რჩება საკითხები, რომლებიც გადახედვას საჭიროებს — ვენეციის კომისია საარჩევნო რეფორმაზე
ვენეციის კომისიამ საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესწორებების პროექტთან დაკავშირებით ეუთო/ODIHR-თან ერთად შემუშავებული დასკვნა გამოაქვეყნა. დადებითად არის შეფასებული მათი რეკომენდაციების ნაწილის გათვალისწინება, თუმცა, ხაზგასმულია, რომ რამდენიმე არსებითი საკითხი, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული, რეფორმას საჭიროებს.
დასკვნის შესავალში კიდევ ერთხელ არის აღნიშნული, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ხშირი ცვლა არ არის კარგი პრაქტიკა. თუმცა, ხაზგასმულია, რომ ამჯერად ცვლილება ოპოზიციის და ხელისუფლების შეთანხმების ნაწილია, რაც მათი შეფასებით, მისასალმებელია. ამასთან, იმედს გამოთქვამენ, რომ პოლიტიკური ძალები ამით არ შემოიფარგლებიან და შეთანხმებით შეძლებენ სრულყოფილი საარჩევნო რეფორმის გატარებას.
დასკვნის დადებითი ნაწილი
შეფასებაში აღნიშნულია, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ პირველ ერთობლივ სასწრაფო დასკვნაში ოთხი ძირითადი და რამდენიმე სხვა რეკომენდაცია გააკეთეს (გამოქვეყნდა 30 აპრილს). აქედან კი შესწორებულ პროექტში გათვალისწინებულია ორი.
- შემოღებულია საპარლამენტო უმრავლესობის კვალიფიციური (2/3) ხმა ცესკოს თავმჯდომარის და არაპარტიული წევრების არჩევისთვის, საბოლოო ანტი-ჩიხის მექანიზმით;
- მოიხსნა პარტიის მიერ საარჩევნო კომისიაში წევრის დანიშვნის უფლების სპეციფიკური შეზღუდვები. ანუ პარტიას აქვს სახელმწიფოსგან დაფინანსების მიღების უფლება და, რომ პარტიების, მინიმუმ, ერთი წევრი "პარლამენტის წევრის საქმიანობას ეწევა", რაც მოხსნის პარტიების მიერ პარლამენტის ბოიკოტის გამორიცხვის საკითხს.
გაუთვალისწინებული საკითხები
ვენეციის კომისია ცალკე პუნქტად გამოყოფს იმ საკითხებს, რაც რეომენდირებული იყო და არ იქნა გათვალისწინებული და აღნიშნავს, რომ "ძირითადი რეკომენდაციების კიდევ რამდენიმე ელემენტის გათავალისწინება ძალაში რჩება". ეს საკითხებია:
- მოითხოვონ უფრო მაღალი მანდატი (უფლებამოსილება) ცესკოს არაპარტიული წევრებისათვის და შესარჩევი კომისიის შემადგენლობაში უზრუნველყონ მრავალფეროვანი წევრობა, რომელიც ატარებს ნომინაციის გამჭვირვალე, დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესს;
- საოლქო საარჩევნო კომისიების და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შერჩევის შესახებ დებულებების პროექტში დამატებითი შესწორება უნდა იქნას შეტანილი, რათა სხვა საკითხებთან ერთად, უზრუნველყოფილი იყოს გამჭვირვალე, დამსახურებებზე დამყარებული პროცესი არაპარტიული წევრების დანიშვნის მიზნით. უფრო მეტიც, უნდა გაგრძელდეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის განაცხადების წარდგენისა და განხილვის ვადები;
- კანონში მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული, თუ რა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს პარტიის მიერ წარდგენილი საარჩევნო კომისიის წევრების თანამდებობიდან მოხსნას.ასეთი მოხსნა დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ გამონაკლისის სახის და ჰქონდეს სპეციფიკური მიზეზები;
- ამავდროულად, პირველი ერთობლივი გადაუდებელი შეფასებით ჩამოყალიბებული მრავალი რეკომენდაცია კვლავ ძალაშია და უნდა იქნასგათვალისწინებული. შესაბამისად, ამ დასკვნაში ისევ არის საარჩევნო უბნებზე პარტიის წარმომადგენლების ყოფნის და უბანთან ნებისმიერი პარტიული აქტივობის აკრძალვა; ხმების დათვლის და გაუქმების ყოვლისმომცველი ჩარჩოს მიღება და საარჩევნო დავებზე ერთიანი, გამჭვირვალე და სამართლიანი პრაქტიკის დანერგვა; სასამართლო დავებზე ვადების დაზუსტება და პროცესზე თანამედროვე პრაქტიკის და სტანდარტების დანერგვა; საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა ხმების თანაბრობის უზრუნველყოფა; ხმის მიცემის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მათ შორის, შესაძლებლად არის მიჩნეული, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვნებისთვის ეს საპილოტე რეჟიმში მაინც განხორციელდეს.
ახალი რეკომენდაციები
შეფასებაში ასევე ნათქვამია, რომ შესწორებული ცვლილების პროექტი შეიცავს რამდენიმე ახალ დეტალს, რომლებიც გადასინჯვას საჭიროებს, მათ შორის:
- უნდა გადაიხედოს ცესკოს უპარტიო წევრების კანდიდატებისთვის ხმის მიცემის სხვადასხვა რაუნდს შორის პერიოდის მნიშვნელოვანი შემცირება, ოთხიდან ერთ კვირამდე;
- გადაიხედოს პარტიების მიერ ცესკო-ს წევრების დანიშვნის უფლების საკითხი;
- ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობა და ფუნქციები კანონში უფრო დეტალურად უნდა იყოს დარეგულირებული;
- გადაიხედოს საოლქო და საუბნო კომისიებში უპარტიო წევრების რაოდენობის მნიშვნელოვანი გაზრდა;
- საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარდგენის უფლება არ უნდა შემოიფარგლოს საარჩევნო დავებზე უფლებამოსილი პირების ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებული პირებით; ასეთი რეგისტრაცია შესაძლებელია გასაჩივრების პროცესის გასამარტივებლად იყოს გამოყენებული, მაგრამ არ უნდა შეზღუდოს რიგითი მოქალაქეების გასაჩივრების უფლება.
საქართველოში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ეუთო/ODIHR და ვენეციის კომისიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია 30 აპრილს გამოაქვეყნა. ამის შემდეგ პროცესში უკვე ოპოზიციის ერთი ნაწილიც ჩაერთო. ხელახალი შეფასებისთვის პარლამენტის ახალი თავმჯდომარის, კახა კუჭავას, ინიციატივით მაისს გადაეგზავნა.
-
EU-ს ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 7 დღით, 22 სექტემბრამდე გადაავადეს EU-ს ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 7 დღით, 22 სექტემბრამდე გადაავადეს
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: რეალობის ყველაზე პატარა ნაწილაკები — რისგან შედგება სამყარო შემდეგი პოდკასტი: რეალობის ყველაზე პატარა ნაწილაკები — რისგან შედგება სამყარო
-
თიბისი და AD BLACK SEA — 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად თიბისი და AD BLACK SEA — 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
-
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს უფრთხილდება, რაც კი ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს უფრთხილდება, რაც კი ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით
-
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში — მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში — მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
-
აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: "მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც რეალურად ემსახურება ხალხს და ქვეყანას" თეონა ჭალიძე: "მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც რეალურად ემსახურება ხალხს და ქვეყანას"
გადახედვა
-
კობახიძის აცხადებს, რომ "უფრო მეტად ჩაჰყვება" ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს კობახიძის აცხადებს, რომ "უფრო მეტად ჩაჰყვება" ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს
გადახედვა
-
ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს? ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს?
გადახედვა
-
შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა
გადახედვა
-
"ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე "ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე
გადახედვა
-
კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა
გადახედვა
-
როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად? როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად?
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
-
"ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს "ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს
გადახედვა
-
გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს
გადახედვა
-
გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
კომენტარები