ეტყვით პრემიერს საჯაროდ, რომ ასეთ ქვეყანაში ფულს არავინ ჩადებს? — ჯაფარიძე ღარიბაშვილის მრჩეველს
გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე პრემიერმინისტრის მრჩეველს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, ვაზილ ჰუდაკს მიმართავს და ეკითხება ეტყვის თუ არა ღარიბაშვილს, რომ ასეთ ქვეყანაში ფულს არავინ ჩადებს.
"აქ ბევრი თქვენნაირი ექსპერტი გვინახავს ჩამოყვანილი, ზოგს პროკურატურა უნდა გაეხადა დამოუკიდებელი და ზოგს ჯანდაცვის სისტემა უნდა აეწყო, მსოფლიოში საუკეთესო ყველა ამ ექსპერტის ფუნქცია, ერთადერთი ფუნქცია, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ამ ქვეყნის გაჭირვებული მოსახლეობისთვის მორიგი უსაფუძვლო იმედის მიცემა - იქნებ ამან მაინც გვიშველოს, უცხოელია, გამოცდილია, იქნებ ამან იცოდეს და გააკეთოს რამე რაც ამ სიღატაკიდან ამოგვიყვანს. შემდეგ აიღეს ფული და გაქრენ. ასეთ იმედებში ამ გაუბედერულმა ხალხმა უკვე არაერთხელ გადაიხადა ფული საკუთარი გადასახადებით. თქვენ რას აპირებთ? ეტყვით პრემიერს საჯაროდ რომ ასეთ ქვეყანაში ფულს არავინ ჩადებს?", — წერს ჯაფარიძე ფეისბუქგვერდზე.
მისი თქმით, არაა ეს ქვეყანა დიდი და არც ეკონომიკაა ისეთი კომპლექსური, რომ 2-3 საათში ვერ მიხვდეს ეკონომიკურ საკითხებში გათვიცნობიერებული ადამიანი იმას, თუ რა არის გასაკეთებელი, თუ ამის გულწრფელი სურვილი აქვს.
"აქ 4 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა გაჩერებული მხოლოდ ჰიდროენერგეტიკაში იმიტომ რომ ვიღაცას ინვესტორის წარმომავლობა არ მოსწონს, ვიღაცას წყლის დაგუბების ეშინია და ვიღაცას უბრალოდ არ უნდა რომ რუსეთს ჩავეხსნათ, რადგან რუსეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე მილიონებს შოულობს ან უბრალოდ ასეთი ინსტრუქცია აქვს კრემლიდან.
აქ ასობით ათასი ადამიანია ფორმალურად საჯარო თუ ნახევრად საჯარო სექტორში გაფორმებული და არაფრის კეთებაში იღებს ისედაც გაჭირვებული მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახდებიდან ხელფასს, მხოლოდ იმიტომ რომ არჩევნებზე ოჯახის წევრები და ნათესავები ატაროს და სახელისუფლებო პარტია ახაზინოს.
აქ ბოლო 9 წელია გადასახადები მხოლოდ იზრდება და რეგულაციები მხოლოდ მკაცრდება, რადგან ხელისუფლებაში მყოფთ სჯერათ რომ თუ ფურცელზე გადმოვაკოპირებთ კანონებს რომლებიც დასავლეთ ევროპულ ქვეყნებშია, ჩვენც ეგეთი ქვეყანა გავხდებით.
აქ არ არსებობს სასამართლო სადაც შეიძლება სამართალი იპოვო თუ შენი გამართლება პოლიტიკურად წამგებანი იქნება ხელისუფებაში მყოფი პოლიტიკური გუნდისთვის.
აქ თუ დიდი ფულის ჩადება გინდა, ერთ ადამიანთან, ბიძინა ივანიშვილთან უნდა დაალაგო, მოილაპარაკო და არაფორალურ ურთიერთობებში შეხვიდე, რადგან ასეთ საკითხებზე სხვა გადაწყვეტილების მიმღები პირი არ არსებობს ქვეყანაში.
აქ ყველა ფორმალურ მმართველობის ინსტიტუტს ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა აქვს, რადგან ხელისუფლებაში ფაქტობრივად მყოფი პოლიტიკური ძალის შემქმნელი და დამფინანსებელი საჯარო განცხადებით პოლიტიკიდან წავიდა, არჩევნებზე სიის პირველი ნომერი და შემდგომში პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა და ახლა ოპოზიციურ პარტიას ქმნის, ხოლო ის ადამიანი ვის მრჩევლადაც თქვენ ჩამოგიყვანეს არც საარჩევნო სიაში ყოფილა, არც რაიმე დაპირება გაუცია და ყველამ ზუსტად იცის რომ მისი ერთადერთი დამსახურება რის გამოც მაგ თანამდებობაზეა, ისაა რომ ივანიშვილის უსიტყვო მორჩილია.
აქ დე ფაქტო ხელისუფლებას გაცხადებული პოლიტიკა აქვს რომ რუსეთი არ უნდა გააღიზიანოს და შესაბამისად ნებისმიერი პროექტი რომელიც მასშტაბურია თავისი ეკონომიკური მნიშვნელობით წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის ინტერესებთან და შესაბამისად კრემლიდან ვეტოს ექვემდებარება, იქნება ეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი თუ დიდი ზომის ჰიდროელექტროსადგური.
აქ წლებია მილიარდებს ვხარჯავთ სოფლის მეურნეობაში მხოლოდ იმიტომ რომ ეს პოლიტიკურად მომგებიანია, მიუხედავად იმისა რომ მოსახლეობის თითქმის ნახევარი რომელიც ამ სფეროშია დასაქმებული ვერ ქმნის მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-საც კი.
აქ დიდი ფულის ჩადება და დიდი ბიზნესის კეთება თუ გინდა სხვადასხვა ფორმის ხარკი უნდა უხადო საქართველოს საპატრიარქოს, რუსული გრუ-ს რეზიდენტურას საქართველოში, თორემ გიპოვიან სადმე სამ ექვსიანს და იქამდე მოგიქსევენ ზომბირებულ მრევლს, სანამ თვითმფრინავის ტრაპიდან არ დაიქნევ ხელს.
აქ ეს ყველაფერი და მილიონი სხვა რამ თუ გააპროტესტე, დაგაჯარიმებენ, დაგიჭერენ, იარაღს ან ნარკოტიკს ჩაგიდებენ, ბოტებს მოგისევენ და გაგაშავებენ, გცემენ და იქით დაგდებენ ბრალს თავდამსხმელის ცემაში, გარშემო ყველას დაგიშინებენ ან დააჯერებენ რომ ბრძოლას აზრი არ აქვს", — წერს ჯაფარიძე.
პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მიმართულებით მრჩეველი 7 მაისს წარადგინა. მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები, რაც ნიშნავს, რომ მოხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და აქედან გამომდინარე შეარჩიეს ვაზილ ჰუდაკი ამ პოზიციაზე.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები