შუქრუთელებმა შიმშილობა შეწყვიტეს და კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწიეს
სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა ერთთვიანი შიმშილობის შემდეგ პროტესტი შეწყვიტეს. როგორც ერთ-ერთმა მოშიმშილემ, გიორგი ნეფარიძემ On.ge-ს უთხრა ამის მიზეზი კომპანია ჯორჯიან მანგანეზთან მიღწეული შეთანხმება გახდა. ამჟამად ისინი აშშ-ს საელჩოსთანაც აღარ იმყოფებიან.
"დავთანხმდით კომპანიის შეთავაზებას. შევთანხმდით, რომ ზიანის ანაზღაურება განხორციელდება არსებული მოდელით და ასევე შევთანხმდით, რომ ზიანის შეფასებას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო უზრუნველყოფს", — ამბობს გიორგი ნეფარიძე.
მისივე თქმით, შეთანხმებით კმაყოფილნი არიან. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ნეფარიძე აღნიშნავს, რომ მათ რეაბილიტაცია დასჭირდებათ.
"გვესაჭიროება საავადმყოფოში რამდენიმე კურსი. ზუსტად 31-ე დღე გახდა, რაც ვშიმშილობთ და სუსტად ვგრძნობთ, რა თქმა უნდა, თავს", — აღნიშნავს ნეფარიძე.
სოფელ შუქრუთის მოსახლეობა აცხადებს, რომ კომპანია ჯორჯიან მანგანეზის სამუშაოების გამო მათი კარგ-მიდამო ინგრევა, რის გამოც ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. პირობების დაკმაყოფილების მოთხოვნით მათ საპროტესტო აქციები ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყეს. პროტესტი შეწყდა, როცა კომპანიის წარმომადგენლები დაზიანებული სახლების კომპენსაციის გადახედვას დაჰპირდნენ.
ამის შემდეგ შუქრუთის მოსახლეობამ პროტესტი 2020 წლის თებერვალში განაახლა. მოთხოვნები ისევ იგივე იყო. ჯორჯიან მანგანეზის მფლობელობაში არსებული მაღაროების ფუნქციონირება მათ კვლავ შეაჩერეს.
ადგილობრივებმა პროტესტის უკიდურეს ფორმასაც მიმართეს — 8 ადამიანმა, მათ შორის სამმა ქალმა შიმშილობა გამოაცხადა და პირი ამოიკერა. 30 მაისს ისინი თბილისში ჩამოვიდნენ და აშშ-ს საელჩოსთან მივიდნენ, რათა ხელისუფლებისა და კომპანიის ყურადღება მიექციათ. ოთხ დღეში კი შუქრუთელები მშრალ შიმშილობაზე გადავიდნენ.
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები