ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, იტალიური დიზაინის დღეები გაიმართება
საქართველოში იტალიის საელჩოსა და ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, 21-22 ივნისს, იტალიური არქიტექტურისა და დიზაინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი "Advancing on the Italian Design Days in Georgia" ღონისძიება გაიმართება.
პროექტის ფარგლებში, იტალიის არქიტექტორთა ეროვნული საბჭო (CNAPPC) მონაწილეობას მიიღებს ვორქშოფში, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ურთიერთობების დამყარებას არქიტექტურისა და დიზაინის დარგში მომუშავე იტალიურ და ქართულ კომპანიებს, ექსპერტებსა და ასოციაციებს შორის. იტალიის არქიტექტორთა ეროვნული საბჭოს მხარდაჭერით გამოიფინება ყოველწლიური პრემიით "იტალიელი არქიტექტორი" დაჯილდოებული ნამუშევრები.
აღნიშნულ ღონისძიებაში, აგრეთვე მონაწილეობას მიიღებენ იტალიის რესტავრატორთა ასოციაცია (Assorestauro), ევროპის დიზაინის ინსტიტუტი (IED) და მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი. იტალიის არქიტექტურული სტუდიები წარადგენენ კვლევას იმერეთში მდებარე ისტორიულ-კულტურული შენობის რესტავრაციის კონცეფციის თაობაზე და ისაუბრებენ წყალტუბოს ახლებურ ხედვაზე, რაც ამ ადგილს ტურისტული კუთხით კიდევ უფრო მეტად მიმზიდველს გახდის.
ცნობილი იტალიელი არტისტი, ედოარდო მალაჯიჯი, რომლის ნამუშევრები წარმოდგენილია თანამედროვე ხელოვნების ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო საგამოფენო სივრცეებში, როგორიცაა ვენეციის ბიენალე და ბერლინის Abaco-ს თანამედროვე ხელოვნების სივრცე, ნარჩენებისა და გადამუშავებული მასალების გამოყენებით შექმნის ნამუშევარს "Cupola", რომლის პროტოტიპია 1985 წელს ალდო როსის მიერ "Alessi"-სთვის შექმნილი და დროთა განმავლობაში იტალიური დიზაინის მაგალითად ქცეული ყავის მადუღარა.
ღონისძიების ფარგლებში დასახელდება ფოტოკონკურსის "იტალიურობა საქართველოში" გამარჯვებული, რომელიც მიიღებს მილანის ევროპის დიზაინის ინსტიტუტის (IED) მიერ გაცემულ სტიპენდიას IED-ის იტალიის ფილიალში 2022 წლის საზაფხულო ინგლისურენოვან კურსზე სასწავლებლად.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები