როგორ არ უნდა მივცეთ ბრაზს ჩვენი გაკონტროლების საშუალება
ბრაზი ნორმალური და ჯანსაღი ემოციაა, რომელსაც ადამიანები ხშირად განვიცდით. ბრაზს ძირითად იწვევს ისეთი სიტუაციები, სადაც ადამიანი თვლის, რომ არასწორად ან ცუდად მოექცნენ. მისი გამოხატვაც აუცილებელია, რომ ემოციებისგან დაიცალო. თუმცა ბრაზი მაშინ ხდება პრობლემა, როდესაც მისი გამოხატვისას ზიანს აყენებ ან შენს თავს ან შენს გარშემო მყოფ ადამიანებს.
ადამიანები ბრაზს გამოვხატავთ მაშინ, როცა ფრუსტრირებულები ვართ, თუმცა ის შეიძლება იყოს, მარტოსულობის, სევდის და შიშის შედეგიც. ხანდახან შეიძლება საერთოდ უმიზეზოდაც გავბრაზდეთ.
ადამიანებს, რომლებსაც ბრაზის კონტროლი არ შეუძლიათ, შეიძლება პრობლემები შეექმნათ სხვებთან ურთიერთობაში, დაკარგონ მეგობრები ან ოჯახის წევრები. ის გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზეც.
მაგრამ რა ვქნათ მაშინ, როდესაც ეს ემოცია ჩვენი კონტროლის სადავეებს ჩაიგდებს ხელში და მასთან გამკლავება გვიჭირს?
1. ნუ დაუჯერებ მითებს
შეიძლება ფიქრობდე, რომ ბრაზის ბოლომდე გამოაშკარავება უფრო ჯანსაღია, ვიდრე მისი შეკავება. რა თქმა უნდა, ემოციების გულში ჩაკვლა კარგი არ არის, მაგრამ მათი აგრესიულად გამოხატვაც ძალიან ცუდია.
ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ აგრესიის გამოხატვა, მათ ეხმარებათ ძალაუფლების მოპოვებაში და სხვების თვალში პატივისცემას იმსახურებენ. თუმცა ეს ასე არ არის. შეიძლება სხვებს შენი ეშინოდეთ, მაგრამ თუკი თავად არ ცემ მათ პატივს, ვერც მათგან დაიმსახურებ იმავეს.
ნურც იმას დაიჯერებ, რომ აგრესია შენი პიროვნების ნაწილია და ამის შეცვლა არ შეგიძლია. ჩვენ სიტუაციას ყოველთვის ვერ ვაკონტროლებთ, მაგრამ შეგვიძლია საკუთარი ემოციები გავაკონტროლოთ, რათა მოვლენებზე ადეკვატური პასუხი გვქონდეს.
2. გაარკვიე რეალურად რა გაწუხებს
ხშირად შეიძლება მეგობართან კამათი, ძალიან მარტივ თემაზე დაიწყო და დიდ ჩხუბში გადაიზარდოს. ამ მომენტში უნდა გაარკვიო საიდან იღებს ენერგიას შენი ბრაზი. არის თუ არა რაიმე დაგროვილი ემოცია, რაც გაწუხებს და რა არის რეალურად შენი რისხვის მიზეზი.
ხშირად ბრაზი თავი თავში მალავს ისეთ ემოციებს, როგორიცაა უხერხულობის შეგრძნება, დაუცველობა, სირცხვილი. შეიძლება ბავშვობაში ასე ისწავლეთ ბრაზის გამოხატვა ან უბრალოდ შფოთვას რისხვით ნიღბავთ. ეს ყველაფერი ერთად მოქმედებს ჩვენს გუნება განწყობაზე და თავს იჩენს ემოციაში, რომელსაც ზედმეტი აგრესიით გამოვხატავთ.
3. დაუკვირდი შენი ბრაზის სიმპტომებს
შეიძლება იფიქროთ, რომ რისხვის გამოხატვა დაუგეგმავად და სპონტანურად ხდება, სინამდვილეში უამრავი სიმპტომი მიგვანიშნებს ამაზე.
თავის ტკივილი, სუნთქვის გართულება, კონცენტრაციის უნარის დაკარგვა. ეს და სხვა სიმპტომები მიანიშნებს იმაზე, რომ შენს ორგანიზმში ისეთი ემოცია იბადება, რომლის გაკონტროლება შეიძლება გაგიჭირდეს. ამიტომ მათზე დაკვირვება და თავის დროზე აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია.
4. კარგად დააკვირდი რა იწვევს შენში ბარზს
სტრესული სიტუაციები ამძაფრებს ბრაზს, ამიტომ მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, როგორი სიტუაცია მოქმედებს ჩვენს ემოციურობაზე. შემდეგ შეგვიძლია მათ თავი ავარიდოთ. დააკვირდი დღის რუტინას და გამოყავი ის მოვლენები, სიტუაციები ან ადამიანები რომლებიც შენში აგრესიას იწვევს.
ხანდახან ჩვენი ფიქრებიც კი მოქმედებს ჩვენს ემოციებზე. საკითხთან დაკავშირებით ზედმეტი ფიქრი, კონვერტაცია იმაზე რა არის და რა გინდოდა რომ ყოფილიყო, დასკვნების ნაადრევი გამოტანა. მსგავსი ფიქრები ძალიან ძაბავს ადამიანს და მასში არასასურველ ემოციებს იწვევს. შეიძლება სიტუაცია უფრო დაძაბულად მოგეჩვენოს ვიდრე ის სინამდვილეშია. ამიტომ აუცილებელია კარგად ვიცოდეთ, რა არის ჩვენში უარყოფითი ემოციების გამომწვეველი და გავერიდოთ მსგავს მდგომარეობებს.
5. ისწავლე როგორ უნდა დამშვიდდე სწრაფად
დამშვიდების ტექნიკების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან უკეთ შევძლოთ საკუთარი ემოციების კონტროლი. ხშირად ფიზიკური აქტივობა გვეხმარება სტრესთან გამკლავებაში, ან საყვარელი მუსიკის მოსმენა. რა თქმა უნდა, აუცილებელია ვისუნთქოთ ღრმად და ვცადოთ ამ პროცესზე კონცენტრაცია. თუკი ნელა დაითვლი ათამდე, ესეც აუცილებლად დაგეხმარებათ.
6. გამოიყენე იუმორი სიტუაციის განსამუხტად
ხშირ შემთხვევაში იუმორი გვეხმარება, რომ გადავიტანოთ ჩვენი ემოციები. თუნდაც ზოგიერთ დაძაბულ მომენტში, იუმორს შეუძლია გამუხტოს სიტუაცია და უკეთ გვაგრძნობინოს თავი.
თუმცა აუცილებელია გვახსოვდეს, რომ სხვებთან ერთად უნდა ვიცინოთ და არა მათ დავცინოთ. მოერიდეთ სარკაზმს ან ირონიას. შეგიძლიათ საკუთარ თავზეც იხუმროთ. ადამიანებს ყოველთვის სიამოვნებს ისეთ პიროვნებასთან ურთიერთობა, რომელსაც ხანდახან შეუძლია საკუთარი თავის გაქილიკება.
7. ბრაზის გამოხატვის ჯანსაღი გზები მოძებნე
თუკი სიტუაცია ნამდვილად გაბრაზებთ და თქვენში უსიამოვნო ემოციებს იწვევს, მაშინ უნდა ეცადოთ და ეს ემოციები ჯანსაღად გამოხატოთ. ხანდახან უნდა გაერიდოთ სიტუაციას თუნდაც 5 წუთით. კამათის დროს პრიორიტეტი უნდა იყოს ურთიერთობის შენარჩუნება ადამიანთან და არა არგუმენტის მოგება. ამიტომ ხანდახან უნდა შევძლოთ და ერთმანეთს წყენა ვაპატიოთ.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის აღარ აქვს კამათს აზრი. ხშირად დაპირისპირება სულ ტყუილად გადაიქცევა ჩხუბში, მეორე ადამიანს შეხედულებას მაინც ვერ შევაცვლევინებთ, ასეთ დროს სჯობს დავასრულოთ საუბარი ან უბრალოდ თემა შევცვალოთ.
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
კომენტარები