ასტრონავტები ამბობენ, უსასრულობაში გამოკიდებულ ლურჯ ბურთს, დედამიწას, რომ შორიდან უყურებ, ცრემლი მოგადგებაო. შესაძლოა, ამის საკუთარი თვალით ნახვის შესაძლებლობა ბევრს არ გვქონია, თუმცა, იმისთვის, რომ ჩვენი პლანეტისადმი განსაკუთრებული გრძნობით განვეწყოთ, მისი დატოვება სულაც არ გვჭირდება. საკმარისია, გარშემო მიმოვიხედოთ, რომ მივხვდეთ, რამდენად საოცარ სამყაროში ვცხოვრობთ. თუმცა, ისიც გეცოდინება, რომ ამ საოცარ სამყაროს ბევრი საფრთხე ემუქრება. რამდენად კარგად იცნობ ერთსაც და მეორესაც? ამის გაგებაში ჩვენი ტესტი დაგეხმარება.

ტესტი: რამდენად კარგად იცნობ სიცოცხლეს დედამიწაზე?

ტესტის დაწყება

1 / 15 მარტივით დავიწყოთ — რა არის ბიომრავალფეროვნება?

Lorenzo Mercanti / Dribbble

2 / 15 რადგან ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა შევიტყვეთ, ისიც გავიგოთ, რა არის მისი შემცირების ძირითადი მიზეზი?

Daniel Gill / Dribbble

3 / 15 დავიწყოთ პრობლემის ძიება — საკვები პროდუქტების რა ნაწილი იკარგება ან იხარჯება უმიზნოდ?

Elen Winata / Dribbble

4 / 15 ჰო, მართლა, ძალიან ცხელა, არა? ხომ არ იცი, რატომ იმატებს ტემპერატურა დედამიწაზე?

Ashleigh Green / Dribbble

5 / 15 რა ზიანი მოაქვს კლიმატის ცვლილებას?

Camille Laevens / Dribbble

6 / 15 არის თუ არა კლიმატის ცვლილება ველური ბუნების შემცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი?

Lina Che / Dribbble

7 / 15 "ბიომრავალფეროვნებისთვის ბრაკონიერობა და გადაჭარბებული თევზჭერა საფრთხეა"

MW Motion / Dribbble

8 / 15 ჟანგბადი დედამიწაზე სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანესია — ხომ არ იცი, პლანეტის რომელ ნაწილს უწოდებენ "დედამიწის ფილტვებს"?

Sarah Worcester / Dribbble

9 / 15 ტყეებზე საუბრისას ისიც ვახსენოთ, რა არის გაუტყეურების უმთავრესი მიზეზი?

Mikael Gustafsson / Dribbble

10 / 15 ახლა უკვე რთული კითხვა არ უნდა იყოს — რატომ უახლოვდებიან ველური ცხოველები ადამიანის საცხოვრებელ გარემოს?

emine gezici üstündağ / Dribbble

11 / 15 სხვათა შორის, საარსებო რესურსი არც ადამიანებს გვაქვს თავზე საყრელად — ის თუ იცი, დედამიწაზე წყლის საერთო რესურსის რა ნაწილია მტკნარი წყალი?

Animade / Dribbble

12 / 15 რადგან რესურსების დაზოგვაზე ვსაუბრობთ — რომელი არ მიიჩნევა ენერგიის მიღების ალტერნატიულ წყაროდ?

BluBlu Studios / Dribbble

13 / 15 იწვევს თუ არა ოკეანის დაბინძურება ნახშირბადის კონცენტრაციის ზრდას?

Lucy Regan / Dribbble

14 / 15 რა ძირითად ზიანს აყენებენ გარემოს ინვაზიური სახეობები?

Bub / Dribbble

15 / 15 დაბოლოს — ჩამოთვლილთაგან, რომლით არ შეგვიძლია პლანეტის დახმარება?

Bulb / Dribbble

იტვირთება...
ერთი წუთით...

ტესტი შედგენილია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ 2020 წელს მომზადებული ანგარიშის მიხედვით — პლანეტაზე სიცოცხლის შესახებ. ანგარიშში ბევრ საინტერესო და საგულისხმო ფაქტს გაიგებ: მაგალითად იმას, რომ ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში სხვადასხვა სახეობის პოპულაციები საგანგაშოდ, 68%-ით შემცირდა, ეს ტენდენცია კი მზარდია.

ფოტო: WWF

აღნიშნული კითხვარი შეიქმნა ახალგაზრდებისთვის. განსაკუთრებით ის ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილე ეკოკლუბებს წაახალისებს, რადგან კონკურსანტები ტესტის შევსებისათვის 10 "ნერგს" მიიღებენ.