ორივე მხრიდან არის ნება, რომ გარეჯის საკითხი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს — ზალკალიანი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, ორივე მხრიდან არის ნება, რომ დავით გარეჯის საკითხი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს, ისე, როგორც სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერება და ისე, რომ არც ქართული და არც აზერბაიჯანული მხარის ინტერესი დაზიანდეს.
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა მინისტრმა განაცხადა, რომ შეხვედრებზე მხარეები ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად შეთანხმდნენ.
"ვისაუბრეთ ისეთ სენსიტიურ თემაზე, რაც დაკავშირებულია საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხთან. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ უმაღლეს დონეზე შეხვედრის დროს გამოითქვა ორივე მხრიდან მზაობა და ნება, იმისა, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს, ისე, როგორ შეეფერება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და ჩვენს ინტერესებს, ისე, რომ არ დაზიანდეს არც ქართული და არც აზერბაიჯანული მხარის ინტერესი. ამის თქმის საფუძველს მაძლევს სწორედ დღეს გამართული შეხვედრები, სადაც კიდევ ერთხელ იქნა აღნიშნული, რომ საკითხები უსწრაფესად უნდა მოგვარდეს და ამისთვის მომავალში გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები. აზერბაიჯანელ კოლეგასთან, რა თქმა უნდა, მქონდა ამაზე საუბარი", — განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, პანდემიამ დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის საქმიანობა შეაფერხა, მაგრამ ამბობს, რომ მზაობა არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად განახლდეს კომისიის მუშაობა.
"ასევე, ვისაუბრეთ მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ვთანამშრომლობთ ისეთი ორგანიზაციის ფორმატში, როგორიც არის სუამი, სადაც წელს საქართველო არის თავმჯდომარე ქვეყანა და ბუნებრივია ამ ორგანიზაციის ფარგლებშიც არის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლის გამოყენებაც იქნება ხელსაყრელი, როგორც ორმხრივ კონტექსტში ისე მრავალმხრივ კონტექსტში და ყველა ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნისთვის. რომ შევაჯამოთ, ძალიან სასარგებლო, ნაყოფიერი და რაც მთავარია უარესად დროული ვიზიტი იყო. განხილული თემები და სულისკვეთება, რომელიც იყო ამ მოლაპარაკების პროცესში განსაკუთრებით უმაღლესი თანამდებობის პირების დონეზე, პრემიერმინისტრსა და პრეზიდენტს შორის, მე მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალში და ეს სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად კიდევ ახალ იმპულსს შეიძენს", — აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად ბაქოში ვიზიტით 5 მაისს ჩაფრინდა.
აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია/დემარკაციის პროცესში ერთ-ერთ სადაო მონაკვეთს დავით გარეჯის კომპლესში არსებულ მონასტრებზე გადის. გასული წელს საქართველოს ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ მოიპოვეს დოკუმენტები, რომელიც საზღვრის სადაო მონაკვეთს საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდება. მთავარ არგუმენტად მიიჩნევა 1936-37 წლებში გამოშვებული 1:200 000 მასშტაბის რუკა. თუმცა სახელმწიფო საზღვრის დამდგენ კომისიებს, როგორც საქართველოს ისე აზერბაიჯანის მხრიდან ამ დრომდე ერთობლივი სხდომა არ გამართულა.
აღნიშნული რუკის რელევანტურობასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა არსებობს. ამავე დროს ის მთავარი მტკიცებულებაა ე.წ. კარტოგრაფების საქმეში.
გასული წლის 29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობას. მათივე განცხადებით, დაიწყო გამოძიება, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გაცემისკენ მიმართული მოქმედებას ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყნისთვის 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.
ორიგინალი რუკებისა, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა.
- 1936-37 წლის რუკა უვარგისია, ვერ გამოდგება მეორე მხარესთან არგუმენტად — მელაშვილი
- დეკანოზი ჭიკაიძე: რუკებისთვის მამა კირიონმა ღარიბაშვილს მიმართა, რომლის თხოვნით ივანიშვილი ხიდაშელს დაუკავშირდა
საგამოძიებო ორგანოებმა ამ საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირებდა.
7 ოქტომბერს კომისიის წევრები დააკავეს და პატიმრობა შეუფარდეს. ორივე მათგანი გირაოს სანაცვლოდ 28 იანვარს გაათავისუფლეს.
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები