ისრაელელმა ჯარისკაცებმა პალესტინელ ოსკაროსან რეჟისორზე იძალადეს და გაიტაცეს
ფოტო: Getty Images
ჰამდან ბალალი, პალესტინელი რეჟისორი, რომელიც საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული ფილმის ერთ-ერთი თანაავტორია, ისრაელელმა ჯარისკაცებმა საკუთარი სახლიდან გაიტაცეს.
შემთხვევას ხუთი ისრაელელ-ამერიკელი აქტივისტი შეესწრო, რომლებიც ჰყვებიან, რომ ჰამდან ბალალს, რეჟისორს, რომელმაც ფილმში No Other Land პალესტინური სოფლების განადგურება და მოსახლეობის ეთნიკური წმენდა ასახა, 15-მა შეიარაღებულმა ებრაელმა, რომლებიც სოფელში ისრაელის მთავრობამ ჩაასახლა, ალყა შემოარტყა და თავს დაესხა.
"მათ პალესტინელებს ქვები დაუშინეს და ჰამდანის სახლთან მდებარე წყლის რეზერვუარი გაანადგურეს," — ამბობს ჯოზეფი, "ძალადობის საწინააღმდეგო ებრაული ცენტრის" ერთ-ერთი აქტივისტი.
მოწმეები ამბობენ, რომ "ჩამოსახლებულებს" მალე ჯარისკაცები შეუერთდნენ. მათ ჰამდანს სახლამდე სდიეს და რეჟისორი სამხედროებს გადასცეს.
"მათ ჰამდანის მანქანა ქვებით გაანადგურეს და საბურავებიც გახეთქეს," — ამბობს კიდევ ერთი მოწმე, რავივი, — "მანქანის ყოველი ფანჯარა და საქარე მინაც გატეხილია."
ჰამდან ჰალალის მანქანა
ფოტო: Handout
აქტივისტების ჯგუფმა თავდასხმა გადაიღო და შემდეგ ჰამდანის სახლში შევიდნენ, სადაც იატაკზე სისხლი იხილეს. რეჟისორის ოჯახის თქმით, სისხლი მაშინ დაიღვარა, როცა ჰამდანს ჯარისკაცებმა თავში ჩაარტყეს.
ჰამდან ბალალი და კიდევ ერთი პირი, რომელსაც თვითმხილველები ნასსერს უწოდებენ, დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. რეჟისორის დაკავების მიზეზი უცნობია.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა მომხდარის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც ინციდენტს "პალესტინელებსა და ისრაელელებს შორის ძალადობრივი დაპირისპირება" უწოდა, რომელიც, მათი თქმით, "ტერორისტების" მიერ ქვების სროლას მოჰყვა.
ბაზელ ადრამ, No Other Land-ის ერთ-ერთმა თანარეჟისორმა, განაცხადა, რომ ეს თავდასხმა ფილმის საერთაშორისო წარმატებამ გამოიწვია: "სოფელ სუსაში მცხოვრები პალესტინელები ისრაელელებისგან ყოველდღიური თავდასხმის მსხვერპლები არიან. მგონია, რომ ეს ფილმისა და ოსკარის მოპოვების გამო შურისძიებაა," — თქვა მან.
ჰამდან ბალალის ადგილმდებარეობა ამ ეტაპამდე უცნობია.
-
გიორგი გახარია: აგვკრძალავენ თუ არა, ჩვენ უკან არ დავიხევთ საქართველოს დემოკრატიის აღდგენისა მისი ევროპული გზის დაცვაში გიორგი გახარია: აგვკრძალავენ თუ არა, ჩვენ უკან არ დავიხევთ საქართველოს დემოკრატიის აღდგენისა მისი ევროპული გზის დაცვაში
გადახედვა
-
EU-ს ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 7 დღით, 22 სექტემბრამდე გადაავადეს EU-ს ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 7 დღით, 22 სექტემბრამდე გადაავადეს
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: რეალობის ყველაზე პატარა ნაწილაკები — რისგან შედგება სამყარო შემდეგი პოდკასტი: რეალობის ყველაზე პატარა ნაწილაკები — რისგან შედგება სამყარო
-
თიბისი და AD BLACK SEA — 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად თიბისი და AD BLACK SEA — 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
-
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში — მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში — მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
-
აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს აღმოაჩინეს "ცხელი ყინულის" ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: "მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც რეალურად ემსახურება ხალხს და ქვეყანას" თეონა ჭალიძე: "მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც რეალურად ემსახურება ხალხს და ქვეყანას"
გადახედვა
-
კობახიძის აცხადებს, რომ "უფრო მეტად ჩაჰყვება" ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს კობახიძის აცხადებს, რომ "უფრო მეტად ჩაჰყვება" ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს
გადახედვა
-
ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს? ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ვინ რა პოსტს (და)იკავებს?
გადახედვა
-
შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა შესაძლოა, ახალგაზრდა მზემ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა შთანთქა
გადახედვა
-
"ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე "ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე
გადახედვა
-
საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება? საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 177 ლარით გაიზარდა — რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება?
გადახედვა
-
კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა
გადახედვა
-
როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად? როგორ იქცა NB Dental ორთოდონტიული ცენტრიდან მულტიდისციპლინურ სტომატოლოგიურ კლინიკად?
-
ირანისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პროცესში მონაწილეობის გამო აშშ-მა "ვითიბი ბანკი" დაასანქცირა ირანისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პროცესში მონაწილეობის გამო აშშ-მა "ვითიბი ბანკი" დაასანქცირა
გადახედვა
-
ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია ემი 2026-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია — იხილეთ სია
გადახედვა
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
-
"ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს "ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს
გადახედვა
-
გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წელს ულოცავს
გადახედვა
-
გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა გურამიშვილის გამზირზე, ფეიქრების ქუჩაზე, "ნოვას" საწყობში აფეთქება მოხდა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
კომენტარები