"დროა, საქართველოთი დაინტერესებულმა ევროკავშირის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მათი ქმედებები ევროპულ ღირებულებების ჩარჩოში მოაქციონ" — შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკის
ოცნების ხელისუფლების პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის წერილით მიმართავს, რომელიც 30 მაისითაა დათარიღებული.
პაპუაშვილი წერს, რომ "ევროკავშირის სახელი და დაფინანსება სიძულვილის, ძალადობისა და პროპაგანდის მიზნებისთვის გამოიყენება". ის უკმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ "ევროკავშირის დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, თავიანთ განცხადებებსა და დოკუმენტებში, დაიწყეს საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობის უარყოფა და ისეთი ტერმინების დამკვიდრება, როგორიცაა "არალეგიტიმური" და "თვითგამოცხადებული", რაც მისი თქმით, "დემოკრატიის უარყოფაა" და "საქმე გვაქვს ლეგიტიმური მთავრობის არადემოკრატიული მეთოდებით შეცვლისათვის იდეოლოგიური საფუძვლის მომზადებასთან", რაც "ექსტრემიზმია".
პაპუაშვილი წერს, რომ დროა, საქართველოთი დაინტერესებულმა ევროკავშირის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მათი ქმედებები ევროპულ ღირებულებების ჩარჩოში მოაქციონ. ეს არის ის საბაზისო ტესტი, რომელიც მათ ჯერ კიდევ ჩასაბარებელი აქვთ
"ევროკავშირის ელჩს საქართველოში
ბატომ პაველ ჰერჩინსკის
30.05.2025
მინდა გამოვხატო იმედგაცრუება იმის გამო, რომ საქართველოში ევროკავშირის მისიას საჯაროდ არ დაუგმია შეურაცხყოფების მიმდინარე კამპანია და აგრესიული თავდასხმები საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებზე, იმ ინდივიდების მხრიდან, რომლებსაც ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები აფინანსებენ.
სამწუხაროა, რომ ევროკავშირის მისიის უმოქმედობა, ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ მოქმედი იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის დაფინანსებას იღებენ, ქმნის იმგვარ გარემოს, რომელიც ნოყიერ ნიადაგს წარმოადგენს ზიზღის, ძალადობისა და პოლიტიკური პოლარიზაციისათვის.
ღრმად იმედგამაცრუებელია, რომ საქართველოს ხელისუფლების მრავალჯერადი მოწოდების მიუხედავად, ჩემი ბოლო წერილის ჩათვლით, ევროკავშირის მისია თავს არიდებს ზიზღისა და ძალადობის გამოვლინებისაგან დისტანცირებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჯგუფებისაგან მომდინარეობს. როგორც ჩემს წინა წერილში აღვნიშნე, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დამფინანსებლების მხრიდან მსგავსი ქცევის რეაგირების გარეშე დატოვება, ამ ჯგუფებს აძლევს საშუალებას, ევროკავშირის მისიის უმოქმედობა შემდგომი ძალადობრივი ქმედებებისათვის მწვანე შუქის ანთების ნიშნად მიიღონ. იქმნება წარმოდგენა, რომ ზიზღი და ძალადობა შეიძლება "ევროპული ღირებულებების" სახელით იქნეს გამართლებული. მეტიც, შემაშფოთებელია, რომ ზიზღის, ძალადობისა და პროპაგანდის დაგმობის ნაცვლად, გვესმის მხარდამჭერი განცხადებები იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც არიან ზიზღის, ძალადობისა და პროპაგანდის ორგანიზატორები.
ჩემი გაფრთხილება, რომ უმოქმედობა მწვანე შუქად იქნებოდა აღქმული, მალე გამართლდა. ვნახეთ, თუ როგორ დაესხნენ თავს ჟურნალისტს 9 მაისს, ევროკავშირის მისიის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღეზე მოწვეული სტუმრები, რომლებიც, ცნობილი არიან, როგორც ევროპული დაფინანსების მიმღებები. სამწუხაროდ, ამის შემდეგაც კი, არ მოგვისმენია ამ ინციდენტის საჯარო დაგმობა. 17 მაისს, კვლავ "ევროპული ღირებულებების" სახელით, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავს დაესხნენ პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, იმავე პირებმა, რომელთა მიმართაც ევროპელი აქტორენი მანამდე მხარდაჭერას გამოხატავდნენ. 22 მაისს, კვლავ "ევროპული ღირებულებების" მოხმობით, გამართლებულ იქნა სიტყვიერი თავდასხმა და მუქარა პარლამენტის წევრ ირაკლი ზარქუას მიმართ, ორი პირის მხრიდან, რომლებიც ცნობილნი არიან, როგორც ევროპული დაფინანსების მიმღებები.
ჩემს წინა წერილში მე მივუთითებდი იმ საფრთხეებზე, რომლებიც თან ახლავს უარს, საჯაროდ და მკაფიოდ დაიგმოს ამგვარი რადიკალური ქმედებები, რომლებიც არა მარტო პოლიტიკურ პოლარიზაციას ასაზრდოებს, არამედ ქართულ დემოკრატიას ემუქრება. უკვე ვხედავთ, რომ მსგავსი სიჩუმით წაქეზებული ჯგუფები, მიუახლოვდნენ იმ წერტილს, რომლის მიღმაც ექსტრემიზმია და საიდანაც მობრუნება შეუძლებელი იქნება. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვხედავთ, რომ ევროკავშირის დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, თავიანთ განცხადებებსა და დოკუმენტებში, დაიწყეს საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობის უარყოფა და ისეთი ტერმინების დამკვიდრება, როგორიცაა "არალეგიტიმური" და "თვითგამოცხადებული" პარლამენტი და მთავრობა. ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის "არალეგიტიმურად" მოხსენიება და დემოკრატიული ინსტიტუტების არაღიარება თავად დემოკრატიის უარყოფაა. ამ კამპანიის კოორდინირებული ხასიათი ცხადყოფს, რომ საქმე გვაქვს ლეგიტიმური მთავრობის არადემოკრატიული მეთოდებით შეცვლისათვის იდეოლოგიური საფუძვლის მომზადებასთან. ცხადია, რომ, ნებისმიერი დემოკრატიული სტანდარტით, ეს არა გამოხატვის თავისუფლება, არამედ ექსტრემიზმია.
პასუხისმგებლიანი დონორობა წარმოადგენს არა არჩევანს, არამედ საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებას, რომელიც გარანტირებულია „დახმარების ეფექტიანობაზე პარიზის დეკლარაციით“. ამ ვალდებულების დარღვევა, იმავდროულად, წარმოადგენს წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევას. ექსტრემისტული მიზნებისთვის დონორების დაფინანსების გამოყენებაზე უარის თქმა ამ ვალდებულების მთავარი კომპონენტია.
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემი გაფრთხილებები არ იქნა გათვალისწინებული. ადრეც ვიხილეთ, რომ დახმარება, მათ შორის, ევროპული დახმარება, არადემოკრატიული მიზნებისთვის გამოიყენებოდა. აღნიშნული გვახსენებს არასამთავრობო ორგანიზაცია "მოძრაობა სირცხვილიას" კამპანიას, სახელწოდებით "მე ვისროლე", რომელიც ევროპული დემოკრატიის ფონდის (EED) მიერ ფინანსდებოდა და მოლოტოვის კოქტეილის სროლას პროტესტის ლეგიტიმურ საშუალებად წარმოაჩენდა.
2023 წელს, როდესაც პირველად საქართველოს ისტორიაში მოლოტოვის კოქტეილი გამოიყენეს, ის არ იყო სათანადოდ დაგმობილი. პირიქით, ზოგიერთმა ამ აქტის რომანტიზება სცადა, რასაც მომდევნო წელს, ხალხისა და შენობების მიმართულებით ათობით მოლოტოვის კოქტეილისა და სხვა ფეთქებადი საშუალებების გამოყენება მოჰყვა. ამ ესკალაციაში, რთულია, ვერ შეამჩნიო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.
ევროკავშირის, როგორც მშვიდობის პროექტის, არსი მდგომარეობს არა მხოლოდ წევრ ქვეყნებს შორის ომის თავიდან არიდებაში, არამედ, აგრეთვე, მშვიდობიან გარემოში საზოგადოებების განვითარების შესაძლებლობების შექმნაში - ისეთ გარემოში, რომელიც თავისუფალი იქნება დეზინფორმაციის, ისტერიისა და ძალადობისგან. აღნიშნულის საპირისპიროდ, სიძულვილის, ძალადობისა და პროპაგანდის დაფინანსება ევროკავშირის ძირითადი ღირებულებების უარყოფას ნიშნავს.
დროა, საქართველოთი დაინტერესებულმა ევროკავშირის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მათი ქმედებები ევროპულ ღირებულებების ჩარჩოში მოაქციონ. ეს არის ის საბაზისო ტესტი, რომელიც მათ ჯერ კიდევ ჩასაბარებელი აქვთ", — წერს შალვა პაპუაშვილი.
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
"საბავშვო კონტენტის საფარქვეშ" პრორუსულ ნარატივებს ავრცელებს" — ზელენსკიმ მაშა და დათვის შემქმნელებს სანქციები დაუწესა "საბავშვო კონტენტის საფარქვეშ" პრორუსულ ნარატივებს ავრცელებს" — ზელენსკიმ მაშა და დათვის შემქმნელებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ზურა ჯაფარიძე: უსინდისო ტყუილია, რომ გილაურმა კოალიციაში ათობით მილიონი მოიტანა ზურა ჯაფარიძე: უსინდისო ტყუილია, რომ გილაურმა კოალიციაში ათობით მილიონი მოიტანა
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე: პენიტენციური სისტემა აბსოლუტურად დეჰუმანიზებულია ზვიად ცეცხლაძე: პენიტენციური სისტემა აბსოლუტურად დეჰუმანიზებულია
გადახედვა
-
ფესტივალი ZEIMI — ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება ფესტივალი ZEIMI — ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
-
ტარიელ კაკაბაძე: შსს-ს განცხადება ჩემი და სოფიო ბიბილაშვილის დისკრედიტაციის მცდელობაა ტარიელ კაკაბაძე: შსს-ს განცხადება ჩემი და სოფიო ბიბილაშვილის დისკრედიტაციის მცდელობაა
გადახედვა
-
Dressup-ი იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად Dressup-ი იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
-
"მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში? "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით? ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?
გადახედვა
-
კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
-
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
კომენტარები