NGO-ებმა გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენციის ალტერნატიული ანგარიში წარადგინეს
არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის (CEDAW) ალტერნატიული ანგარიში წარადგინეს. ორგანიზაცია საფარის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ ანგარიში კოალიციურია და მოიცავს იმ ძირითად პრობლემებს, რომელიც საქართველოში ქალებს დღემდე აწუხებთ.
"არასამთავრობო ორგანიზაციები ამზადებენ ამ ჩრდილოვან ანგარიშებს, რადგან სახელმწიფო ცდილობს, რომ მხოლოდ სიახლეები, პოზიტიური მიმართულებები და ზოგჯერ ტყუილებიც კი შეიძლება იყოს დაწერილი ამ ანგარიშში. იმისათვის, რომ ჰქონდეს გაეროს უფრო ობიექტური სურათი, არასამთავრობო ორგანიზაციები აგზავნიან უკვე კრიტიკულ ანგარიშებს", — აღნიშნა საფარის ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ.
მანვე განაცხადა, რომ სახელმწიფოს კონვენციის შესრულების მეექვსე პერიოდული ანგარიში 2018 წლის ივლისში უნდა წარედგინა, თუმცა დააგვიანა და ეს მხოლოდ გასული წლის ნოემბერში გააკეთა.
ალტერნატიული ანგარიშის შექმნაში კოალიცია თანასწორობისთვის და კიდევ რამდენიმე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო ჩართული. დოკუმენტში საუბარია ქალთა მიმართ ძალადობაზე, ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე, განათლებაზე, დასაქმებაზე, ჯანმრთელობაზე, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობაზე, ასევე, ქორწინებასა და ოჯახურ ურთიერთობებზე.
საფარის იურისტი, ნათია გამხიტაშვილი ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში ქალთა მიმართ ძალადობა კიდევ უფრო გაიზარდა და არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი მიმართვიანობაც გაიზარდა. მისივე თქმით, გამოწვევას წარმოადგენს, რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის განათლებაზე და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ინფორმაცია ხელმისაწვდომობა არის დაბალი.
ორგანიზაცია ჰერას წარმომადგენელი, სალომე იობაძე აღნიშნავს, რომ დოკუმენტში ისინი შეეხნენ იმ ვალდებულებებსაც, რომელიც სახელმწიფომ აიღო სხვადასხვა საერთაშორისო შეთანხმებების ფარგლებში.
"ერთ-ერთი ჩვენი მთავარი რეკომენდაცია ეხება სასწავლო კურიკულუმებში, მათ შორის სკოლებში, ყოვლისმომცველი ინფორმაციისა და განათლების დანერგვას სექსუალურ და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ. [...] ჩვენ ყურადღება გვქონდა გამახვილებული პირველად ჯანდაცვის რგოლში არსებულ ხარვეზებზე, თავად სისტემის სისუსტეზე, მისი მზაობის ნაკლებობაზე, რომ პანდემიის პერიოდში უზრუნველყოს სერვისების უწყვეტობა", — განაცხადა იობაძემ.
როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ანგარიშს წარადგენენ სახელმწიფო, ომბუდსმენი, გაეროს ორგანიზაციები საქართველოდა და სამოქალაქო სექტორი. ყველა ანგარიშის განხილვის შემდეგ კომიტეტი რეკომენდაციების სიას წარადგენს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები