"ოცნებას" კითხვებზე პასუხების გაცემა არ უნდოდა, ამაში მას იდეალურად დაეხმარა ენმ — დაუშვილი მოსმენის გადადებაზე
დეპუტატი და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის წვერი, მიხეილ დაუშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის საპარლამენტო მოსმენის გადადებას ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას აბრალებს.
"დღეს რაც მოხდა საქართველოს პარლამენტში არის ძალიან სამწუხარო და მარტივად, ამ ყველაფრით ზიანდება ქვეყანა და ზიანდება ჩვენი მოქალაქე [...]
მივიღეთ შედეგად ის, რომ არ უნდოდა მმართველ ძალას კითხვებზე პასუხების გაცემა და ამაში მას იდეალურად დაეხმარა ნაციონალური მოძრაობა. ეს იყო ძალიან შეხმატკბილებული მოქმედება, როდესაც ორი გუშინდელი დღე ერთმანეთს ეხმარებოდა საკუთარი მიზნების მიღწევაში. ამით საბოლოო ჯამში დაზიანდნენ ჩვენი მოქალაქეები და ზიანდება სახელმწიფო ინტერესები", — განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, დღეს პარლამენტში დაგეგმილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის მოსმენა გადაიდო. პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავამ მიზეზად მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პროტესტი დაასახელა.
ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის დაწყებისთანავე ჟურნალისტებმა პლენარული სხდომის დარბაზში გადმოფინეს ბანერი წარწერით — "დასაჯეთ მოძალადეები". პარალელურად, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გომელაურს სიტყვა შეაწყვეტინეს და ტრიბუნასთან გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს.
ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მიწვევის ინიციატივა ჯერ კიდევ 28 მაისს, დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ გამოთქვა. მას შს მინისტრის მიწვევა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე სურდა, რათა კითხვები დაესვა პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მაშინ კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ სამნიძის განცხადება "არ იყო აკურატულად შედგენილი" და თავიდან გაგზავნა სთხოვა. ამის შემდეგ კი ამბობდა, რომ მინისტრს 5 ივლისამდე, ანუ დაგეგმილ ღირსების მარშამდე, პარლამენტში მისვლა, შესაძლოა, ვერ მოესწრო. 1-ელ ივლისს, პრაიდის კვირეულის დაწყების დღეს, სამნიძემ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებთან ერთად სპეციალური ბრიფინგი გამართა და გომელაურს კიდევ ერთხელ მოუწოდა, პარლამენტში პრაიდის უსაფრთხოებაზე სასაუბროდ მისულიყო.
არც პრაიდის კვირეულამდე და არც მის განმავლობაში გომელაური პარლამენტში არ მისულა. მის მიმართ კითხვები მას შემდეგ მომრავლდა, რაც 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის საწინააღმდეგო გამოსულმა ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელს თავს დაესხნენ, შეიჭრნენ და დაარბიეს რამდენიმე სამოქალაქო მოძრაობის ოფისი. დღის წესრიგში დადგმა მისი გადადგომის მოთხოვნის საკითხიც.
გომელაური საჯაროდ მხოლოდ 8 ივლისს, ძალადობრივი კონტრაქციიდან მე-3 დღეს გამოჩნდა და თქვა პარლამენტში მივა, "ჯანმრთელობა თუ არ შეუშლის ხელს". გადადგომაზე დასმულ კითხვის პასუხად კი თქვა, რომ "ამაზე ბევრი ოცნებობს".
11 ივლისს გარდაიცვალა TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა. იგი ერთ-ერთია მედიის იმ ათობით წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის შედეგად მას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა თვალის გარშემო, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები. ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიის პროტესტი უფრო გააქტიურდა — ჟურნალისტები, ათასობით მოქალაქესთან ერთად, პარლამენტის წინ რამდენჯერმე შეიკრიბნენ და მოითხოვდნენ როგორც გომელაურის, ისე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას. 17 ივლისის აქციის დროს მათ მოუწოდეს საპარლამენტო ოპოზიციას, დაესწროს გომელაურის მოსმენას და დაუსვან კრიტიკული კითხვები.
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები