კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია ობიექტივი ძალადობის კადრების ჩვენებისთვის 2 500 ლარით დაარიმა.

კომისიაში განმარტავენ, რომ საქმე ეხება 23 აპრილს გასულ გადაცემა სტუდია N8-ს, რომელშიც ნაჩვენები იყო ადამიანების წამების და გაუპატიურების კადრები.

"გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული გადაცემა ეთერში 23:00-23:05 დროის პერიოდში გავიდა, ტელეკომპანიამ დაარღვია მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვითაც 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი და ძალადობის ამსახველი სცენების ახლო ხედით ჩვენება მაუწყებელს 6 საათიდან 24 საათამდე ეკრძალება", — ნათქვამია განცხადებაში.

გამომდინარე იქიდან, რომ ტელეკომპანიის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევისთვის სანქცია არ გამოყენებულა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელს ჯარიმის სახით 2 500 ლარი დააკისრა.