სინდისის პატიმარს, ანრი კვარაცხელიას 4 წელი და 6 თვე პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებული ანრი კვარაცხელიას დასკვნითი პროცესი გაიმართა. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 26 წლის ანრი კვარაცხელიას 4,5 წელი მიუსაჯა.
კვარაცხელიას გდდ-ს თანამშრომლისთვის ე.წ მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებოდნენ, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურის განმარტებით ეს "ქმედება" პოლიციელის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობდა და შესაბამისად საქმე სისხლის სამართლის 353-ე მუხლით განიხილებოდა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ანრი კვარაცხელიას საქმეში დაზარალებული პოლიციელი არ არსებობს. პროკურატურის მიერ წარდგენილ კადრებში, დაცვის მხარის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი ექსპერტიზის ფარგლებში, სამხარაულის ექსპერტიზამ განაცხადა, რომ ვიდეოში არსებული პირის ამოცნობა შეუძლებელია.
განაჩენის გამოცხადებამდე ანრი კვარაცხელიამ დარბაზს მიმართა:
"დიდი მადლობა, რომ ასე შეწუხდით და ჩემს საქმეებზე დადიხართ.
ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა წლებს მომისჯით, ბატონო მოსამართლე, იქიდან გამომდინარე, რომ მე ძაან ამაყი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის გვერდით ვიდექი.
ჩემი საქმე არის შეკერილი, მე ვერც თავი გავიგე და ვერც ბოლო, რას მედავებიან და რის გამო.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ ჩემ გვერდით დგახართ. დედიკოს მიმიხედეთ, იქიდან გამომდინარე, რომ ემიგრანტი მყავს. როცა ჩამოვა, დიდი სიყვარულით მომიკითხეთ. კარგად იყავით, მალე შევხვდებით ერთმანეთს. ერთი დიდი ოჯახი ვართ," — განაცხადა ანრი კვარაცხელიამ.
ამ დროისთვის პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებულ 3 პირს — მათე დევიძეს, გიორგი მინდაძეს, საბა ჯიქიას და ანრი კვარაცხელიას თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ოთხივე ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ედავებოდნენ, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მათე დევიძეს 4 წელი და 6 თვე მიესაჯა, ხოლო მინდაძეს — 5 წელი, ხოლო საბა ჯიქიას — 4 წლით და 6 თვით.
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა
გადახედვა
-
რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ
გადახედვა
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს
გადახედვა
-
პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი
გადახედვა
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
კომენტარები