მიმაჩნია, რომ გრძელვადიანად უნდა ვიფიქროთ დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნაზე — იოსელიანი
პარტია მოქალაქეების ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, რომ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური მართლმსაჯულების მიმართ კითხვები არ ჩნდება, დეპუტატს დამატებითი პრივილეგია არ სჭირდება და გრძელვადიანად პარლამენტმა უნდა იფიქროს ამ ტიპის იმუნიტეტის მოხსნაზე, თუმცა დღევანდელი კონტექსტის გათვალისწინებით, ეს საჭირო ინიციატივაა.
"ყველას კარგად მოგვეხსენება რატომ მოხდა ეს ჩანაწერი მიშელის დოკუმენტში და ეს ისევ დაკავშირებულია ბატონი მელიასთვის ორგზის იმუნიტეტის მოხსნასთან თავისთავად, ამიტომ ახლა ჩვენ გვიწევს ვიმსჯელოთ 2/3-იანი ზღვარის აწევაზე, რომ ეს პროცესი დავაზღვიოთ სამომავლოდ, რაც საბოლოო ჯამში, შეიძლება ეს არის მოკლევადიანი გადაწყვეტა ამ პრობლემის, მაგრამ მე ჩემს პირად პოზიციას გეტყვით და ვუჭერ მხარს ამ ცვლილებას ამ ეტაპზე, თუმცა პირად პოზიციას გეტყვით, რომ ჩემი გადმოსახედიდან დეპუტატს საერთოდ არ სჭირდება იმუნიტეტი. ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყნებში მას არ სჭირდება არანაირი დაცვა, სადაც რაღაცა ტიპის პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე თუ კითხვის ნიშანი ჩნდება, იქ არის ასეთი გადაწყვეტები საჭირო, თორემ თუ პოლიტიკური მართლმსაჯულების მიმართ არ არის ქვეყენაში კითხვის ნიშანი, დეპუტატს არ სჭირდება დაცვა, დამატებითი პრივილეგია, ამიტომ მიმაჩნია, რომ გრძელვადიანად უნდა ვიფიქროთ საერთოდ დეპუტატისთვის ასეთი ტიპის იმუნიტეტის მოხსნაზე, თუმცა იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რაშიც დღეს ვიმყოფებით და რა კრიზისსაც გავდივართ, ამ ცვლილების მიღება მიმაჩნია საჭიროდ და სამართლიანად", — ამბობს იოსელიანი.
ქართული ოცნება დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო ხმების რაოდენობის 51-დან 90-მდე გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ სათანადო კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. დღეს, 21 ივნისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ეს კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება.
კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკვა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით, აქ გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც პარლამენტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს. კანონპროექტში წერია, რომ თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, პარლამენტის დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
კანონპროექტის მიხედვით, საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს, ამ წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლიან და განიხილავენ კომიტეტები, რომლებიც წერილობით დასკვნას წარუდგენენ ბიუროს. პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვსი შემდეგ გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით, პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5-ის უმრავლესობით.
კანონპროექტში, ასევე, ვკითხულობთ, რომ დეპუტატის დაკავებასა ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში დაკავებულ ან დაპატიმრებულ პარლამენტის წევრს დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით შეუჩერდება უფლებამოსილება დადგენილებით პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5-ის უმრავლესობით, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში კი დეპუტატს პარლამენტის დადგენილებით დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საერთო ვადაში და მიეცემა ამ დროის შესაბამისი კომპენსაცია.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები