იუსტიციის საბჭო პარლამენტს უზენაესის მოსამართლეობის 9 კანდიდატს წარუდგენს, მათ შორის თევზაძესა და ნადარაიას
იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატს წარუდგენს. ესენი არიან:
- გიორგი გოგიაშვილი;
- გოჩა აბუსერიძე;
- ლევან თევზაძე;
- ქეთევან მესხიშვილი;
- გიორგი შავლიაშვილი;
- რევაზ ნადარაია;
- ბიძინა სტურუა;
- ეკა ზარნაძე;
- ლაშა გოჩიაშვილი.
საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი On.ge-სთან დადებითად აფასებს ქეთი მესხიშვილისა და ეკა ზარნაძის წარდგენას, თუმცა ამბობს, რომ ამ მოდელით უმრავლესობაში კვლავ ე.წ. კლანი რჩება, კარგი მოსამართლეები კი — უმცირესობაში.
"რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა, რომ იქ არის ქეთი მესხიშვილი ან ეკა ზარნაძე, ისინი კარგი მოსამართლეები არიან. მაგრამ მოდელი, რომელიც საბჭომ დღეს წარმოგვიდგინა, არის უმრავლესობაში კლანი, უმცირესობაში კარგი მოსამართლეები. ეს მოდელი, პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ არ მუშაობს. სასამართლო სისტემას სჭირდება ძირფესვიანი ცვლილება, ძალიან სერიოზული განახლება და უმრავლესობაში ისევ ლევან თევზაძის ან რევაზ ნადარაიას ყოფნა, რომლებიც მოსამართლის თანამდებობისთვის აბსოლუტურად შეუფერებელი იმიჯის მქონე კადრები არიან, კლანის წისქვილზე ასხამს წყალს", — ამბობს ჯანეზაშვილი.
შემდეგი ეტაპი ამ კანდიდატების პარლამენტში განხილვაა და გახდებიან თუ არა ისინი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, სწორედ საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს იმასაც, რომ თუ პარლამენტი ყველა მათგანს აირჩევს, "ფაქტობრივად დასრულდება მომავალი ათწლეულების განმავლობაში უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი განახლება".
"უახლოეს წლებში გაჩნდება მხოლოდ სამი ვაკანსია, მეტი არა. ზოგი 2050 წლამდეა დანიშნული და ა.შ.".
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის გარდა, დღეს საბჭო თბილისის საქალაქო სასამართლოში, ასევე, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოებში ვაკანტურ ადგილებზე დანიშნავს მოსამართლეებს, ასევე, განსაზღვრავს თბილისის საქალაქო/სააპელაციო სასამართლოს კოლეგიების/პალატების შემადგენლობას. ამასთან, ნაზი ჯანეზაშვილი ვარაუდობს, რომ მოსამართლედ აირჩევენ საბჭოს არამოსამართლე წევრის, ლევან გზირიშვილის შვილსაც.
აღსანიშნავია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი სასამართლო რეფორმას ეხება. შეთანხმებაში წერია, რომ არსებული წესით უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნისგან თავი უნდა შეიკავონ. ამასთან, მითითებულია, რომ პარლამენტს უნდა წარედგინოს უზენაეს სასამართლოში დანიშვნის კანონპროექტი, სადაც გათვალისწინებული იქნება 2019 წელს გამოქვეყნებული ვენეციის კომისიის დასკვნა, ღია კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ამ უკანასკნელის ნომინაციების დასაბუთების აუცილებლობა.
ასევე, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმა გამჭვირვალობის, მთლიანობის და სანდოობის მიზნით, მათ შორის დანიშვნებში, შეფასებებში, დაწინაურებებში, ტრანსფერებში, შედგენილია ზომები და საჩივრები, რომლებიც წარედგინება ვენეციის კომისიას და ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR) მოსაზრებისთვის და რეკომენდაციებისთვის, რაც სრულად უნდა შესრულდეს.
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები