ხელისუფლება შუქრუთის პროტესტის მიმართ გულგრილი რჩება — სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) განცხადებით, მიუხედავად იმისა, სოფელ შუქრუთში პროტესტის უკიდურესი ფორმის მიუხედავად, კომპანია ჯორჯიან მანგანეზი და ხელისუფლება მოსახლეობის მოთხოვნების მიმართ გულგრილი რჩება. 11 მაისს აქციის სამმა მონაწილემ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.
შუქრუთის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობის შედეგად სოფელში ცხოვრება შეუძლებელი ხდება, ზიანდება სახლები, ნიადაგი და ნაკვეთები, იკარგება საერთო სავარგულები, ბუნებრივი თუ მატერიალური რესურსი.
"იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია ფაქტიურად განუსაზღვრელი ლიცენზიის პირობებში საქმიანობს და გაუმჭირვალე პრაქტიკებით გამოირჩევა, მოსახლეობის წუხილი იმის შესახებ, რომ მოპოვება ზიანს აყენებს მთელი სოფლის ბუნებრივ და სოციალურ გარემოს დაუყოვნებლივ შესწავლას და რეაგირებას იმსახურებს. მდგომარეობას ამწვავებს ის ფაქტიც, რომ არასათანადო ზედამხედველობის პირობებში მიმდინარე მოპოვებითი სამუშაოები საფრთხის შემცველია ადამიანთა ჯანმრთელობისთვის და შესაძლოა გამოუსწორებელ ზიანს აყენებდეს რეგიონის ბუნებრივ გარემოს", — ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრში აღნიშნავენ, რომ პროტესტი ჯერ კიდევ 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყო, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მომპოვებელი კომპანიის წინაშე ტოვებს, ხოლო ეს უკანასკნელი პასუხისმგებლობას ირიდებს.
"შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში სოფელი შუქრუთის მოსახლეობა მათი საცხოვრებელი გარემოსა და ქონებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას უკვე რამდენიმე წელია ითხოვს. ჯერ კიდევ 2020 წელს შესული მიმართვის მიხედვით, ადგილობრივი მოსახლეობა სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვდა, რომელიც საკითხს დამოუკიდებლად და ექსპერტულ ცოდნაზე დაფუძნებით შეისწავლიდა. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან შუქრუთის მოსახლეობის მოთხოვნების მიმართ გამოვლენილი გულგრილობა არა მხოლოდ ამ სოფელში, არამედ მთლიანად ჭიათურაში არსებული სოციალური და ეკოლოგიური კრიზისისთვის დამახასიათებელია", — ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია მოუწოდებს ცენტრალურ ხელისუფლებას, მიყენებული ზიანისა და კომპენსაციის განსაზღვრისთვის სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი უზრუნველყოს. ამასთან, პროტესტის მონაწილეთა მიმართ რეპრესიული ზომების გატარება არ დაუშვას.
გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაცია ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს, დროულად გამოეხმაურონ შუქრუთის პროტესტს. ამასთან, ისინი მოუწოდებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, სოფლის ტერიტორიაზე ჩაატაროს ინსპექტირება და დაადგინოს ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობის შესაბამისობა სალიცენზიო პირობებთან. ხოლო ჯორჯიან მანგანეზს მიუთითებს, გაასაჯაროვოს მოპოვებული ინფორმაცია გეოლოგიური და ეკოლოგიური გავლენების შესახებ.
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
კომენტარები