მეუფე ანტონმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ცემა დაიმსახურეს
TV პირველის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებაში ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი ჟურნალისტებს ადანაშაულებს. მისივე მტკიცებით, ჟურნალისტებმა ცემა დაიმსახურეს. მან, ასევე, მედიის წარმომადგენლები მოძალადეებად მოიხსენია და თქვა, რომ მედიის წარმომადგენლები მათ ღირსებას ულახავენ. ის ინტერვიუს დროს ჟურნალისტს სახეზე თითით შეეხო, ჟურნალისტის პროტესტის შემდეგ კი თქვა, რომ ხელით კი არ შეეხო, "დააპიპინა".
"გვიწევს მოწოდება ხალხისა, იმიტომ, რომ გვახვევთ თავზე. თქვენ ახალისებთ გარყვნილებას, თქვე მოძალადეებო, თქვენ უწევთ პროპაგანდას თითოეული. თქვენ გარდააცვალეთ, თქვენზეა მაგ პასუხისმგებლობა. ხალხის იმებს ეხებით, იცით და წირავთ, თქვენ ხართ პასუხისმგებელი მაგის მკვლელობაზე. რატომ აკეთებთ ამას. რატომ გვილახავთ ღირსებას, უმრავლესობას რატომ გვილახავთ. უმრავლესობაზე ძალადობთ, თქვე მოძალადეებო. თქვენს სახელს ჩვენ ნუ გვარქმევთ. თქვენ ხართ ეგი, გამიგე? აბსოლუტურად. დაიმსახურეთ [ცემა]. თქვენ მოგწონთ რომ ძალადობთ ჩვენზე? ნუ ატრიალებთ ტეხნიკურად. პი-პი-პიპ. ხელით გეხები კი არა, დავაპიპინე", — ამბობს სასულიერო პირი ჟურნალისტებთან.
აღსანიშია, რომ მეუფე ანტონი სასულიერო პირების ნაწილის მსგავსად ჟურნალისტების მიმართ აგრესიით გამოირჩევა.
7 მაისს მან მთავარი არხის ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძეს პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ინტერვიუსთვის მისულ ჟურნალისტს მეუფე ანტონი აგრესიით ხვდება და მოუწოდებს, რომ ადგილი დატოვოს. მოგვიანებით კი მიტროპოლიტი ვაჩიბერაძეს ხელი დაარტყა.
მიტროპოლიტ ანტონის გაღიზიანება მოჰყვა ჟურნალისტის კითხვას 6 მაისს, ურბნელი მიტროპოლიტი იობის რეზიდენციაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა ერთ-ერთ სასულიერო პირს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები