IDFI: პანდემიის ფარგლებში საზღვარგარეთიდან 1,44 მილიარდი ევროს დაფინანსებაა გადმორიცხული
ფოტო: Eniola Odetunde/Axios
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) განცხადებით, პანდემიის ფარგლებში განხორციელებული ანტიკრიზისული ღონისძიებების დაფინანსების მთავარ წყაროს საზღვარგარეთიდან მიღებული ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები და გრანტები წარმოადგენდა. კერძოდ, 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში საზღვარგარეთიდან 1,44 მილიარდი ევროს დაფინანსება გადმოირიცხა.
ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომლის ფარგლებშიც IDFI საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში და მას შემდეგ კორონავირუსთან დაკავშირებული ხარჯებს აკვირდებოდა. შედეგების თანახმად, 2020 წელს ათვისებული საგარეო კრედიტების 63% მოხმარდა ბიუჯეტის მხარდაჭერას, 14% — საგზაო ინფრასტრუქტურას, 7% — საგადასახდელო ბალანსის მხარდაჭერას, 7% — მუნიციპალურ ინფრასტრუქტურას, 6% — ჯანდაცვის სექტორს, 1% — ენერგეტიკის სექტორს, ხოლო 2% — სხვა ხარჯებს.
"საინვესტიციო კრედიტების ფარგლებში, ცალკეული პროექტების ათვისებული თანხები მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის გეგმიურ მაჩვენებელს", — ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ვკითხულობთ, რომ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან 1 წლის განმავლობაში, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის სულ დაიხარჯა 4,15 მილიარდი ლარი. მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებას მოხმარდა 594,4 მილიონი ლარი, მოსახლეობის სოციალურ დახმარებას 1,13 მილიარდი ლარი, ბიზნესის მხარდაჭერას 786,9 მილიონი ლარი, ხოლო დანარჩენი 1,63 მილიარდი ლარი ეკონომიკის ხელშეწყობის დამატებით პაკეტებს.
შედეგებით, ასევე, გამოიკვეთა, რომ ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო საშუალებების, მათ შორის, კოვიდ ტესტების შესყიდვაში ჯანდაცვის სამინისტროს ხაზით 146 840 376 ლარი დაიხარჯა. დოკუმენტის თანახმად, ხარჯი სამინისტროს დაქვემდებარებულმა სხვადასხვა უწყებამ გასწია, მათ შორის:
- თავად სამინისტროს აპარატმა ჯამში 21 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა;
- ა(ა)იპ სამედიცინო ჰოლდინგმა —1 670 320 ლარი;
- საგანგებო სიტუაციების მართვისა და კოორდინაციის ცენტრმა — 1 344 545 ლარი;
- დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა და ლუგარის ლაბორატორიამ ერთობლივად — 10 მილიონ ლარზე მეტი;
- 33,5 მლნ დოლარზე მეტია (111,5 მლნ ლარზე მეტი) დახარჯული ტესტების შესყიდვაში.
IDFI-ის განცხადებით, სოციალური დაცვის მიმართულებით 1 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი მოხმარდა მოსახლეობის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას, რამაც 469,6 მილიონი ლარი შეადგინა, ორგანიზაცია მიუთითებს, რომ მსგავსი ხარჯების ზრდას ხელი შეუწყო ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებამ.
"უმუშევრად დარჩენილთა 200-ლარიანი დახმარების პროგრამისთვის 2020 წლის ბიუჯეტიდან 450 მლნ. ლარი გამოიყო. პროგრამის მიმდინარეობის მანძილზე (მაისი-ნოემბერი) გამოყოფილი თანხების მესამედიც ვერ იქნა ათვისებული", — ვკითხულობთ კვლევაში.
ამასთან, მონიტორინგის მიხედვით გამოიკვეთა, რომ:
- სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული დახმარების ბენეფიციართა რიცხვი ყოველთვიურად იზრდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პანდემიის ფონზე მეტი ოჯახი ღარიბდება და მოითხოვს დახმარებას. 2020 წლის მაისიდან 2021 წლის მარტამდე, პროგრამის ბენეფიციარი სოციალურად დაუცველი ოჯახების რიცხვი 45,771-ით (23%-ით) გაიზარდა;
- StopCov ფონდში მობილიზებული თანხის უდიდესი ნაწილი 18 წლამდე ბავშვების დახმარებაზე (925 000 ბავშვი) დაიხარჯა. სულ პროგრამაზე 185 მლნ. ლარი დაიხარჯა, რაც გამოყოფილ ბიუჯეტს — 160 მლნ. ლარს - +16%-ით აჭარბებს. დახმარება იყო ერთნაირი მოცულობის (200 ლარი) ბავშვის სოციალური მდგომარეობის მიუხედავად;
- ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებების ფარგლებში, 1 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი რესურსი საშემოსავლო გადასახადზე დაწესებულ შეღავათს მოხმარდა — 443,9 მილიონი ლარი;
- რთველის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში შესყიდული 168,3 ათასი ტონა ყურძნის ნახევარზე მეტი (86,7 ათასი ტონა) სახელმწიფო საწარმომ (სს აკურა) შეისყიდა;
- ფერმერებმა აგრობარათზე დარიცხული ქულების ფარგლებში, 31,2 მილიონი ლარი დახარჯეს სპეციალიზირებული მაღაზიებიდან გარკვეული საქონლის შესყიდვაზე, ხოლო ხვნის მომსახურებაზე მხოლოდ — 25,7 ათასი ლარი. 2020 წელს და 2021 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ათვისებული თანხიდან (55 511 407,59) კორონავირუსთან ბრძოლის მიზნობრიობით დახარჯულია მხოლოდ 14% — 7 708 933,6 ლარი;
IDFI-ის განცხადებით, პანდემიის პერიოდში ცალკეული მუნიციპალიტეტები სარეზერვო ფონდებიდან ეწეოდნენ ისეთ ხარჯებს, რომელთა სარეზერვო ფონდიდან დაფინანსების აუცილებლობა კითხვის ნიშნებს აჩენს, ხოლო ცალკეული მუნიციპალიტეტები საერთოდ ვერ ახდენენ სარეზერვო ფონდში გათვალისწინებული სახსრების ათვისებას.
ორგანიზაციის შეფასებით, პროექტის ფარგლებში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად შესაძლებელია შეფასდეს კორონავირუსთან დაკავშირებული ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებული პროცესის გამჭვირვალობის დაბალი ხარისხი.
"კერძოდ, ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე პასუხისმგებელი მთელი რიგი უწყებების მიერ, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების შესაბამისად დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავის არიდება, მნიშვნელოვნად აზარალებს კრიზისული მდგომარეობის ფარგლებში მათ მიერ გადადგმული ნაბიჯების მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხს და მნიშვნელოვნად ზრდის საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური განკარგვის რისკებს", — ვკითხულობთ დოკუმენტში.
IDFI-ის განცხადებით, გაუმჭვირვალე პროცესის ფონზე, მსგავს რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის კრიზისული მდგომარეობის ფარგლებში გამარტივებული წესით განხორციელებული შესყიდვების მზარდი მაჩვენებლები, საერთაშორისო პარტნიორებისგან მიღებული ფინანსური დახმარებების მნიშვნელოვნად გაზრდილი მოცულობა და სხვა.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები