"აღარ მინდა, თავს მონად ვგრძნობდე" — ქართველი მოდელები მძიმე სამუშაო პირობებზე საუბრობენ
ფოტო: Sonny Vandevelde / Getty Images
6-9 მაისს ქართული მოდის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება — თბილისის Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული პანდემიის გამო დისტანციურად გაიმართება. ამ მოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე კი ქართველი მოდელები მძიმე და შეუსაბამო სამუშაო გარემო-პირობებზე ღიად ალაპარაკდნენ.
ამასთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია პირველად მოდის ქართულ ვებსაიტზე FashionHolics Online გამოქვეყნდა.
მარიშა ურუშაძე
ფოტო: Sonny Vandevelde
როგორც წესი, მოდის ხსენებაზე პირველ ასოციაციად გლამური და ფუფუნება გვიჩნდება, თუმცა სოციალურ ქსელებში დაწყებული ერთგვარი კამპანიით ამ სფეროს წარმომადგენლებმა მონეტის მეორე მხარის ჩვენება განიზრახეს.
ინსტაგრამის პირად გვერდზე ერთ-ერთმა ცნობილმა ქართველმა მოდელმა, მარიშა ურუშაძემ პირველმა დაიწყო ამ თემაზე საუბარი:
"არ გვქონდა ჩამოსაჯდომი ადგილი, არც ტუალეტი იმავე შენობაში (გოგოების ნახევარს მენსტრუაცია ჰქონდა და ზოგიერთ მათგანს ტამპონის გამოცვლა კიბეებზე მოუწია), არ უზრუნველყვეს ტრანსპორტით ჩვენი გადაადგილება, არც კვება და ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ამაში დამნაშავეც არავინ იყო. ანაზღაურებაზე არც კი ვისაუბრებ, რაც ჩვენს შრომასთან შედარებით უბრალოდ სასაცილოა", — წერს მოდელი Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულთან დაკავშირებული ერთ-ერთი გადაღების შესახებ ინსტაგრამის ე.წ. Story-ში.
გუჩის და მარკ ჯეიკობსის სამოდელო სახლების მოდელი, მარიშა ურუშაძე დასძენს იმასაც, რომ მათი სამუშაო გრაფიკი 9-10 საათს მოიცავდა და პანდემიის გამო არსებული ტრანსპორტის შეზღუდვების მიუხედავად, მათი გადაადგილებაც კი არ იყო უზრუნველყოფილი.
"აღარ მინდა, თავს მონად ვგრძნობდე. დროა, ორგანიზატორებმა ისწავლონ, თუ როგორ უნდა იზრუნონ ჩვენს ელემენტარულ საჭიროებებზე", — დასძინა ურუშაძემ.
მარიშას ამ განცხადებას მალევე ამ სფეროში მომუშავე სხვა ადამიანებიც გამოეხმაურნენ. მათ შორის აღმოჩნდა ბალენსიაგას მოდელი ანი გავვა, რომელმაც ზოგადად ამ სფეროში გაწეული შრომისთვის სრულიად შეუფერებელი ანაზღაურების პრაქტიკაზე ისაუბრა.
"საზღვარგარეთ ერთ ჩვენებაზე საშუალოდ იხდიან 3 000/10 000 ეროვნულ ლარს ჩვენი ვალუტით. არანაკლებ ენერგიას და შრომას ვდებთ საქართველოშიც იმისთვის, რომ 200 ლარზე ვმათხოვრობდეთ, როდის ჩაგვირიცხავენ. თუ იმის პრეტენზია გვაქვს, რომ ზოგიერთი დიზაინერის ტანსაცმელი იყიდება ზუსტად იმავე ფასში, რაც დიდი და შემდგარი ბრენდების, [მაშინ] 1 ლუქის საფასური არ უნდა იყოს 20 მოდელის ერთიანი ჰონორარი", — წერს ანი გავვა ასევე ინსტაგრამის პირად გვერდზე.
ამ განცხადებებს მხარი დაუჭირეს ქართული მოდის სფეროს სხვა ისეთმა ცნობილმა წარმომადგენლებმაც, როგორებიც არიან ფოტოგრაფი ლუიზა ჩალათაშვილი და მოდელები თაკო ნაცვლიშვილი თუ თათია ახალაია. სოლიდარობის წერილი გაავრცელა სამოდელო სააგენტო Look Modéls Managemént-მაც:
"ვიმედოვნებ მომავალში ქართული მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები და მათი მიმდევრები, სამოდელო პროფესიას აღიქვამენ ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მთავარ მამოძრავებელ ძალად მოდის ინდუსტრიაში და ვიმედოვნებთ, რომ ექნებათ შესაბამისი დაფასება და თანასწორი მოპყრობა!!!" — ვკითხულობთ განცხადებაში.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მალევე ოფიციალური განცხადება გაავრცელა Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-მა. ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში ორგანიზატორებმა აღიარეს "მთელი რიგი პრობლემების" არსებობა:
"სამწუხაროდ, მსოფლიო პანდემიის Covid-19 გამოწვევებმა უდიდესი დარტყმა მიაყენა ჩვენს სექტორს. ექსტრემალურ ვითარებაში ჩვენმა გუნდმა შეძლო მოდის კვირეულის ორგანიზება ციფრულ ფორმატში, ისევე როგორც წამყვანმა საერთაშორისო მოდის კვირეულებმა.
ამ პერიოდში გამოვლინდა მთელი რიგი პრობლემების, რომელიც მეტ კომუნიკაციას, ჩართულობასა და თანამშრომლობას საჭიროებს".
ამავდროულად კი მოდელების ბრალდებების ადრესატებად სულ სხვა პირები დაასახელეს:
"სამწუხაროდ, სოციალურ მედიაში ჩვენს მიმართ უამრავი ცილისმწამებლური განცხადება მოვისმინეთ.
აქვე განგიმარტავთ, ყველა წამოჭრილი პრობლემა და საკითხი განხილული უნდა იყოს კომუნიკაციის სხვა ფორმატსა და ჭრილში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში - მოდელებზე პასუხისმგებელ სააგენტოს და დამქირავებელ დიზაინერს შორის. კერძოდ, რა პირობებით და რა მოთხოვნებით (ჰონორარი, კვება, ტრანსპორტირება, სამუშაო გრაფიკი და ა.შ) იმუშავებს მოდელი მოდის კვირეულსა თუ სხვა ღონისძიებებში.
მოგეხსენებათ, მოდელები სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმყოფებიან დიზაინერებთან და სამოდელო სააგენტოებთან, შესაბამისად გამოვლინდა გარკვეული ტიპის ხარვეზები, რაც ხელის შემშლელი აღმოჩნდა სამუშაო პროცესში.
ჩვენ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, მზად ვართ ხელი შევუწყოთ თანამედროვე სტანდარტების დანერგვას ჩვენს ბიზნესში, მათ შორის, შრომითი უფლებების და უკეთესი სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვითვალისწინებთ კრიტიკულ მოსაზრებებს და ამ ყოველივეს გამოვიყენებთ ამ სფეროს განვითარებისთვის და გავაგრძელებთ ქართული მოდის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე".
მოდის ინდუსტრია საქართველოში დასავლეთის წამყვან ქვეყნებთან შედარებით ახალი და ნაკლებად განვითარებული სფეროა. ეს კი პირველი შემთხვევაა, როცა ქართველი მოდელები შეუსაბამო სამუშაო პირობებზე ღიად ალაპარაკდნენ.
მოდის სამყარო ზოგადად ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი სფეროა, როცა საქმე ადამიანის უფლებებს ეხება და ამჟამად არსებული ცვლილებების გათვალისწინებით, ბევრი იმედოვნებს, რომ მსგავს ღიაობას შესაბამისი შედეგიც მოჰყვება.
-
არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა და ნაშოვნ თანხას ართმევდა — პროკურატურამ მშობელს ბრალი წარუდგინა არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა და ნაშოვნ თანხას ართმევდა — პროკურატურამ მშობელს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
გრძელი გზა, რომელსაც განგებ ირჩევ სახლში დასაბრუნებლად გრძელი გზა, რომელსაც განგებ ირჩევ სახლში დასაბრუნებლად
-
7 ნიშანი, რომ დასვენება კი არა, გაჩერება გჭირდება 7 ნიშანი, რომ დასვენება კი არა, გაჩერება გჭირდება
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი სოციალური მედიის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი სოციალური მედიის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
დასვრილი ჭურჭელი, რომელსაც ღამით ნიჟარაში დატოვე, სიზარმაცეს არ ნიშნავს — აი, რატომ დასვრილი ჭურჭელი, რომელსაც ღამით ნიჟარაში დატოვე, სიზარმაცეს არ ნიშნავს — აი, რატომ
-
ტესტი: გამოიცანი კომპანია პროდუქტის მიხედვით ტესტი: გამოიცანი კომპანია პროდუქტის მიხედვით
-
თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი წყალში დაიხრჩო თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი წყალში დაიხრჩო
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად ლაშა მარგიშვილი დაინიშნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად ლაშა მარგიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფს, რომ გემი SAVIR TIGER ოკუპირებული აფხაზეთის ნავსადგურში შევიდა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფს, რომ გემი SAVIR TIGER ოკუპირებული აფხაზეთის ნავსადგურში შევიდა
გადახედვა
-
რატომ არ უნდა შეგვაშინოს ბაზრის ვარდნამ და როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენს სასარგებლოდ რატომ არ უნდა შეგვაშინოს ბაზრის ვარდნამ და როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენს სასარგებლოდ
-
34 150 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა — naec.ge აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს 34 150 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა — naec.ge აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის
-
8 წლის მაქსიმე კახიძის ვიდეომიმართვის შემდეგ, ნიუ იორკის მერმა ბრუკლინში სათამაშო მოედანი გახსნა | ვიდეო 8 წლის მაქსიმე კახიძის ვიდეომიმართვის შემდეგ, ნიუ იორკის მერმა ბრუკლინში სათამაშო მოედანი გახსნა | ვიდეო
გადახედვა
-
UN-ის 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს UN-ის 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
მეორად ტანსაცმელში დამალული საფრთხეები და რისკები მეორად ტანსაცმელში დამალული საფრთხეები და რისკები
-
აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია
გადახედვა
-
სნოს საჯარო სკოლაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვას მუნიციპალური განვითარების ფონდი უარყოფს სნოს საჯარო სკოლაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვას მუნიციპალური განვითარების ფონდი უარყოფს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე ირმა ინაშვილი: მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული გივი მიქანაძე: იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული
გადახედვა
-
ენდრიუ გარფილდის თქმით, ჰოლივუდის დატოვებაზე ხშირად ფიქრობს ენდრიუ გარფილდის თქმით, ჰოლივუდის დატოვებაზე ხშირად ფიქრობს
გადახედვა



კომენტარები