საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გეგმით, ყველა გადაცემა მაინც დაიხურება
საზოგადოებივი მაუწყებლის მენეჯმენტის ახალი სამოქმედო გეგმის მიხედვით, პირველ არხზე 17 ივლისიდან, "მოამბის" გარდა, ყველა გადაცემა დაიხურება. როგორც დოკუმენტში წერია, ეთერში 2017 წლის სექტემბრიდან დაბრუნდება პროგრამული პრიორიტეტების შესაბამისად, კონკურსის წესით შერჩეული ახალი გადაცემები. კონკურსი ახალი გადაცემების შესარჩევად, მარტიდან უკვე გამოცხადდება. აღნიშნულ გეგმას მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ დღეს, სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მოაწერა ხელი. სამეურვეო საბჭომ დოკუმენტი ცნობად მიიღო. მის დასამტკიცებლად საბჭოს კენჭისყრა საჭირო არ ყოფილა.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ახალ სეზონზე განთავსდება გადაცემების ოპტიმალური რაოდენობა, ფინანსური და ტექნიკური რესურსიდან გამომდინარე,“ - ვკითხულობთ მაუწყებლის მენეჯმენტის გეგმაში, სადაც არ არის დაკონკრეტებული, რა თანხის გამოყოფა იგეგმება გადაცემებზე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორმა, თიკო ბერძენიშვილმა გეგმის პრეზენტაციის დროს თქვა, რომ ახალი სეზონიდან შიდა წარმოების პროდუქტის ხარჯი დაითვლება, ისე, როგორც მაუწყებლის გარეთ დამზადებული პროექტები.
მაუწყებლის მენეჯმენტის გეგმის მიხედვით, პროდუქციის მინიმუმ 25 პროცენტი გარე წარმოების შედეგად იქნება მოზიდული.
არხის მენეჯმენტი გეგმავს, რომ გარე წარმოების ხელშეწყობის მიზნით კონკურსში მონაწილე პირებს შესთავაზონ საპილოტე გადაცემის მაუწყებლის ბაზაზე დამზადება.
გეგმის მიხედვით, ცვლილებები ეხება მეორე არხსაც, სადაც იგეგმება ყველა გადაცემის შეჩერება საპარლამენტო სხდომების ტრანსლირების გარდა. 2018 წლის იანვრიდან კი მეორე არხის ხედვა ჩამოყალიბდება.
მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, მეორე არხზე არსებულ გადაცემებზე დასაქმებული ადამიანების ნაწილი პირველი არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებზე გადანაწილდებიან.
საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკუთვნის რადიო ერთიც. მაუწყებლის სამოქმედო გეგმაში რადიოს ერთი წინადადება ეთმობა:
"2017 წლის 1 ივნისამდე დასრულდება საზოგადოებრივი რადიოს ეთერის პროგრამული პრიორიტეტების შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს ამ დროისთვის არსებული ხარისხიანი პროდუქტების შენარჩუნებას და რადიოს პოპულარიზაციას".
საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი აღნიშნულ გეგმამდე მანამდე არსებული რამდენიმე გეგმის შემდეგ მივიდა. საწყის ეტაპზე მენეჯმენტი მიიჩნევდა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველა გადაცემა უნდა დახურულიყო საინფორმაციო გამოშვების გარდა. მეორე გეგმა, რომელიც მენეჯმენტმა სამეურვეო საბჭოს წევრებს შესთავაზა გადაცემების სამ ნაწილად დაყოფას ითვალისწინებდა. აღნიშნულის მიხედვით, გადაცემები, რომელთა რეიტინგიც მაუწყებლის საშუალო რეიტინგზე დაბალი იყო, უნდა დახურულიყო. ამ გადაცემების ჩამონათვალში ხვდებოდნენ გადაცემები რეალური სივრცე და წითელი ზონა.
იხილეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამოქმედო გეგმა.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები