ვერ დამიჭერთო, დაიჭირეს, ვერ გადამიხდითო, გადაუხადეს, არც ამნისტიაზე იტყვის უარს — პაპუაშვილი მელიაზე
ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა და "მისი ვირტუალური ლეგიონი" ცდილობს, პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოზე დათანხმება "ციხიდან ღირსეულ გამოსვლად გააფორმონ".
"რა აურაცხელ სტატუსში იხარჯება ნაციონალური მოძრაობა და მისი ვირტუალური ლეგიონი, რომ ნიკა მელიას მიერ გირაოზე დათანხმება, რომელზე არდათანხმების გამოც იყო წინასწარ პატიმრობაში, რამენაირად ციხიდან ღირსეულ გამოსვლად გააფორმონ", — წერს პაპუაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე.
მისი თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ საკუთარ თავს ღირსეული გამოსავალი არ დაუტოვა.
"სამწუხარო სანახავია, მაგრამ ფაქტია, რომ მათ არც ნიკა მელიას და არც საკუთარ თავს, დიდი ხანია, ღირსეული გამოსავალი აღარ დაუტოვეს და ახლა, მისი და საკუთარი თავების, ამ სირცხვილიდან გამოძვრენას ცდილობენ, რომელიც, ნაწილობრივ, საკუთარ ქვეყანასაც აკადრეს.
ვერ დამიჭერთო, დაიჭირეს; ვერ გადამიხდითო, გადაუხადეს; ამნისტიაზე ვერ დამითანხმებთო — არც მაგაზე იტყვის უარს", — აცხადებს პაპუაშვილი.
დღეს, 8 მაისს ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა. გადარიცხვა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შუამავლობით განხორციელდა.
ახლა პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით, რათა მელიას პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს. პროკურატურაში აცხადებენ, რომ თანხა ჯერ არ ასახულა და როცა აისახება, დაიწყებენ შესაბამის პროცედურებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ პროცედურების დასაწყებად თანხის ასახვა არაა საჭირო. მეტიც, საია-ს თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განმარტებით, პროკურატურას აქამდეც შეეძლო ამ პოროცედურის დაწყება.
გაიგეთ მეტი:
- მელიას გირაოს გადახდა კი არაა მთავარი, მთავარია ვინ გადაიხადა — ოქრიაშვილი
- გავრილოვის ხარკის დასაფარი თანხა გადმოურიცხა მელიას ევროკავშირმა — სამადაშვილი
- იმედია, მელიას გამოსვლის შემდეგ ენმ-ს პარლამენტს გარეთ ყოფნის ნაკლები არგუმენტი დარჩება — რაქვიაშვილი
- საია ამბობს, რომ მელიას გირაოს გადახდის ქვითარი პროკურატურას გაუგზავნა — უწყების თქმით, მათთან მეილი არ მისულა
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები