თეგეტა მოტორსში ზეთის, აკუმულატორისა და საბურავის შეცვლა 20 წუთშია შესაძლებელი
ფოტო: თეგეტა
უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე თეგეტა მოტორსის ფილიალში სწრაფი სერვისები დაინერგა. ძრავის ზეთის, აკუმულატორის ან საბურავების შეცვლა ახლა უკვე 20 წუთშია შესაძლებელი.
სწრაფი სერვისების დანერგვის გადაწყვეტილება თეგეტა მოტორსმა მომხმარებელთა საჭიროებების შესწავლის შემდეგ მიიღო. კომპანია, რომელიც მომხმარებელთა კომფორტზე ზრუნავს, ხარისხიან სერვისს ახლა უკვე უმოკლეს დროში სთავაზობს.
ფოტო: თეგეტა
ნიკა მაღრაძე, თეგეტა მოტორსის ფილიალის დირექტორი: "ჩვენთვის მომხმარებლის კომფორტი და უსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თეგეტა მოტორსში გამუდმებით ვქმნით და ვნერგავთ ახალ სტანდარტებს, რომლებიც ავტომობილის მფლობელებს მომსახურებას კიდევ უფრო გაუმარტივებს. გვესმის, რომ დრო მნიშვნელოვანია, ამიტომ შევეცადეთ, საავტომობილო ინდუსტრიისთვის შეგვეთავაზებინა განსაკუთრებული სიახლე, რომელიც ჩვენს მომხმარებელს სერვისცენტრში გატარებულ წუთებს კიდევ უფრო შეუმცირებდა. ზეთის, საბურავისა და აკუმულატორის შეცვლის დრო 20 წუთამდე დავიყვანეთ. გვჯერა, რომ სწრაფი სერვისების ამოქმედებით მომხმარებელს ავტომობილზე ზრუნვას კიდევ უფრო გავუიოლებთ.
კიდევ ერთი ბენეფიტი, რომელსაც მომხმარებელი სწრაფი სერვისებით სარგებლობისას მიიღებს, ეს არის მომსახურების გახანგრძლივებული ვადები. გვესმის, რომ ცხოვრების დატვირთული რიტმიდან გამომდინარე რთულია, დღის განმავლობაში ავტომობილზე ზრუნვისთვის დრო გამონახო. მივიღეთ გადაწყვეტილება, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ფილიალში მომსახურების მიღება სამუშაო საათების შემდეგაც ხელმისაწვდომი გავხადოთ“.
ფოტო: თეგეტა
სწრაფი სერვისების მისაღებად მომხმარებელმა ვიზიტი წინასწარ უნდა დაიჯავშნოს თეგეტა მოტორსის აპლიკაციით ან ქოლცენტრში დარეკვით ნომერზე: 032 226 44 44.
პროცედურა მარტივია: თეგეტა მოტორსის აპლიკაციაში მომხმარებელი ირჩევს ვიზიტის დაჯავშნას, მონიშნავს უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ფილიალს და მომსახურებაში აირჩევს სასურველ სერვისს, მიუთითებს ფილიალში მისვლის დროს, საათსა და პროდუქციას, რომელსაც სერვისის მრჩეველი ადგილზე გამზადებულს დაახვედრებს.
თეგეტა მოტორსის უნივერსიტეტის ქუჩის ფილიალში სწრაფი სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევამდე 09:30-დან 21:00 საათმდე, შაბათს - 18:30 საათამდე, ხოლო კვირას — 18:00 საათამდე.
სწრაფი სერვისებით სარგებლობის შემთხვევაში მომხმარებელი დამატებითი შეთავაზებითაც ისარგებლებს. გადახდილი თანხის ნაწილი თეგეტა მოტორსის ლოიალობის ბარათზე, კატეგორიების მიხედვით, ქულების სახით დაუბრუნდება: კლასიკ ბარათზე — 5%, სილვერზე — 7%, გოლდზე — 15%, პლატინაზე — 17%.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
კომენტარები