ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ მას ბოდიში უნდა მოუხადონ.

კობახიძე ფეისბუქზე წერს, რომ ჟვანიას "გაუყალბეს" პარალელური დათვლა, 8-პროცენტიანი ზედმეტობა, არჩევნების შედეგების დაგვიანებით გამოცხადება და არჩევნების გაყალბება.

"ამ ყველაფრის გამყალბებელმა პარტიებმა, NGO-ებმა და მედიამ ვერ დაასაბუთეს ვერცერთი ბრალდება - რაც არ არსებობს, იმას ვერც დაასაბუთებ. თუმცა, არცერთ პარტიას, ენჯეოს და მედიას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ელემენტარული ბოდიში მოეხადა", — წერს კობახიძე.

დღეს, 30 ივნისს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა. გადადგომის მიზეზად მან ახალი საარჩევნო რეგულაციებისთვის ფართო პოლიტიკური თანხმობის ხელშეწყობა დაასახელა.

თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომას ოპოზიცია 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ითხოვდა. მას არჩევნების გაყალბების ხელშეწყობაში ადანაშაულებდნენ. ჟვანიას გადადგომის მოთხოვნა ჟღერდებოდა ელჩების ფასილიტაციით გამართულ შეხვედრების პერიოდშიც.

გაიგე მეტი: