ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაო გადაიხადა
ევროკავშირმა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს თანხა — 40 000 ლარი გადაიხადა. ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ თანხა გამოყო ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ იგი ხელისუფლება გადასცა.
"ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ნიკა მელიას საქმე
ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება. მას ამ საქმისთვის შეფარდებული ჰქონდა გირაო და ელექტრონული სამაჯურის ტარება, რომელიც ერთ-ერთ აქციაზე დემონსტრაციულად მოიხსნა. ამის შემდეგ პროკურატურამ ხელახალი გირაო მოითხოვა, თუმცა მელიამ გადახდაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ ამავე საქმეზე გირაო ერთხელ უკვე გადახდილი აქვს. ენმ-ის ლიდერი აცხადებდა, რომ არ გადაიხდის და ვერ დაიჭერენ, თუმცა უწყებამ სასამართლოში მისი პატიმრობა მოითხოვა, რისთვისაც ნებართვა პარლამენტისგან სჭირდებოდა, რადგან, ბოიკოტის მიუხედავად, მელია დეპუტატია. ქართული ოცნების პარლამენტი პროკურატურას დაეთანხმა და ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მეორედაც მოუხსნა. 2020 წლის 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პატიმრობის შეფარდების შემდეგ, მელია ენმ-ის ოფისში მივიდა სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად, რომლებიც აცხადებდნენ, რომ პოლიციას მისი დაკავების საშუალებას არ მისცემდნენ. პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის გამო ენმ-ის ლიდერის დაკავება გადაიდო. თანამდებობის დატოვება გახარიამ სწორედ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ გუნდში ამაზე "აზრთა სხვადასხვაობა" იყო. ახალი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნიდან რამდენიმე საათში კი, 23 თებერვალს, მელია დააკავეს, თან ისე, რომ სპეცრაზმი ენმ-ის ოფისში შევიდა როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან და ოთახში გამოიყენეს გაზიც.
ნიკა მელია ამ დროისთვის რუსთავის ციხეში იმყოფება. მისი გათავისუფლება ევროკავშირის მედიატორობით გამართული მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები