სოციალური სამართლიანობის ცენტრმა კონფლიქტის რეგიონებში არსებულ ვითარებაზე გაეროში ანგარიში წარადგინა
ფოტო: ლანა კოკაია/On.ge
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა (ყოფილი EMC) გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს წარუდგინა რიგით მესამე, ყოველწლიური ანგარიში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უფლებრივ და ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ყურადღებას ამახვილებს 2020-2021 წლებში ადამიანის უფლებათა დარღვევების განგრძობად პრაქტიკებზე, მათ შორის, უკანონო დაკავებებისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევებზე, რასაც არაერთი ტრაგიკული შემთხვევა მოჰყვა, ეთნიკური ნიშნით ქართველების შევიწროებასა და დევნაზე გალისა და ახალგორის რეგიონებში, პანდემიის პირობებში მძიმე სოციალურ და ჯანდაცვის მდგომარეობაზე, ასევე წამების და არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო პრაქტიკებზე ცხინვალის რეგიონში არსებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
"საანგარიშო პერიოდში გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა მწვავე კრიზისი გამოიწვია საქართველოს კონფლიქტის რეგიონებში, იმ პირობებში როცა ადგილობრივ მოსახლეობას შეზღუდული აქვს წვდომა ხარისხიან და სწრაფ ჯანდაცვის სერვისებზე. გარდა ამისა ადგილობრივი ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან სოციალურ დახმარების თუ სხვა სოციალური სერვისების მიღებაზე. პანდემიის გამო მათ პრაქტიკულად სრულად ჰქონდათ შეზღუდული ე.წ. გამშვები პუნქტების გავლით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა და ჯანდაცვის, ასევე სოციალური სერვისების მიღება, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა ისედაც მძიმე სოციალური კრიზისი", — ნათქვამია ანგარიშში.
მათივე თქმით, ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაწესებული საკარანტინო შეზღუდვები ადგილობრივებს კიდევ უფრო ურთულებდა გადაადგილებას. სწორედ ამიტომ მოსახლეობა არაოფიციალური გზებით ცდილობდა ფარულად გადმოსვლას, რასაც არაერთი ტრაგიკული შემთხვევა მოჰყვა.
ანგარიშში, ასევე, საუბარია უკანონო დაკავებების განგრძობად პრაქტიკებზე, მათ შორის ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების საქმეზე, რომელსაც ცხინვალის დე-ფაქტო სასამართლომ 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ანგარიში, ასევე, უთითებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კრიტიკულ ჩავარდნებზე, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო/საპოლიციო პირები გადმოდიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და იტაცებენ ადამიანებს.
აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუას საქმე, ასევე, განხილულია ამ ანგარიშში. ირაკლი ბებუა აფხაზეთში დროშის დაწვის გამო დააკავეს და მას დე-ფაქტო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ანგარიშში, აგრეთვე, დეტალურად არის განხილული გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები ეთნიკურად ქართველების შევიწროებისა და დევნის დისკრიმინაციული პრაქტიკები, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის განგრძობადი დევნის საქმე, ამ რეგიონებში შეზღუდული ხელმისაწვდომობა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე, დისკრიმინაციული პრაქტიკები გადაადგილების, განათლებაზე ხელმისაწვდომობის მხრივ.
ანგარიშში ყურადღება არის გამახვილებული ცხინვალის რეგიონში არსებულ იზოლატორებში და ე.წ. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ მწვავე დარღვევებზე, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო პრაქტიკებზე, მათ შორის 2020 წლის 28 აგვისტოს ცხინვალის იზოლატორში მოკლული 28 წლის ინალ ჯაბაევის საქმეზე.
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს შესაბამისი რეზოლუციის (A/HRC/43/37) საფუძველზე ყოველწლიურად აღწერს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მძიმე ვითარებას.
-
SJC: სუროგაციასთან დაკავშირებული ტრეფიკინგისა და ძალადობის სავარაუდო პრაქტიკა საგანგაშოა და დაუყოვნებლივ გამოძიებას საჭიროებს SJC: სუროგაციასთან დაკავშირებული ტრეფიკინგისა და ძალადობის სავარაუდო პრაქტიკა საგანგაშოა და დაუყოვნებლივ გამოძიებას საჭიროებს
გადახედვა
-
თარაშ პაპასკუა: ვტოვებ დიპლომატიურ სამსახურს და საგარეო საქმეთა სამინისტროს თარაშ პაპასკუა: ვტოვებ დიპლომატიურ სამსახურს და საგარეო საქმეთა სამინისტროს
გადახედვა
-
15 წლის ბიჭის ცემისთვის მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს 1.5 წლით პირობითი სასჯელი შეეფარდა 15 წლის ბიჭის ცემისთვის მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს 1.5 წლით პირობითი სასჯელი შეეფარდა
გადახედვა
-
სარფის და ფოთის გამშვებ პუნქტებში დაბინძურებული 50 487 კგ ქათმის გაყინული ხორცი შეაჩერეს სარფის და ფოთის გამშვებ პუნქტებში დაბინძურებული 50 487 კგ ქათმის გაყინული ხორცი შეაჩერეს
გადახედვა
-
გაერომ უკრაინაში ადამიანის უფლებების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც ხელს საქართველოც აწერს გაერომ უკრაინაში ადამიანის უფლებების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც ხელს საქართველოც აწერს
გადახედვა
-
თიბისისა და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი თიბისისა და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
-
საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 500-ზე მეტმა სტუდენტმა შეავსო საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 500-ზე მეტმა სტუდენტმა შეავსო
- ბრიტანეთის საგარეო ოფისი: "მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გაასაჯაროოს თავიანთი გამოძიების შედეგები BBC-ის სტატიასთან დაკავშირებით" ბრიტანეთის საგარეო ოფისი: "მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გაასაჯაროოს თავიანთი გამოძიების შედეგები BBC-ის სტატიასთან დაკავშირებით"
-
დააკლიკე, იასპარეზე, მოიგე ₾50 000 — დეკემბრის მარათონი თიბისის მობაილბანკში დააკლიკე, იასპარეზე, მოიგე ₾50 000 — დეკემბრის მარათონი თიბისის მობაილბანკში
-
მოემზადეთ ახალი წლისთვის — PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო! მოემზადეთ ახალი წლისთვის — PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
-
შალვა პაპუაშვილი: უკვე დანამდვილებით შეიძლება თქვა, რომ უკრაინის ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული — უკრაინა და ევროკავშირი შალვა პაპუაშვილი: უკვე დანამდვილებით შეიძლება თქვა, რომ უკრაინის ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული — უკრაინა და ევროკავშირი
გადახედვა
-
ვოლვო ქარ საქართველო მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს ვოლვო ქარ საქართველო მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ქართველი მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე დაასანქცირა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ქართველი მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე დაასანქცირა
გადახედვა
-
გახსენი 20-21 დეკემბრის შეთავაზებები თიბისის საახალწლო კალენდარზე გახსენი 20-21 დეკემბრის შეთავაზებები თიბისის საახალწლო კალენდარზე
-
გაეცანით საქართველოს ბანკისა და QuickShipper-ის შეთავაზებას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაეცანით საქართველოს ბანკისა და QuickShipper-ის შეთავაზებას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
ფაშინიანი საქართველოს აფრთხილებს, "ნორმალური ტარიფები თუ არ ექნებათ, სხვა მარშრუტებს იპოვიან" ფაშინიანი საქართველოს აფრთხილებს, "ნორმალური ტარიფები თუ არ ექნებათ, სხვა მარშრუტებს იპოვიან"
გადახედვა
-
ევროკავშირი უკრაინას, რუსული აქტივების გამოყენების გარეშე, €90 მლრდ-ს გამოუყოფს ევროკავშირი უკრაინას, რუსული აქტივების გამოყენების გარეშე, €90 მლრდ-ს გამოუყოფს
გადახედვა
-
ზურაბ ჯაფარიძემ რუსთავის ციხე დატოვა ზურაბ ჯაფარიძემ რუსთავის ციხე დატოვა
გადახედვა
-
მეთიუ პერის მკვლელობისთვის ბრალი კიდევ ერთ ექიმს დაუდგინეს მეთიუ პერის მკვლელობისთვის ბრალი კიდევ ერთ ექიმს დაუდგინეს
გადახედვა
-
რა არის ცნობიერება და როგორ ვითარდება ის ცოცხალ ორგანიზმებში რა არის ცნობიერება და როგორ ვითარდება ის ცოცხალ ორგანიზმებში
გადახედვა
-
Facebook-ზე ბმულების გაზიარება შეიძლება ფასიანი გახდეს? — ვის ეხება პოტენციური შეზღუდვა Facebook-ზე ბმულების გაზიარება შეიძლება ფასიანი გახდეს? — ვის ეხება პოტენციური შეზღუდვა
გადახედვა
კომენტარები