ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია პოლიციამ დროულად დაიწყოს გამოძიება — სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეთა მიერ ორგანიზებული აქციების დროს მომხდარი ჰომოფობიური ძალადობის ინციდენტებს ეხმიანება და პოლიციას ძალადობის ჩამდენი პირების მიმართ დაუყოვნებელი და ქმედითი სამართლებრივი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
"სამწუხაროდ, რიონის ხეობის მცველების უნიკალური და ისტორიულ მოძრაობას აზიანებს ულტრა-კონსერვატიული ძალადობრივი ჯგუფების მობილიზაცია პროტესტის გარშემო, რომლებიც გარდა იმისა, რომ რეგრესული, შოვინისტური და ძალადობრივი რიტორიკით გამოირჩევიან, შეკრების ადგილებში ლგბტქი ადამიანების მიმართ ღია ძალადობას სჩადიან", — აცხადებს ორგანიზაცია.
სოციალური სამართლიანობის ფონდის განცხადებით, ამ პირობებში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია პოლიციამ დროულად დაიწყოს გამოძიება 23 და 24 მაისს რესპუბლიკის მოედანზე მომხდარ ჰომოფობიური ძალადობისა და დევნის ინციდენტებზე, ფალავანდიშვილების მიმართ კი მიიღოს მყისიერი სამართლებრივი ზომები.
ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე მისულ სირცხვილიას აქტივისტებს, სალომე ბარკერსა და ზუკა ბერძენიშვილს ადგილზე მყოფი ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის წევრები დაუპირისპირდნენ. ალექსანდრე ფალავანდიშვილი აქტივისტს პროვოკატორს უწოდებდა, უყვიროდა და ლგბტ სამკლაურის მოხსნას მოითხოვდა.
რიონის ხეობის მცველების მაისურებით მყოფმა პირებმა კორიდორი გააკეთეს, რომ აქტივისტებს ტერიტორია დაეტოვებინათ. ამ დროს ერთ-ერთი მათგანი აქციის მონაწილებს მიმართავდა: "პროვოკაციაზე ნუ ყვებით. გაუშვით არაფერი ხდება".
როგორც სირცხვილიას აქტივისტებმა აღნიშნეს აქციაზე ჰესის მშენებლობის მოწინააღდეგეთა მხარდასაჭერად იყვნენ მისული, რადგან ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა და პროტესტის მხარდაჭერას აპირებდნენ. ბარკერმა განაცხადა, რომ ამ სამკლაურს უკვე ორი წელია ატარებს და "პროვოკაციისთვის" არ გაუკეთებია და არც მის მოხსნას აპირებს.
აქტივისტები დაპირისპირებული ჯგუფებიდან პოლიციამ გამოიყვანა. საბოლოოდ მათ აქცია დატოვეს.
აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა მომხდარი ინციდენტის შეფასებისას დაპირისპირების მიზეზად ლგბტ სამკლაური წარმოაჩინა და არა აგრესიული ჯგუფები. მან ზოგადად ძალადობა და იქ მომხდარი დაპირისპირება დაგმო, თუმცა განაცხადა, რომ "გამომწვევი მიზეზი" შეიძლება სიმბოლიკა გახდეს.
გოლეთიანს სიმბოლიკის გამოყენებაზე განცხადება აქამდეც გაუკეთებია, თუმცა პარტიული სიმბოლიკის გამოყენებას კრძალავდა და ამბობდა, რომ არ სურდა პროტესტი რომელიმე პარტიასთან ყოფილიყო ასოცირებული. გუშინ, 23 მაისს გამართულ აქციაზე მყოფებს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო დროშებისა და პირველი რესპუბლიკის დროშების მიტანა შეეძლოთ. მათი დიდი ნაწილი ადგილზე მისული იყო ჯვრებით, ხატებითა და სხვა ქრისტიანული სიმბოლიკით.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები