ჟურნალისტების პროტესტის ფონზე შს მინისტრი გაიქცა, მაგრამ, თურმე ბიუჯეტზე ლაპარაკი შეიძლება — სამნიძე
რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, დეპუტატი ხათუნა სამნიძის თქმით, დღევანდელი პლენარული სხდომა ადასტურებს, რომ ქართულ ოცნებას არ სურდა შინაგან საქმეთა მინისტრისთვის კრიტიკული კითხვები დაესვათ. მან ჟურნალისტების საპროტესტო ბანერზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მსგავსი პროტესტის გამო ვახტანგ გომელაურის მოსმენა გადაიდო, მაშინ, როცა ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის მოსმენა ჩვეულ ფორმატში გრძელდება.
"ამ პროტესტის ფონზე, მახსოვს, შინაგან საქმეთა მინისტრი აღარ დარჩა და გაიქცა და კითხვებს პასუხი არ გასცა. ზუსტად იგივე ვითარებაა, ზუსტად იგივე გზავნილია, მაგრამ, თურმე ბიუჯეტზე ლაპარაკი შეიძლება. ცოტა თანმიმდევრულები რომ ვიყოთ, თუ შეიძლება კოლეგებო. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არ გსურდათ, რომ გომელაურისთვის დაგვესვა კრიტიკული შეკითხვები", — განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
დღეს, პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზში ჟურნალისტებმა ისევ გადმოფინეს საპროტესტო ბანერი გარდაცვლილი კოლეგის, ლექსო ლაშქარავაზე მოძალადეების დასჯის მოთხოვნით.
18 ივლისს, პარლამენტში ვახტანგ გომელაურს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სიტყვა შეაწყვეტინეს და 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებში მონაწილეების დასჯა მოითხოვეს. პარალელურად, ჟურნალისტებმა გარდაცვლილი კოლეგის, ლექსო ლაშქარავას საქმის ეფექტიანად და გამჭვირვალედ გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით პლენარული სხდომის დარბაზში საპროტესტო ბანერი გადმოფინეს.
სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა სხდომა დატოვა. ქართულმა ოცნებამ ჟურნალისტების ბანერის ჩამოხსნა სთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შს მინისტრის მოსმენის გადადება დააანონსა. ეს ინიციატივა ჯერ თავად პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ გამოთქვა, შემდეგ ამაზე სასაუბროდ ჟურნალისტებთან მანდატურის სამსახურის წარმომადგენელი მივიდა, ბოლოს კი დეპუტატი ირაკლი ზარქუა. ჟურნალისტების პოზიცია იყო, რომ ბანერი პროტესტის მშვიდობიანი ფორმაა და ის არ უშლის ხელს სხდომის გაგრძელებას. საბოლოოდ, კახა კუჭავამ, თანაპარტიელებთან შეთანხმებით, გომელაურის მოსმენის გადადება გადაწყვიტა.
გაიგე მეტი:
- "მიიღეთ ზომები იმ კაცი დეპუტატების დასასჯელად, ვინც ფიზიკური ძალა გამოიყენა ქალი კოლეგების მიმართ" — უფლებადამცველების მიმართვა კუჭავას
- მედიას უნდა მიეცეს შეზღუდვების გარეშე მუშაობის შესაძლებლობა — ზურაბიშვილი
- "ოცნებას" კითხვებზე პასუხების გაცემა არ უნდოდა, ამაში მას იდეალურად დაეხმარა ენმ — დაუშვილი მოსმენის გადადებაზე
- პოლიტიკოსებს გვევალება თანაგრძნობა, მედიის პროტესტის გაზიარება და არა საპასუხოდ დარბაზის დატოვება — ჯაფარიძე
- ჟურნალისტებმა ბანერი არ მოხსნეს — პარლამენტში გომელაურის მოსმენა გადაიდო
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები