მეუფე ნიკოლოზი კითხვაზე, ერევა თუ არა ეკლესია არჩევნების პროცესში, პასუხობს, რომ ამას ლაპარაკიც არ უნდა.

"რა თქმა უნდა, [ეკლესია არჩევნებში] ერევა, რად უნდა მაგას ლაპარაკი. მითხარით, როგორ გავაკეთო, რომ არ ჩავერიო და არ ჩავერევი, როგორ ვქნა ეს? ერთი, რომ ჩემი მრევლი მეკითხება აზრს, მე ვის მივცემ ხმას, არ ვეუბნები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა ხედავს იმას, რა ურთიერთობა მაქვს ხელისუფლებასთან, რა ურთიერთობა მაქვს ცალკეულ პარტიებთან", — ამბობს მეუფე ნიკოლოზი პალიტრანიუსის ეთერში.

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა არჩევნებში ჩართვას დააანონსა. მისი თქმით, ამ არჩევნებს "შეხედავს" და შემდეგ "რაღაც პერიოდი" ჩაერთვებიან. მეუფემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "უკვე მოფიქრებული აქვთ" და არჩევნებზე გამარჯვებაც არ გაუჭირდებათ.