პარტიიდან პრემიერის უფლებამოსილებაში ჩარევა და "უხილავი ხელები" — გახარიას ვერსია მელიას დაკავების გეგმაზე
ფოტო: ქართული ოცნება
"ეს არის შენიშენებული კაცის ბოდვა" — ასე შეაფასა ყოფილი თანაგუნდელის და მისივე ყოფილი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება და ბრალდებები ექსპრემიერმა. ისიც თქვა, რომ კობახიძე იტყუებოდა და ნიკა მელიას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების თავისი ვერსია მოყვა.
ამბობს, რომ გადადგომის მიზეზებს შორის იყო პარტიიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში ჩარევა, კერძოდ ის, რომ მისი თანხმობის გარეშე შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მელიას დაკავებისთვის მზადება დაავალეს. რაც შეეხება კობახიძის განცხადებას კიევიდან მიღებულ ინფორმაციაზე, რომელიც თითქოსდა გახარიას დაუმალეს, ამას ექსპრემიერი სასაცილოს უწოდებს.
გახარიას ვერსია თებერვლის მოვლენებზე
TV პირველთან ინტერვიუში გახარია ადასტურებს კობახიძის მონათხრობის იმ ნაწილს, რომ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე 13 თებერვალს უმრავლესობას შეხვდა, ოღონდ ამატებს "როგორც ჩანს, ვერ არწმუნებდნენ უმრავლესობას მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაში და მე მთხოვეს დახმარება". მისი თქმით, მაშინაც და ახლაც ფიქრობს, რომ პარლამენტზე შტურმში ბრალდებულს იმუნიტეტი უნდა მოხსნოდა და დეპუტატებმაც "დაუჯერეს".
ადასტურებს კობახიძის მონათხრობის იმ ნაწილსაც, რომ 16 თებერვალს გუნდში მსჯელობა მიმდინარეობდა იმაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო, თუმცა ამტკიცებს, რომ მაშინ არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღიათ იმაზე, რა ფორმით მოხდებოდა მელიას დაკავება. მისი თქმით, 17 თებერვალს შეხვედრა იმიტომ მოითხოვა, რომ შეამჩნია, "უხილავი ხელების ზემოქმედებით" როგორ იქცა სავარაუდო ვარიანტები გეგმად, რომლის აღსრულებასაც აპირებდნენ. ამბობს, რომ სწორედ მაშინ გააჟღერა შეცვლილი პოზიციაც.
"მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ ვაკვირდებით სიტუაცია როგორ განვითარდება. ჩემი პოზიცია იყო შემდეგი, ჩვენ თუ გვინდა, რომ სამართალი აღსრულდეს და ადამიანი, რომელსაც ჩვენ ვთვლით სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმის ორგანიზატორად, სასამართლოს წინაშე წარსდგეს, მაშინ მელია უნდა იყოს დაკავებული ისე, რომ არავის თავიდან ერთი თმა არ ჩამოვარდეს. რა თქმა უნდა, ეს იყო ჩემი პოზიცია თავიდანვე.
მე გეტყვით, როგორ შევცვალე ჩემი პოზიცია. ეს იყო პროცესი. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვყვები იმას რაც მე მეხება, არ დავასახელებ არცერთ სახელს, ვინც მაგიდის ირგვლივ იჯდა. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც სრულად ეთანხმებოდნენ ჩემს პოზიციას, გუნდის წევრები. იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ქონდათ პოზიცია, რომ საერთოდ ამის განხილვა როგორ შეიძლება, ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისში ვიღაცა ერთი ხულიგანი პოლიტიკოსის დასაკავებლად 3 000 სპეცრაზმელით შეჭრა. ეს ხდება 16-ში, ჩვენ ვმსჯელობთ ეს არის მისაღები, ეს არა.
17 თებერვალს, როდესაც მე უკვე ვხედავ, რომ ეს პოზიციები, რომლებიც მსჯელობის პროცესშია, უკვე ჩამოყალიბებულია და რაღაც ზეგავლენები ხდება ამა დამიანზე და უხილავი ხელები მოქმედებენ, სწორედ ამიტომ მოვითხოვე მე ამ 5-საათიანი შეხვედრის მოთხოვნა. სადაც უკვე იძულებული ვიყავი, იმიტომ, რომ დამხვდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია, დამეფიქსირებინა ის პოზიცია, რომელიც დავაფიქსირე", — განაცხადა მან.
რაც შეეხება მიზეზებს მელიას დაკავების გადადებაზე, რომელიც კობახიძემ უსაფუძვლო არგუმენტებად შეაფასა, გახარია ამბობს, რომ ენმ-ს ოფისში იყო "მაღალი ტემპერატურა" და შენობა იყო სავსე ჟურნალისტებით, პოლიტიკოსებით. მისი თქმით, ამ დროს შეჭრა ცუდი აღსაქმელი იქნებოდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასე ქვეყნის გარეთ, საერთაშორისო პარტნიორებისთვის. გარდა ამისა, ამბობს, რომ ოფისში 650 ადამიანი იყო, კობახიძე კი ამბობდა, რომ 100-200 პირი იყო შეკრებილი.
გახარიას მტკიცებით, ამის შემდეგ ქართულ ოცნებაში შეთანხმდნენ, რომ დაკვირდებოდნენ, როგორ განვითარდებოდა სიტუაცია და შეიცვლებოდა თუ არა ხალხის რაოდენობა, თუმცა ასე არ მოხდა და მისი გვერდის ავლით მიიღეს გადაწყვეტილება.
"მე არ ვამბობ იმ ოპერატიულ ინფორმაციას, რაც მქონდა. ახლა იქ ვიღაცეებს თურმე სხვა ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდათ კიევიდან და თურმე მე მიმალავდნენ, სასაცილოა ეს. მარტივ მაგალითებს მოგიყვანთ, ეს არის ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც არ იმალება. გარდა იმისა, რაც ტელეეთერებში ხდებოდა, იქ იყო მინიმუმ 650 ადამიანი ბრძოლისთვის გამზადებული, სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოყვანილი. [..]
მე იმ ღამეს სამსახურიდან არ წავსულვარ. დილამდე ვიჯექი სამსახურში. როდესაც ვნახე, რომ პროცესი გასაკვირად იმართებოდა მე აბსოლუტურად ყველას წინაშე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ მე, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ხელძღვანელი ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე და ვაძლევ განკარგულებას შს სამინსიტროს, რომ ყველანაირი მოსამზადებელი სამუშაოები სპეციალური ღონისძიების ჩასატარებლად გააჩეროს. [ვუთხარი] ღამე. ეს მე არ მითქვამს მხოლოდ შს მინისტრისთვის, გავრცლებული ინფორმაცია იყო.
მას შემდეგ, რაც ფაქტის წინაშე დავდექი, რომ ჩემი, პრემიერმინისტრის უფლებამოსილებაში პარტიიდან ვიღაცა, ადამიანი, რომელიც ამას ცხოვრებაში ვერასოდეს ვერ გაბედავდა, რაღაცა ინსტრუმენტებით ერეოდა და პიდაპირი კომუნიკაცია ან რაღაცა კომუნიკაცია ჰქონდა შს სამინისტროსთან, რა თქმა უნდა ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო", — განაცხადა მან.
რაც შეეხება ენმ-სთან კავშირზე ბრალდებებს, ამ საკითხზე საუბრისას ექსპრემიერი ყოფილ თანაგუნდელებს აკრიტიკებს და 20 ივნისის ამბებს ახსნებს.
"ახლა ვიღაცა გამოვა და მე დამდებს ბრალს იმაში, რომ მე თურმე ენმ-სთან რაღაც კავშირი ამქვს, მე ადამიანს, რომელმაც 20 ივნისის ბრძოლა გადავიტანე და არცერთი ეს ვაჟბატონი ვერც ვიპოვე პარლამენტში, სად იყვნენ დამალული კაციშვილმა არ იცის. ბევრი, [ოცნების წევრები], ვინც მაშინ პარლამენტში იყვნენ. ცარიელი იყო პარლამენტი და ვეძებდით სად გვეპოვა ვიღაცეები, რომ კაბინეტში შესვულიყავით. ვიღაცა ზარსაც არ პასუხობდა", — განაცხადა მან.
კობახიძის ვერსია თებერვლის მოვლენებზე
ამ განცხადებებით გახარიამ უპასუხა ირაკლი კობახიძის იმ ინტერვიუს, რომელშიც ქართული ოცნების თავმჯდომარე ამტკიცებდა, რომ ნიკა მელიას დაკავების წინ ნაციონალურ მოძრაობას ალტერნატიული მთავრობის შექმნა ჰქონდა დაგეგმილი და მათ ეს ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ მოქმედ პრემიერს არ გაუმხილეს, რადგან მასზე ეჭვები გაუჩნდათ. კობახიძე პირდაპირ არ თქვა, რომ გახარია პრემიერობისას ენმ-სთან კავშირში იყო, თუმცა მიანიშნა, რომ მელიას დაკავების 2-3 დღით გადადებაზე მისი მოთხოვნა ემთხვეოდა ენმ-ს გეგმას 2-3 დღეში ალტერნატიული მთავრობის შექმნაზე.
კობახიძის განცხადებით, საწყის ეტაპზე როცა უმრავლესობის სხდომაზე გახარია მიიწვიეს, ის ყველაზე აქტიურად გამოხატავდა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის სურვილს, მაშინ, როცა რამდენიმე დეპუტატი ამის წინააღმდეგი იყო. კობახიძე ამბობს, რომ დეპუტატები ყოყმანობდნენ, რადგან იმუნიტეტის პირველი მოხსნისას მელიას ბრალის დასამტკიცებლად საკმარისი მტკიცებულებები არ აღმოჩნდა და ახლა სჭირდებოდათ გარანტია იმისა, რომ კანონი აღსრულდებოდა. მისივე თქმით, 13 თებერვალს გახარიასგან დეპუტატებმა მიიღეს პირობა, რომ თუ იმუნიტეტს მოუხსნიდნენ, სტანდარტული პრაქტიკის შესაბამისად, კანონი აღსრულდებოდა და თუ სასამართლო მელიას პატიმრობას შეუფარდებდა, დააპატიმრებდნენ.
კობახიძე ამტკიცებს, რომ 17 თებერვლის 5 საათამდე გახარიას ეს პოზიცია ჰქონდა. მისი თქმით, ამ დროისთვის მან "ვიწრო წრეში" შეხვედრა მოითხოვა და თქვა, რომ მელია მყისიერად არ უნდა დაეპატიმრებინათ. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ შეხვედრას კალაძე, გომელაური, ღარიბაშვილი და პოლიტსაბჭოს რამდენიმე წევრი ესწრებოდნენ.
მისი თქმით, გახარია ითხოვდა, რომ არ მომხდარიყო მყისიერად აღსრულება, რადგან აქტივისტების ყველაზე მეტი კონცენტრაცია ენმ-ს ოფისში იქნებოდა მეორე დილით, რასაც სხვები არ ეთანხმებოდნენ და მიაჩნდათ, რომ კონცენტრაცია კი არ შემცრიდებოდა, არამედ გაიზრდებოდა. გახარიას ამ არგუმენტს კობახიძე არ იზიარებს და ფიქრობს, რომ ექსპრემიერი თავის პოზიციას ვერ ხსნიდა.
კობახიძე ამბობს იმასაც, რომ ამ მოვლენების პარალელურად, მათ კიევიდან და ენმ-ს ოფისიდან ჰქონდათ ინფორმაცია იმაზე, რომ ოპოზიციური პარტია მმართველი გუნდის არალეგიტიმურად გამოცხადებას და ალტერნატიული მთავრობის შექმნას გეგმავდა, რაც ქვეყნის პრემიერმინისტრს გახარიას არ გაუმხილეს.
"ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჩვენი კოლეგებისგან და მას აღარ გავანდეთ ეს ინფორმაცია გამომდინარე იქედან, რომ უკვე ეჭვი გაჩნდა. დამთხვევა, წარმოიდგინეთ თქვენ, რა ხდება ამ დროს მმართველი პარტიის ოფისში.
როგორც კი დამთხვევა დავაფიქსირეთ, მაშინვე ბუნებრივია გაჩნდა ეჭვი და შესაბამისად, მას აღარ გავანდეთ მას ეს ინფორმაცია. ჯერ კიდევ პრემიერი იყო 17 თებერვალს. ეჭვი გაჩნდა, თანხვედრა როცა არის ასეთ დროს, ბუნებრივია, ეს ბუნებრივად აჩენს ეჭვებს, ეჭვებს რაღაცეებთან დაკავშირებით.
იქიდან ამბობენ, რომ რომ 2-3 დღე გვჭირდება და ავაყირავებთ და აქ ითხოვს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გაუგებარი მოტივით 2-3 დღით ოპერაციის გადადებას".
მისი მტკიცებით, გახარიას მოთხოვნა უარგუმენტი იყო, რადგან მათ არ სჯეროდათ, რომ რამდენიმე დღეში ენმ-ს ოფისში ხალხის რაოდენობა შემცირდებოდა და ასეც მოხდა.
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები