"ყველაზე გვიან ოქტომბერში უნდა იყოს საკონსტიტუციო ცვლილებები" — რაზე შეთანხმდნენ დეპუტატები
ქართული ოცნებისა და საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატები კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ცვლილებების ძირითად პრინციპებზე შეთანხმდნენ. საქმე ეხება საარჩევნო ბარიერს, ფრაქციაში დეპუტატთა მინიმალურ რაოდენობასა და გენერალური პროკურორის არჩევის წესს. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჩამოთვლილ საკითხებზე არსებობს სრული კონსენსუსი.
"პირველი, რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს, დაინიცირდება პროექტი 2%-იან ბარიერთან დაკავშირებით და უზრუნველყოფილი იქნება პროპორციული არჩევნების ჩატარება 2%-იანი ბარიერით უკვე შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის; ფრაქციის შექმნის უფლება განისაზღვრება უკვე 4 დეპუტატისთვის, ნაცვლად 7 დეპუტატისა; რაც შეეხება გენერალური პროკურორის არჩევის წესს, აქაც არის შეთანხმებული კონკრეტული ტექსტი, რომელიც ეფუძნება მიშელის დოკუმენტს. ანუ, სამივე საკითხთან დაკავშირებით გვაქვს სრული კონსენსუსი შესაბამის პარტიებთან და საერთო თანხმობის საფუძველზე ხელმოწერებით დაინიცირდება ეს კანონპროექტი", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შემდგომი ეტაპი კონკრეტულ დოკუმენტზე შეჯერება და კანონპროექტის დაინიცირებაა. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილს სურდა ცვლილებები შემდეგი წლისთვის გადაეტანა, თუმცა საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ იგი ოქტომბერში უნდა დამტკიცდეს.
"ჩვენ შევჯერდით საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება [...] ჩვენ მოვაწერთ ხელს ამ ინიციატივას, რადგან ინიციატივას სჭირდება ოპოზიციის მხარდაჭერაც იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში მივიდეს. იმედი მაქვს, რომ ქართული ოცნება თავის პირობას შეასრულებს და კიდევ არ მოგვიწევს ჭიდაობა, როგორც გვიწევს ხოლმე.
ზოგიერთი საუბრობდა რატომღაც მომავალ წელში გადატანაზე ქართული ოცნებიდან, ეს სპეკულაციები რომ არ ყოფილიყო, ყველაზე გვიან ოქტომბერში უნდა იყოს საკონსტიტუციო ცვლილებები", — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
აღნიშნული ცვლილებები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის შემადგენელი ნაწილია.
გაიგე მეტი:
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები