ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, იმყოფება საქართველოში, იმედია, სწორი ინფორმაციაა — გომელაური ბადრი ესებუაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ბადრი ესებუას მიმალვიდან მე-8 თვეს ამბობს, რომ აქვს ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ბადრი ესებუა საქართველოშია. ამასთან, ვახტანგ გომელაური იმედოვნებს, რომ ეს სწორი ინფორმაციაა. მინისტრმა თქვა ისიც, რომ ყველაზე მეტად ამ ადამიანის დაკავება სწორედ შსს-ს უნდა.
"ვმუშაობთ, რა თქმა უნდა. ხუმრობა იქით იყოს თემა და... მნიშვნელოვანი თემაა რა თქმა უნდა, მით უმეტეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ღირსების თემაა, პირდაპირ გეტყვით. ესეთი რაღაცა დიდი ხანია არ მომხდარა. ვმუშაობთ, კი, იყო რაღაც თემები, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დღეს და ხვალ ეს მოხდება. ეს სახუმარო თემა ნამდვილად არ არის, ამდენი ადამიანი აყვანილი ჰყავდა მძევლად, 35 ადამიანი თუ 34, როგორც მახსოვს. კიდე ვიძახი, ყველაზე ძაან ვისაც უნდა ამ ადამიანის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. რავი, რატომღაც შეიძლება ჰგონია ხალხს, რომ ჩვენ არ გვინდა, ან ხელს ვუწყობთ, ან ვმალავთ, არ ვიცი, ეს ბრჭყალებში. ვმუშაობთ თემაზე და კიდევ ხაზს ვუსვამ, იმყოება საქართველოში. ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, იმყოფება საქართველოში, მას არ დაუტოვებია ქვეყანა. იმედია, სწორი ინფორმაციაა და ვეყრდნობით ამ წყაროს, რომ აქ არის", — თქვა გომელაურმა [სტილი დაცულია].
ჟურნალისტების კითხვას, თუ ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ადგილმსამყოფელი იციან, რატომ არ აკავებენ, შს მინისტრი ასე პასუხობს:
"უკაცრავად, მე ვთქვი, რომ იდენტიფიცირებულია მისი ადგილსამყოფელი? მე, რა თქმა უნდა, თქვენ ვერ დაგავალებთ, რომ ოპერატიული საქმიანობა შეისწავლოთ და როგორ ხდება ოპერატიული ინფორმაციის მიწოდება და აქედან გამომდინარე, რომ გვცოდნოდა, ელემენტარული ლოგიკური თემაა, დავაკავებდით რა თქმა უნდა, ხო" [სტილი დაცულია].
2020 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა. ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, დანარჩენი მძევლები კი სამართალდამცავებმა შენობიდან გამოიყვანეს. დილის ხუთი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელმა სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად ფულთან ერთად გაიქცა. მას ამ დრომდე ეძებენ.
12 დეკემბერს დააკავეს ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა. ის ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს.
გაიგეთ მეტი:
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები