პარლამენტმა 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
77 მომხრე, 23 წინააღმდეგი — საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა 20 ივნისის ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, რომელიც ქართულმა ოცნებამ დააინიცირა.
ამნისტია 19 აპრილის შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლბეში შემუშავდა, რომელსაც ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა. მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული პროექტის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, ამნისტია შეეხება ყველა იმ პირს, რომელიც 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ან მსჯავრდებულია, მათ შორის სამართალდამცავებს.
მომზადებული კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე. ამავე მუხლის მიხედვით, ამნისტია ვრცელდება დანაშაულის მომზადების ან მომზადების მცდელობაზეც და პირობით მსჯავრზეც.
ამნისტია არ გავრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 144¹-144³ მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, წამებასა და დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.
კანონპროექტი მეორე მოსმენით ჯერ კიდევ გუშინ, 8 ივნისს უნდა განეხილათ, თუმცა ქართული ოცნების ინიციატივით, მოსმენა გადაიდო იმ მიზეზით, რომ სხდომას ნაციონალური მოძრაობის წევრები არ იმყოფებოდნენ. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში დღის მეორე ნახევარში მივიდნენ, თუმცა საკითხი არ განხილულა.
ნაციონალური მოძრაობა ამნისტიის შესახებ კანონპროექტს არ იზიარებს, რადგან ის სამართალდამცავების ამნისტირებასაც მოიაზრებს. ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა აცხადებს, რომ კანონპროექტი შეთანხმების სულისკვეთებას არ გამოხატავს.
კრიტიკის საპასუხოდ ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ იმ საქმეებიდან, რომელთან ამნისტია შეეხებათ, ნიკა მელიასი ყველაზე მძიმეა. ამასთან, აღნიშნავენ, რომ აქციის დაშლისას დაზარალდნენ როგორც მოქალაქეები, ისე სამართალდამცავები.
ოპოზიციის ნაწილმა ამნისტიის საკუთარი კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომელსაც მმართველ პარტიაში მხარი არ დაუჭირეს.
ქართული ოცნების ვერსიის მიხედვით, ამნისტია გავრცელდება 20 ივნისთან დაკავშირებულ ყველა საქმეზე, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სამი მუხლისა, ხოლო ოპოზიციის კანონპროექტში დაკონკრეტებულია ის მუხლები, რომლებზეც უნდა გავრცელდეს ამნისტია, დანარჩენი ყველა საქმე კი პროექტს მიღმა რჩება (ანუ ამნისტია არ შეეხება), მათ შორის, 20 ივნისის საქმეზე სამომავლოდ შესაძლო დაწყებული გამოძიებები.
კანონპროექტებს შორის კიდევ ერთი განსხვავება ეხება დაზარალებულის თანხმობას. ოპოზიციის პროექტის მიხედვით, იმისთვის, რომ კონკრეტულ სახელმწიფო მოხელეს არასათანადო ქმედებისთვის ამნისტია შეეხოს, ამაზე ამ ქმედებით დაზარალებული ადამიანი უნდა იყოს თანახმა. ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ, რომ დაზარალებულის თანხმობა საჭიროება მხოლოდ სამართალდამცავების წინააღდეგ არსებულ საქმეებში პოლიციელების დისკრიმინაციაა.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები