ბოლო ერთ წელში საშუალო ხელფასი გაიზარდა და 1 256 ლარი გახდა — საქსტატი
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 4,4%-ით, ანუ 53,5 ლარით გაიზარდა და 1 256,2 ლარი შეადგინა — ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი შემცირებულია 58,5 ლარით.
საქსტატის ინფორმაციით, საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 448.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 5,7%-ით);
- ინფორმაცია და კომუნიკაცია — 2 159,8 ლარი (გაიზარდა 14,4%-ით);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები — 1 798,9 ლარი (გაიზარდა 0,2%-ით);
- მშენებლობა — 1 664,5 ლარი (შემცირდა 2,3%-ით);
საქსტატის კვლევა გენდერულ სტატისტიკასაც მოიცავს და აღნიშნულია, რომ იანვარ-მარტში ქალების საშუალო ხელფასი 1 022,9 ლარი, ხოლო კაცების — 1 473,4 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 62,5 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში — 49,5 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 56,5 ლარით გაიზარდა და 1 283,5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ხელოვნება, გართობა და დასვენების საქმიანობების (2 319,4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 30,5%-ით), ასევე ინფორმაციის და კომუნიკაციის (2 204 ლარი, გაიზარდა 14,7%-ით) დარგებში ფიქსირდება.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს. პირველ კვარტალში, ამ სექტორში, საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 52,2 ლარით გაიზარდა და 1 213,3 ლარს მიაღწია.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც ნიშნავს იმას, რომ გასულ წელთან შედარებით ფასების დონე საგრძნობლად გზრდილია. მიმდინარე წლის მაისში წლიური ინფლაცია 7,7% იყო, რაც ბოლო 10 წლის მაქსიმალური მაჩვენებელია. აპრილსა და მარტში ფასები წლიურად 7,2%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მიმდინარე წლის დასაწყისს, თებერვალში ინფლაცია 3,6%, ხოლო იანვარში 2,8% იყო — ფასების ზრდის შედარებით დაბალი მაჩვენებელი სახელმწიფოს მხრიდან ამ პერიოდში კომუნალურ გადასახადებზე დაწესებულ შეღავათებს უკავშირდებოდა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები