ცოტნე გამსახურდიას მიმართ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინეს
პროკურატურის ცნობით, ცოტნე გამსახურდიას მიმართ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს და N18 სამკურნალო დაწესებულების ყოფილ დირექტორს ბრალდება წარუდგინეს.
უწყების ცნობით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს გაგა მკურნალიძეს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N18 სამკურნალო დაწესებულების ყოფილ დირექტორს გიორგი ბუთლიაშვილს ცოტნე გამსახურდიას მიმართ ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009 წლის 28 ოქტომბერს ცოტნე გამსახურდია დააკავეს და შეასახლეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის განაჩენით მას 9 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გარკვეული პერიოდი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, იგი გადაყვანილ იქნა იმავე დეპარტამენტის N18 სამკურნალო დაწესებულებაში. დაწესებულებაში ყოფნისას გამსახურდიასთვის ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმართა ცემა/წამების ფაქტებს, რის გამოც მან პროტესტის უკიდურეს ზომას — შიმშილობას მიმართა. იგი ასევე ცდილობდა, საკუთარი ადვოკატების მეშვეობით, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ვითარების შესახებ ხმა მიეწვდინა სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის, რის გამოც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების მიერ უკანონოდ შეეზღუდა წერილების მიღება-გაგზავნა და სატელეფონო კომუნიკაცია.
დაწესებული უკანონო შეზღუდვების მიუხედავად ცოტნე გამსახურდია არ წყვეტდა მცდელობას, დაეცვა მისი და სხვა მსჯავრდებულების უფლებები. ამ მიზნით მან ამავე დაწესებულების კონტროლიორს სთხოვა მისი წერილების დედისთვის გადაცემაში დახმარება. კონტროლიორმა ცოტნე გამსახურდიას თხოვნის შესახებ N18 დაწესებულების დირექტორს გიორგი ბუთლიაშვილს შეატყობინა, რომელმაც თავის მხრივ, მიღებული ინფორმაცია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს გააცნო.
ვინაიდან გაგა მკურნალიძე უკმაყოფილო იყო გამსახურდიას ქმედებებით და მისი მცდელობით, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული მძიმე სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიეწვდინა სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის, გადაწყვიტა მისი დასჯა. კერძოდ: 2010 წლის 7 ივნისს კონტროლიორს და გიორგი ბუთლიაშვილს მისცა უკანონო დავალება, რომ კონტროლიორს დაეწერა პატაკი ამავე დაწესებულების დირექტორის სახელზე, თითქოსდა ცოტნე გამსახურდიამ შესთავაზა ქრთამის სახით 1000 ლარი, თუ იგი მიაწვდიდა ინფორმაციას დაწესებულებაში მყოფი პატიმრების მიმართ ცემა/წამების ფაქტებზე, რაზედაც თავდაპირველად კონტროლიორმა უარი განუცხადა, თუმცა მკურნალიძის მუქარის შემდგომ იგი დათანხმდა წინასწარ შემუშავებული გეგმის განხორციელებაში მონაწილეობას.
გაგა მკურნალიძის გეგმის მიხედვით, N18 დაწესებულების კონტროლიორს უნდა ეთქვა მსჯავრდებულ ცოტნე გამსახურდიასთვის, რომ შვილი ჰყავდა ავად და ესაჭიროებოდა ძვირად ღირებული მკურნალობა, რისი ფინანსური საშუალებაც მას არ გააჩნდა, რათა მსჯავრდებულს მის მიმართ გასჩენოდა სიბრალულის გრძნობა და დახმარების მიზნით შეეთავაზებინა გარკვეული თანხა. ეს ყოველივე კი ჩაიწერებოდა ოპერატიული ღონისძიების ფარგლებში და წარმოჩინდებოდა, როგორც ქრთამის შეთავაზება-მიცემის ფაქტი.
კონტროლიორის მიერ, გაგა მკურნალიძის კარნახით დაწერილი ყალბი პატაკის საფუძველზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, 2010 წლის 7 ივნისს დაიწყო გამოძიება და დაიგეგმა ოპერატიული ღონისძიებები. 2010 წლის 8 ივნისს ფარული აუდიო-ვიდეო ჩამწერი მოწყობილობით აღჭურვილი კონტროლიორი შეხვდა მსჯავრდებულ ცოტნე გამსახურდიას და მათ შორის გამართული საუბრის შემდეგ ამ უკანასკნელს გამოართვა წერილები დედისთვის გადასაცემად.
კონტროლიორის მიერ მსჯავრდებულის თხოვნით, 2010 წლის 13 ივნისს გადაცემული წერილებიდან ერთ-ერთ წერილში მოკითხვასთან ერთად, მსჯავრდებული სთხოვდა წერილის ადრესატს, წერილის მომტანისთვის საჩუქრად გადაეცათ 500 ლარი, რაც კონტროლიორმა საბოლოოდ მსჯავრდებულის მეგობრის მეშვეობით მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ გადაცემული თანხა არ წარმოადგენდა წინასწარ შეპირებულ ქრთამს და განპირობებული იყო ,,მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში“ მყოფი კონტროლიორის დახმარების სურვილით, გამოძიების მიერ მსჯავრდებულ ცოტნე გამსახურდიას ქმედება შეფასდა, როგორც ქრთამის მიცემა და 2010 წლის 7 ივლისს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2015 წლის 22 ივნისს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მხარეთა მორიგების საფუძველზე დასრულდა ცოტნე გამსახურდიას დაცვის მხარესა და სახელმწიფოს შორის არსებული დავა, რა დროსაც საქართველოს მთავრობამ აღიარა გამსახურდიას მიმართ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევა, მიკერძოებული გამოძიება და იკისრა 2500 ევროს გადახდის ვალდებულება მომჩივნის სასარგებლოდ", — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
12 ოქტომბერს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვაც იგეგმება 12 ოქტომბერს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვაც იგეგმება
გადახედვა
-
კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება
გადახედვა
-
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
-
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
-
"ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე "ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე
გადახედვა
-
"რეპრესია", "უკანონო პატიმრობა" — რა სიტყვებსა და ფრაზებს უკრძალავს კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს? "რეპრესია", "უკანონო პატიმრობა" — რა სიტყვებსა და ფრაზებს უკრძალავს კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს?
გადახედვა
-
Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ
გადახედვა
-
გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა? გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა?
გადახედვა
-
უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება ირაკლი კობახიძე: 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება
გადახედვა
-
აშშ-მა სანქციების სიიდან 125 პირი და სუბიექტი ამოიღო — ივანიშვილი სიაში რჩება აშშ-მა სანქციების სიიდან 125 პირი და სუბიექტი ამოიღო — ივანიშვილი სიაში რჩება
გადახედვა
-
ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის — ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის — ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
სახდეპის ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულიამსხვერპლთა გამოვლენა და სს-ის დევნა სახდეპის ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულიამსხვერპლთა გამოვლენა და სს-ის დევნა
გადახედვა
-
მიგრაციის სამსახურმა 64 არალეგალი უცხოელი დააკავა — "მიმდინარეობს ქვეყნიდან გაძევების პროცედურები" მიგრაციის სამსახურმა 64 არალეგალი უცხოელი დააკავა — "მიმდინარეობს ქვეყნიდან გაძევების პროცედურები"
გადახედვა
-
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
-
ბებიას, რომელსაც მარნეულში შვილიშვილის იძულებით გათხოვება ბრალდება, 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება ბებიას, რომელსაც მარნეულში შვილიშვილის იძულებით გათხოვება ბრალდება, 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია
გადახედვა
-
უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა
გადახედვა
კომენტარები