მირჩევნია, ბუკინგემში წავიდნენ, მაგრამ ჩვენი კულტურის დემონსტრირება რუსეთშიც უნდა მოხდეს — ვოლსკი რუსთაველის თეატრზე
ქართული ოცნების დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადებით, ურჩევნია რუსთაველის თეატრის დასი "ბუკინგემში წავიდეს და არა მოსკოვში", მაგრამ მისი აზრით, ქართული თეატრის "ინტელექტუალური დონის" დემონსტრირება რუსეთშიც უნდა მოხდეს.
"რაც შეეხება რუსთაველი თეატრს, რასაკვირველია, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ღებულობს, ყველა ადამიანს თავისი მოსაზრება გააჩნია. მე მირჩევნია, მაგალითად, ბუკინგემში წავიდნენ და არა მოსკოვში. მაგრამ, როდესაც ჩეხოვის საერთაშორისო ფესტივალს ეხება საკითხი, მინდა ვთქვა შემდეგი — რომ საერთოდ, ქართული თეატრის, მისი ინტელექტუალური დონის, ჩვენი კულტურული დონის დემონსტრირება უნდა მოხდეს, მათ შორის, რუსეთის ფედერაციაში და არა მარტო რუსული საზოგადოების განსახილველად და მათ თვალსაწიერში იმ თემების წამოსაწევად, რაც საქართველოს ახასიათებს მაღალი კულტურული დონე", — განაცხადა ვოლსკიმ.
20 ივნისს ცნობილი გახდა, რომ რუსთაველის თეატრის დასი მოსკოვში ფესტივალზე გაემგზავრება. ამის შესახებ თეატრის ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ რუსულ არხთან განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მოსკოველ მაყურებელს მათი სპექტაკლი აჩვენონ.
"ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ მოსკოველ მაყურებელს შეგვიძლია ვაჩვენოთ ჩვენი ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი. არაჩვეულებრივი პიესაა, არაჩვეულებრივი ავტორი და ჩემი აზრით, მსახიობებიც ცუდად არ თამაშობენ", — თქვა სტურუამ.
თეატრის ერთ-ერთი მსახიობის, ნანა ფაჩუაშვილის თქმით კი, რუს მაყურებელზე იმედს ამყარებენ, რადგან მათ "მოსმენა უყვართ".
"ახლა, როცა ასეთ რთულ პიესას ვთამაშობთ, იმედს რუს მაყურებელზე ვამყარებთ, რადგან რუს მაყურებელს მოსმენა, დაფიქრება უყვარს", — თქვა მან.
როგორც რუსთაველის თეატრში On.ge-ს განუცხადეს, დასი ჩეხოვის ფესტივალზეა მიწვეული. ჩეხოვის ფესტივალის ვებგვერდზე განთავსებული განრიგის მიხედვით კი, რუსთაველის თეატრის დასი სპექტაკლებს 30 ივნისს, პირველ და 2 ივლისს გამართავს.
გაიგე მეტი:
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები