თითქოს ცნობილი ადამიანების შესახებ ყველაფერი ვიცით: მათი ცხოვრების ლამის ყველა წვრილმანს არა მხოლოდ მედიაში აშუქებენ მუდმივად, არამედ ფილმებსა და სერიალებსაც კი იღებენ.

ამის მიუხედავად, ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებზეც კი ბევრი, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო, მაგრამ საინტერო რამ შეიძლება არ იცოდეთ. ამ სტატიაში სწორედ რამდენიმე ასეთ ნაკლებად ცნობილ და საკმაოდ უცნაურ ფაქტს წარმოგიდგენთ მათზე.

1. მეთიუ პერის მანქანის კარში მოჰყვა ხელი და შუა თითის ნაწილი დაკარგა

ფოტო: David Klein / Getty Images

2. ჯენიფერ ლოურენსს H2O-ს ტატუ აქვს იმის შესახსენებლად, რომ მეტი წყალი დალიოს

ფოტო: Getty Images

3. ტეილორ სვიფტს MTV-ის 2009 წლის დაჯილდოებიდან, სადაც მას კანიე ვესტმა სიტყვა გააწყვეტინა, თავისი და ამ რეპერის ფოტო ჩარჩოში აქვს ჩასმული, წარწერით: "ცხოვრება სავსეა პატარა დაბრკოლებებით"

ფოტო: Christopher Polk / Getty Images

4. ბილ მარი 20 წლის ასაკში 4,5 კილო მარიხუანის თვითმფრინავში ატანის მცდელობისთვის დააპატიმრეს

ფოტო: Getty Images

5. რაიან გოსლინგი შეიძლება ჯგუფის Backstreet Boys წევრი ყოფილიყო

ფოტო: Getty Images

6. ეშტონ კაჩერს, სინამდვილეში, კრისტოფერი ჰქვია

ფოტო: Terry Wyatt / Getty Images

7. სანამ ბრიტნი სპირსი დამოუკიდებელ კარიერას დაიწყებდა, ქალი წევრებით დაკომპლექტებულ ჯგუფში მღეროდა, რომელსაც Innosense ერქვა

8. სანამ ცნობილი გახდებოდა, მადონა ნიუ-იორკში Dunkin' Donuts-ში მუშაობდა, საიდანაც ერთ კვირაში დაითხოვეს

ფოტო: Michael Mcdonnell / Getty Images

9. როცა ლედი გაგა უნივერსიტეტში სწავლობდა, რამდენიმე სტუდენტმა მის სახელზე ფეისბუქჯგუფი გააკეთა ამ სახელწოდებით: "სტეფანი ჯერმანოტა [მომღერლის ნამდვილი სახელი], ვერასდროს გახდები ცნობილი"

ფოტო: Facebook / Via thesun.co.uk

10. ლეონარდო დიკაპრიოს დედა იტალიის ერთ-ერთ მუზეუმში ლეონარდო და ვინჩის ნახატს უყურებდა, როცა მუცელში ბავშვი პირველად შეირხა და ამიტომაც მას ლეონარდო დაარქვა

ფოტო: Jean-Pierre Muller / AFP / Getty Images

11. სკარლეტ იოჰანსონს ტყუპისცალი ძმა ჰყავს

ფოტო: WIREIMAGE

12. მეთიუ მაკკონაჰის მბრუნავი კარის ეშინია

ფოტო: Getty

13. ედ შირანის ტატუ

14. ჰიუ ჯეკმანი სკოლაში სპორტის მასწავლებელი იყო

ფოტო: Marvel

15. ლანა დელ რეის ნამდვილი სახელი და გვარი ლიზი გრანტია

ფოტო: NBC / NBCU Photo Bank