საქართველოში კომერციულ ბანკებს 39,5 მილიარდი ლარის სესხი აქვთ გაცემული
მიმდინარე წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კომერციულ ბანკებს 39,5 მილიარდი ლარის სესხი აქვთ გაცემული — ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მთლიანი დაკრედიტებიდან 20,1 მილიარდი ლარი შინამეურნეობებზე მოდის, ხოლო იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების მოცულობა 19,4 მილიარდი ლარია. ამასთან, სესხების ნახევარზე მეტი (21,5 მილიარდი ლარის ეკვივალენტი) უცხოური ვალუტით არის გაცემული, ხოლო კრედიტების მთლიან მოცულობაში ეროვნული ვალუტის წილი 18 მილიარდი ლარია.
როგორც ეროვნული ბანკის ანგარიშიდან ხდება ცნობილი, მიმდინარე წლის მაისში, გასულ თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა) 616,8 მილიონი ლარით შემცირდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს შემცირება მაისში ეროვნული ვალუტის გამყარებით არის გამოწვეული, რადგან თუ ლარის გაცვლითი კურსის ეფექტს გამოვრიცხავთ, გაცემული სესხების საერთო მოცულობა 1,16%-ით არის გაზრდილი.
უფრო კონკრეტულად, 2021 წლის მაისში, გასულ თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 311,4 მილიონი ლარით (1,76%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 928,2 ლარით (4,14%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0,68%-ით).
"რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის მაისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5,73 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1,5%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13,47 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 3,99%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0,84%-ით მეტი)", — ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.
მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 45,6% შეადგინა, რაც 2021 წლის პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, 1,48 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. როგორც ცნობილია, ლარიზაციის კოეფიციენტი კომერციული ბანკების მთლიანი სესხებიდან ეროვნული ვალუტით გაცემული კრედიტების წილს აჩვენებს.
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები