ომბუდსმენი: ორი ცალი გადაჭრილი ბოთლის გამო პირი 32 საათზე მეტია დაკავებულია
ფოტო: Shutterstock
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოქალაქის დაკავებას უკანონოს უწოდებს:
"23 თებერვლის დილის 5:42 საათზე სამართალდამცავებმა უსაფუძვლოდ და უკანონოდ დააკავეს მოქალაქე ა.კ., რომელიც ამ დრომდე არის თავისუფლებააღკვეთილი".
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ადამიანის თავისუფლების უფლებაში "უპრეცედენტო ინტენსივობის უხეში ჩარევა" დაფიქსირდა, რაც, უწყების ცნობით, უსაფუძვლოც იყო.
სახალხო დამცველი იუწყება, რომ მოქალაქის დაკავების საფუძველი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავი პირების მიერ ამოღებული კოკა–კოლასა ერთი გადაჭრილი ხუფიანი ბოთლი გახდა, მასზე არსებული ნამწვით.
"ლიკანის გადაჭრილი ხუფიანი ბოთლი, კალკის ნაჭრით და 6 ცალი შპრიცი ხუფითა და ნემსებით. ამ ნივთების საფუძველზე დააკავეს ა.კ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის ბრალდებით, რისთვისაც კანონი ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - აცხადებს ნანუაშვილი.
ომბუდსმენი აცხადებს, რომ ჩხრეკა გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანი იყო, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის შესახებ ბრალდება, თუმცა, ნანუაშვილის თქმით, ჩხრეკის ოქმის თანახმად, მხოლოდ ბოთლები აღმოაჩინეს და არა ცეცხლსასროლი იარაღი ან სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი.
დაკავების ოქმის მიხედვით, ა.კ.–ს დაკავების საფუძვლად მითითებულია:
- პირს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე;
- პირზე, მასთან ან მის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ჩადენილი დანაშაულის აშკარა კვალი;
- პირი შესაძლოა მიიმალოს.
ომბუდსმენის თქმით, არცერთი საფუძველი არ არსებობდა მოქალაქის დაკავებისას, რამდენადაც თავად ჩხრეკის ოქმების თანახმად:
- როდესაც აკავებდნენ, არ ჩადიოდა დანაშაულს;
- სახეზე არ იყო დანაშაულის აშკარა კვალი.
- აღმოჩენილი ბოთლები და შპრიცები არ წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის აშკარა კვალს.
განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც,
შპრიცები და ბოთლები იყო ცარიელი,
- არანაირი სხვა წინარე ინფორმაცია არ ამყარებდა ვარაუდს, რომ მას შესაძლოა, ჰქონოდა ნარკოტიკი.
- მისი ჩხრეკა მიმდინარეობდა ცეცხლსასროლი იარაღის აღმოჩენის მიზნით, რაც ასევე არ იყო დასაბუთებული ვარაუდით გამყარებული – ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მხოლოდ პოლიციელის გამოკითხვის ოქმი გახდა ჩხრეკის საფუძველი;
- არ არსებობდა მიმალვის საფუძველი, რამდენადაც თავად დაკავებისა და ჩხრეკის ოქმების თანახმად, ჩხრეკა მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, იგი წინააღმდეგობას არ უწევდა პოლიციას, რასაც ასევე თავად შეესწრო სახალხო დამცველის წარმომადგენელი.
ომბუდსმენი დასძენს, რომ აღნიშნული პირის დაკავება სასამართლოს განჩინების საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა ბოთლებზე და შპრიცებზე ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, ნარკოტიკული საშუალების კვალის აღმოჩენის შემთხვევაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის და 2017 წლის გადაწყვეტილებებით, პირისთვის თავისუფლების აღკვეთა მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვის გამო არაკონსტიტუციურადაა ცნობილი.
"იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოხსენებული ბოთლები წარსულში გამოყენებული იყო აღნიშნული მიზნით, ა.კ.-ს დაკავება ერთმნიშვნელოვნად არღვევს კონსტიტუციას და წარმოადგენს პირის თავისუფლების ხელშეუხებლობის უხეშ დარღვევას" - აცხადებს სახალხო დამცველი.
ომბუდსმენი დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები