროს ახალი სტრუქტურის შესაბამისად, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ფუნქციებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტი განახორციელებს. შესაბამისად, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ცოდნისა და მართლშეგნების ამაღლება, უკვე სამინისტროს დებულების თანახმად, გახდა მთლიანად სტრუქტურის საქმიანობისა და მისი მთავარი ამოცანების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის პროცესი ხორციელდება სრულიად გამჭვირვალედ და თითოეულ თანამშრომელს მიეწოდება ინფორმაცია მიმდინარე ცვლილებების შესახებ.

შესაბამისად, საგარეო უწყების რეფორმასთან დაკავშირებით გავრცელებული სპეკულაციები მიზნად ისახავს დესტრუქციას და პროცესის დისკრედიტაციას, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მიმდინარე რეფორმის აუცილებლობას."

ნათქვამია "ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" დირექტორის, თამარა წულეისკირის განცხადებაში. "საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის" გაუქმების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. საგარეო უწყებს ცნობით, ცენტრი რეორგანიზაციის შედეგად საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 35 წლის წინ, სვანეთში არასრულწლოვანზე ნათლიის ძმა და მისი 3 ნათესავი კაცი ძალადობდნენ — საქმეზე გამოძიება ერთი თვის დაიწყო
  2. უხვმა ნალექმა თელავის ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში გადავიდა | ფოტოები
  3. "ამას რომ ყვება ადამიანი, ან დასაწვენია ან გამოსაკვლევი" — ზურაბ ჯაფარიძე "ნეიტრალური საქართველოს" წევრების ჩვენებაზე
  4. შსს-ს მაღალჩინოსანმა, იოსებ სიგუამ, რომელსაც მეუღლე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, თანამდებობა დატოვა
  5. მერია: "სადგურის მოედნის" და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია თვითნებურად განთავსებული უსახური კონსტრუქციებისგან გაიწმინდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"საქართველოს პრემიერმინისტრის სიტყვები არ საჭიროებს დადასტურებას" — მარია ზახაროვა ეუთოს რეზოლუციას აკრიტიკებს

15 ივლისს რუსეთის საგარეო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელს,…