საქართველოს რკინიგზამ 500 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ევროობლიგაციები განათავსა
ფოტო: თიბისი ბანკი
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 7-წლიანი ვადით წლიურ 4,00%-ში 500 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ევროობლიგაციები განათავსა.
აღნიშნული ტრანზაქციის განთავსების თანაწამყვანი აგენტები JP Morgan, Citi, Renaissance Capital და თიბისი კაპიტალი არიან, თანამენეჯერი კი — Galt & და Taggart.
გარიგებაში იურიდიულ მრჩევლებს ინგლისური და ამერიკული სამართლის კუთხით Dechert და Linklaters, ქართული სამართლის კუთხით კი MG Law და BLC Law წარმოადგენენ.
შეთავაზებულ ობლიგაციებზე ქართული ფასიანი ქაღალდისათვის უპრეცედენტო მოთხოვნა დაფიქსირდა და ჯამურმა მოთხოვნამ 4 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რამაც ბანკებს და ემიტენტს საშუალება მისცა ობლიგაციების კუპონი საწყისი 4,875%-5,000%-იანი დიაპაზონიდან 4,00%-მდე შეემცირებინათ.
ობლიგაციების ემისიას ისეთმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა დაუჭირეს მხარი, როგორებიც არიან: EBRD და ADB, რომელთა ჩართულობამ თავისი წვლილი შეიტანა ობლიგაციებზე დიდი მოთხოვნის დაფიქსირებაში. საბოლოოდ, ემისიის 80% აქტივების მმართველმა კომპანიებმა და საინვესტიციო ფონდებმა შეიძინეს, რომელთა 41% — დიდ ბრიტანეთში, 35% — კონტინენტურ ევროპაში, 19% კი ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობენ.
ობლიგაციების გამოშვებამდე საქართველოს რკინიგზას საკრედიტო რეიტინგი საერთაშორისო სააგენტო Fitch-მა მიანიჭა. ორგანიზაციის შეფასებით, რკინიგზის რეიტინგი ამჟამად BB მინუსს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზამ 500 მილიონი აშშ დოლარის ევროობლიგაციები ბოლოს 2012 წელს 7,75%-ში განათავსა. მოზიდული რესურსი სწორედ ამ ობლიგაციების 1 წლით ვადაზე ადრე რეფინანსირებას მოხმარდება. ამასთან, საქართველოს რკინიგზა გეგმავს, რომ გამოშვებით მიღებული თანხის ტოლი დაფინანსება მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე მიმართოს. აღნიშნული ემისია თიბისი კაპიტალის მიერ 2019 წლის შემდეგ განთავსებული მეექვსე ევროობლიგაციაა.
თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილის, გიორგი თხელიძის განცხადებით, ობლიგაციაზე ასეთი ძლიერი მოთხოვნა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ინვესტორების ინტერესს.
"პირველ რიგში, ვულოცავთ საქართველოს რკინიგზას წარმატებით დახურულ ტრანზაქციას და მოხარულები ვართ, რომ სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე პერიოდის მიუხედავად, საქართველოდან კიდევ ერთი ევროობლიგაციის განთავსება მოხდა. ობლიგაციებზე ასეთი ძლიერი მოთხოვნა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ემიტენტის მიმართ ინვესტორების ინტერესს და მმართველი გუნდის მიერ ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებულ აქტივობას მთელი ვირტუალური როუდშოუს განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ თიბისი კაპიტალი, ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებასთან ერთად, საერთაშორისო ევრობონდების განთავსებაშიც აქტიურადაა ჩართული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო უცხოური კაპიტალისთვის მიმზიდველი ქვეყანაა.
საქართველოს რკინიგზის მიერ გამოშვებული ბონდები, საქართველოდან განთავსებული რიგით მეორე მწვანე ევროობლიგაციაა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, Georgia Global Utilities-ის მიერ, საქართველოს ბაზარზე პირველი მწვანე ევროობლიგაციის გამოშვების თანამენეჯერიც თიბისი კაპიტალი იყო. საქართველოდან ბოლო 2 წლის განმავლობაში, მეორე მწვანე ევროობლიგაციის განთავსება ხაზს უსვამს ქვეყნისა და კომპანიების გრძელვადიან ინტერესს მდგრადი განვითარების მიმართ", — განაცხადა მან.
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის, დავით ფერაძის განცხადებით კი, კომპანია 40 მილიონი დოლარის ნაცვლად, წელიწადში 20 მილიონ დოლარს გადაიხდის.
"საქართველოსა და კავკასიის რეგიონში პირველად, სატრანსპორტო კომპანიამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოუშვა 500 მილიონი დოლარის მწვანე ობლიგაცია. რეფინანსირების შედეგად, საპროცენტო სარგებელი 7,75%-ის ნაცვლად განვახორციელეთ 4%-ში. კომპანია დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ნაცვლად, წელიწადში 20 მილიონ დოლარს გადაიხდის. დაზოგილი თანხა კი, რა თქმა უნდა, კომპანიის განვითარებას მოხმარდება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს რკინიგზის გუნდს და ტრანზაქციაში ჩართულ ყველა პარტნიორს", — აღნიშნა მან.
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
-
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ
გადახედვა
კომენტარები