ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფის შავ-თეთრი სამყარო
ფოტო: გიორგი დუნდუა/George Dundua
გიორგი დუნდუა ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფია. შავ-თეთრი სამყარო, რომელსაც გიორგი ფირზე აღბეჭდავს, წარსულის გამოძახილია - წარსულის, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის არც თუ ისე შორეულია, თუმცა მის კვალს ნაკლებად ვამჩნევთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უშუქობა, სიღატაკე, გაჭირვება და ყველაფერი, რაც 90-იან წლებთან გვაკავშირებდა, უკან დარჩა და აღარ არსებობს, მაგრამ გიორგის ნამუშევრები გვახსენებს, რომ ჩვენგან არც ისე შორს - მთებსა და სოფლებში - ის ისევ ცოცხალია.
"ეს ისტორიები თანამედროვე სამყაროსთვისაც არ არის უცხო, რაც უფრო მაღლა ავდივართ მთებში, რურალურ გარემოში, მით უფრო ხშირად გვხვდება უკვე დავიწყებული სურათები. ამიტომ მიყვარს მსგავსი სცენების ნახვა და კადრირება", - ამბობს გიორგი დუნდუა.
გიორგიმ ფოტოების გადაღება 2007 წელს დაიწყო და მას შემდეგ აქტიურად არის დაკავებული ამ საქმიანობით. როგორც თვითონ ამბობს, ფოტოხელოვნების სიყვარული ოჯახმა განაპირობა. მისი მამა და ბაბუა ასევე ფოტოგრაფიით იყვნენ გატაცებულნი. შავ-თეთრი სტილიც სწორედ წარსულში მიღებული შთაბეჭდილებების გამოხატვაა.
"შავ-თეთრი რატომღაც ასოცირდება წარსულთან, სიძველესთან. დღეს გაცილებით მეტი მიზეზის გამო მომწონს. ერთი, რომ შეუძლია ღიად და დეტალებში გადმოსცეს ემოცია, თითოეულ ნაოჭში ჩადის და მეორეც - აღმქმელზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს", - ამბობს ფოტოგრაფი.
ახალგაზრდა ფოტოგრაფის ინტერესს ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა უმცირესობებიც იპყრობენ. მისი ერთ-ერთი ფოტოსერია სწორედ მრავალეთნიკურ სოფლებში ახალგაზრდების ცხოვრებას ეძღვნებოდა. ფოტოგრაფმა აღბეჭდა, თუ როგორ არსებობენ ერთ სივრცეში ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი თანატოლები.
"ფოტოსერია გადავიღე მარნეულში, აღვწერე, როგორ ცხოვრობს პოლიეთნიკური სოფელი".
გიორგი დუნდუას ფოკუსში სოციალური პრობლემები ხშირად ხვდება. მისი ერთ-ერთი შთაგონების წყარო საკუთარ სახლს მოწყვეტილი ადამიანები არიან, იგულისხმება როგორც შიდა, ასევე გარე მიგრაცია.
"ფოტოსერია მოგვითხრობს აჭარიდან მიგრირებული რელიგიური უმცირესობების ცხოვრებას ქვემო ქართლის მარნეულის მუნიციპალიტეტში. მიგრაციის ძირითადი მიზეზი იყო ეკოლოგიური მდგომარეობა, მეწყერული და ზვავური პროცესები. სოფლები მარადისი, ახალი დიოკნისი და თამარისი ხულოდან ემიგრირებულმა მოსახლეობამ შექმნა 20 წლის წინ. პროექტი მოგვითხრობს, როგორ შეინარჩუნეს მაღალმთიანი რეგიონის ტრადიციები, კულტურული და რელიგიური თავისებურებები ადამიანებმა ახალ სივრცეში".
გიორგი დუნდუამ 2013-2016 წლებში არაერთხელ იმოგზაურა მეზობელ თურქეთში, სადაც ხშირად ხვდებოდა არალეგალურად დასაქმებულ ქართველებს. როგორც ჩანს, ამ შეხვედრებმა მასზე წარუშლელი კვალი დატოვა.
"ვნახე, როგორ მუშაობენ 20-25 წლის ახალგაზრდები მიწის ქვეშ, მტვერსა და ბუღში, იმხელა მანქანებზე, რომლებიც მათთვის დაშვებულ წონასა და ზომას ათასჯერ აღემატება. ეს ყველაფერი კი ხდება არალეგალურად", - ამბობს გიორგი.
მისი აზრით, ეს თემა ტაბუირებულია და მასზე მეტი უნდა ვისაუბროთ. მნიშვნელოვანია, რომ ხელოვნების გზით, რბილად ვამხილოთ ემიგრაციის ტვირთი, რომელიც ახალგაზრდებს ახალგაზრდობას ართმევს.
ამ ფოტოების სერია ასახავს თიანეთში მცხოვრები გლეხების გაჭირვებას. თიანეთში სიღარიბე განსაკუთრებით იგრძნობა.
გიორგი დუნდუას ფოტოები არაერთ გამოცემაში დაბეჭდილა. მისი გამოფენებიც საკმაოდ ხშირად ტარდება და ძირითადად, დიდ მოწონებას იმსახურებს. ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფის შემოქმედებით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც ინტერესდებიან და სულ მალე მისი გამოფენა ჰონგ-კონგშიც მოეწყობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოები გოგონების მიმართ არსებული სტერეოტიპების თემაზე.
გიორგი დუნდუას სხვა ფოტოების ნახვა შეგიძლიათ Facebook გვერდზე.
-
BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
გადახედვა
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობა-სვეტიცხოვლობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება "მცხეთობა-სვეტიცხოვლობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6ე -ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6ე -ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს გადაწყვეტილებას შეცვლის კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს გადაწყვეტილებას შეცვლის
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ
გადახედვა
-
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება
გადახედვა
-
რიკარდ იოზვიაკი: EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია იგივეა — საქართველში სერიოზული პოლიტიკური უკუსვლაა რიკარდ იოზვიაკი: EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია იგივეა — საქართველში სერიოზული პოლიტიკური უკუსვლაა
გადახედვა
-
გამოავლინეს 17 "კატასტროფული" საფრთხე, რომლებიც ადამიანებს ამ საუკუნეში გვემუქრება გამოავლინეს 17 "კატასტროფული" საფრთხე, რომლებიც ადამიანებს ამ საუკუნეში გვემუქრება
გადახედვა














კომენტარები