სულაძის თქმით, მსვლელობაში ჯვრით აღარ მიიღებს მონაწილეობას, რათა სხვა რელიგიის ადამიანს არ ჰქონდეს უხერხულობა
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგე აქტივისტის, მაკა სულაძის თქმით, იმის გამო, რომ აქციაზე სხვა რელიგიის წარმომადგენელი შეიძლება იდგეს და მას უხერხულობა არ შეექმნას, მას დღეს მსვლელობაში ჯვრით აღარ მიუღია მონაწილეობა.
"მე დღეს ჯვრით აღარ ვმონაწილეობ მსვლელობაში, რომელიც აქამდე გულით მიტარებია. ის ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ყოველთვის ასე დარჩება, ის არამარტო ჩემი რწმენის სიმბოლოა, არამედ ჩემი მიწის, ჩემი ცის და ჩემი სულკურთხეული დედის სიმბოლოა, მაგრამ თუკი მე გვერდით მიდგას სხვა რელიგიის წარმომადგენელი და მან ეს არ იცის, შეიძლება ამით უხერხულობა შევუქმნა, ამიტომ გადავწყვიტე, რადგან თბილისი მრავალეროვანი ქალაქია და დარწმუნებული ვარ, აქ სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც ბრძანდებიან, მათთვისაც ისე ძვირფასია ქართული მიწა, როგორც ჩვენთვის, ჩემი ჯვრის ტარებით არ შევუქმნი მას უხერხულობას", — განაცხადა აქტივისტმა.
მაკა სულაძემ აღნიშნული განცხადება გააკეთა ჯვარზე, რომელსაც ხელით ატარებდა.
მესამე დღეა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია იმართება. 23 მაისს აქციის მონაწილეებმა ადგილზე კარვებიც გაშალეს. ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე პროტესტის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე მოთხოვნები გააჟღერა და მათ შესასრულებად ხელისუფლებას 24 მაისის 12:00 საათამდე მისცა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მან დედაქალის პარალიზება დააანონსა.
მოთხოვნები, რომლებიც ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე გააჟღერა შემდეგია:
- დატოვოს რიონის ხეობა კომპანიამ ენკამ;
- გაწყდეს ენკასა და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულება და გაუქმდეს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც 2015 წლიდან დღემდეა გაცემული;
- გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
- გადადგეს ეკონომიკის მინისტრი და დადგეს არამხოლოდ ნათია თურნავას, არამედ ჰესის დოკუმენტაციის მომზადებაში ჩართული ადამიანებიც პასუხისმგებლობის საკითხი.
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლებას შორის უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ პროტესტის დედაქალაქში გადმოტანის გადაწყვეტილება მიიღეს. მთავრობამ მათ ჰესის მშენებლობაზე ერთი წლის განმავლობაში მორატორიუმი შესთავაზა, თუმცა აქციის მონაწილეების თქმით, მოსამზადებელ სამუშაოები არ გაჩერებულა.
პროტესტის თავდაპირველი ადგილი სოფელი ნამოხვანია, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი ნამახვანჰესის მშენებლობას უწყვეტად აპროტესტებენ. მათ ადგილზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.
ისინი ამბობენ, რომ ეკოლოგიური საფრთხის გარდა, მთავრობამ მშენებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.
რიონის ხეობის აქტივისტებისგან განსხვავებით, ნამახვანჰესის კასკადის აუცილებლობასა და წარმატებაზე საუბრობს ხელისუფლება. ეკონომიკის სამინისტროს არაერთხელ განუცხადებია, რომ ეს პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ და უსაფრთხოებისკენ ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯია.
რიონის ხეობაში ჰესს კომპანია ენკა აშენებს. ENKA აცხადებს, რომ ნამახვანჰესის პროექტი დეტალურადაა შესწავლილი და რაიმე საფრთხეს მოსახლეობისთვის ან ხეობისთვის არ წარმოადგენს.
გაიგე მეტი:
- აღვუთქვი, რომ რამდენიმე დღეში მიიღებენ პასუხს — ბარნაბიშვილი აქტივისტების პირობებზე
- რეპრესიულ მეთოდებს იყენებენ, მაგრამ, ეს მუშაობს ჩვენ სასარგებლოდ — გოლეთიანი
- მოიხსნა ის აპრიორი პირობა, რომ ჰესი ყველა შემთხვევაში აშენდება — მუსელიანი ნამახვანის თემაზე შეხვედრის შემდეგ
- შევთანხმდით, რომ წითელი ხაზების გარეშე ვლაპარაკობთ — სუბარი აქტივისტებთან დიალოგის დასრულების შემდეგ
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
კომენტარები