USAGM დათანხმდა, რომ RFE/RL-ს გამოუყოს კონგრესის მიერ განსაზღვრული გრანტის ნაწილი
აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო (USAGM) სასამართლოში მის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვის დაწყებამდე დათანხმდა რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას (RFE/RL), გამოუყოს კონგრესის მიერ განსაზღვრული გრანტის ნაწილი.
ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.
24 მარტს გადადგმული ნაბიჯი ნიშნავს, რომ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება მიიღებს 7,46 მილიონ დოლარს — თანხას, რომელიც მას უნდა მიეღო მარტის პირველ 14 დღეში, სანამ 14 მარტს აშშ-ის კონგრესი ფედერალური დაფინანსების გაგრძელების შესახებ ახალ რეზოლუციას მიიღებდა, ხოლო 15 მარტს USAGM რადიოსთვის გრანტის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ (RFE/RL) სასამართლოში უჩივლა შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) და მის თანამდებობის პირებს, კერი ლეიკს და ვიქტორ მორალესს, რათა დაბლოკოს მათი მცდელობა, შეწყდეს აშშ-ის კონგრესის მიერ მედიასაშუალებისთვის დამტკიცებული დაფინანსება.
RFE/RL-ს საჩივარში, რომელიც 18 მარტს აშშ-ში წარედგინა კოლუმბიის ოლქის სასამართლოს, ნათქვამია, რომ კონგრესის მიერ გამოყოფილ სახსრებზე უარი არღვევს ფედერალურ კანონებს, მათ შორის აშშ-ის კონსტიტუციას, რომელიც კონგრესს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ფედერალური ხარჯების საკითხში.
"ახლა იმის დრო არ არის, რომ ადგილი დავუთმოთ ამერიკის მოწინააღმდეგეთა პროპაგანდას და ცენზურას. მიგვაჩნია, რომ კანონი ჩვენს მხარესაა და მთელ მსოფლიოში დესპოტების მიერ ჩვენი აღსასრულის ზეიმი ნაადრევია", — განაცხადა RFE/RL-ს პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა.
14 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას შვიდი სააგენტოს, მათ შორის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) საქმიანობის შეწყვეტის შესახებ, რომელიც რადიო თავისუფლებას და ამერიკის ხმას კურირებს.
ტრამპის ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ გლობალური მედიის სააგენტომ გამოგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ რადიო თავისუფლებას აშშ-ის კონგრესის მიერ დამტკიცებული გრანტი უწყდება.
17 მარტს თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება სათაურით "რადიკალური ამერიკის ხმა", სადაც მაუწყებლისთვის დაფინანსების შემცირების მიზეზად რადიკალური პროპაგანდა დაასახელა.
მეტი რადიო თავისუფლების შესახებ:
- ირაკლი რუხაძე აცხადებს, რომ "რადიო თავისუფლების" საქართველოს ტერიტორიაზე არსებული აქტივებისა და ბრენდის შესყიდვა სურს
- კანონი ჩვენს მხარესაა და მთელ მსოფლიოში დესპოტების მიერ ჩვენი აღსასრულის ზეიმი ნაადრევია — RFE/RL-ს პრეზიდენტი სტივენ კაპუსი
- იან ლიპავსკი: პრაღის მთავრობა ევროკავშირის დონეზე განიხილავს "რადიო თავისუფლების" მომავალს
- თეთრმა სახლმა "ამერიკის ხმისთვის" დაფინანსების შეწყვეტის მიზეზი დაასახელა
- ტრამპმა სააგენტო USAGM-ის შემცირების ბრძანება გასცა, რომელიც "რადიო თავისუფლებას" და "ამერიკის ხმას" კურირებს
-
თბილისში 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელი და 1 აღმზრდელი მოიწამლა — მიმდინარეობს გამოძიება თბილისში 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელი და 1 აღმზრდელი მოიწამლა — მიმდინარეობს გამოძიება
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
კომენტარები