ერეკლე ბაღაშვილი — ველომოგზაური, რომლის ჟინიც არასდროს ჩერდება
ფოტო: საქართველოს ბანკი
იცით, რითი განსხვავდებიან მუდმივად მოქმედი ადამიანები სხვებისგან? ისინი ყოველთვის იმ გზას ირჩევენ, სადაც სხვები შესაძლებლობას ვერ ხედავენ. და ეს იმიტომ, რომ მათ ჟინი ამბოძრავებთ. ჟინი არ არის მხოლოდ სურვილი ან ამბიცია. ეს არის შინაგანი ძალა, რომელიც დანებებას არ ცნობს.
თუ გზა მარტივია, ჟინი ქრება. მაგრამ საკმარისია წინ თავგადასავლებისა და დაბრკოლებების მთელი სერია გამოჩნდეს, ჟინი ნამდვილ ცეცხლად იქცევა და იწყება ბრძოლა გამარჯვებამდე.
საქართველოს ბანკი სწორედ ასეთი შეუჩერებელი და მებრძოლი ადამიანების აღმოჩენასა და მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ადამიანების, რომლებიც მუდმივად ვითარდებიან, წინ მიიწევენ და არ ჩერდებიან, რადგან როგორც ჩვენი გმირი ამბობს:
დღეს თუ დამარცხდი, ხვალ შეგიძლია ყველაფერი თავიდან დაიწყო.
გიყვებით ერეკლე ბაღაშვილზე, 25 წლის ველომოგზაურზე, რომელიც მალე მსოფლიო რეკორდის დამყარებას აპირებს. სამომავლო გეგმებამდე კი, გიამბობთ თუ რა გზა გაიარა მან და როგორ შექმნა თავისი შეუჩერებელი ჟინი.
პირველი გამარჯვება
ველოსიპედის მიმართ ინტერესი მაშინ გაუჩნდა, როდესაც 8 წლის ასაკში ლეგენდარულ ჯუმბერ ლეჟავას შეხვდა. სწორედ ეს შეხვედრა იქცა მისთვის შთაგონებად, რომელმაც მომავალში დიდ გეგმებზე ფიქრი დააწყებინა. დაახლოებით ერთი წლის წინ კი, პირველი ველოც შეიძინა და ბავშვობის ოცნებების ახდენა დაიწყო.
რამდენი მწვერვალიც არ უნდა დაიპყრო, პირველი გამარჯვებით მოტანილ თავისუფლებას, ბედნიერებასა და ემოციას ვერაფერი შეცვლის. ერეკლესთვის ასეთი სამცხე-ჯავახეთის გავლით, თბილისი-ბათუმის სამ დღიანი ველომოგზაურობა აღმოჩნდა.
თავიდან ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, თუმცა, მოგზაურობის მესამე დღეს აჭარის მთებში, ხულოსთან, გოდერძის უღელტეხილზე ერეკლე ველოდან გადავარდა და საკმაოდ ძლიერი დაზიანებები მიიღო. დანიშნულების ადგილამდე 120 კილომეტრი აშორებდა, ამიტომ მოიკრიბა ძალა, კვლავ დაიწყო პედლების ტრიალი და სრული შემართებით განაგრძო გზა. მისთვის ეს იყო პირველი გამარჯვება და რწმენა იმისა, რომ ყველაფერი შესაძლებელია.
“გოდერძის უღელტეხილზე ველოსიპედიდან გადავვარდი და ძლიერი დაზიანებები მივიღე. ერთდროულად ვიგრძენი ტკივილი, დაღლილობა, შიშიც კი. მაგრამ ყველაზე მეტად ბორბლებში მოყოლილი ჰამაკი მედარდებოდა. ვინაიდან, მასთან არაერთი ისტორია, მათ შორის ამაზონის ჯუნგლებში გატარებული დღეები მაკავშირებდა. დანებების დრო არ იყო, მეგობრის დახმარებით, მოვიკრიბე ძალა, დავჯექი ველოზე და ჯიუტად გავაგრძელე გზა“ —იხსენებს ერეკლე ბაღაშვილი.
ჟინი ყველაფერს შეგაძლებინებს
ეს ყველაფერი მისთვის ახალი ცხოვრების დასაწყისი იყო. იმ დღიდან ერეკლე თავგადასავლებისა და მუდმივი ადრენალინის ძიებაშია.
და მართლაც, პორტუგალიაში ყოფნისას, გაბედულმა ველომოგზაურმა ერთი გიჟური, დაუჯერებელი იდეის განხორციელება დაისახა მიზნად. დაისახა და შეასრულა კიდეც, პორტუგალიიდან საქართველომდე არსებული 5091 კილომეტრი 67 დღეში დაფარა.
ცხელი მზე, წვიმიანი დღეები, რთული გზები და ცვალებადი კლიმატი, ერეკლესთვის მხოლოდ მორიგი გამოწვევა იყო საკუთარი შესაძლებლობების დასამტკიცებლად. 10 ქვეყანა გაიარა ისე, რომ ყველაზე რთულ გზებზეც კი თავს უსაფრთხოდ და თავისუფლად გრძნობდა. როგორც თავად აღნიშნავს, ჟინი არის ძალა, რომლის გამოც გონება გაუტეხელი ხდება, ასეთ დროს კი არ არსებობს გადაულახავი გამოწვევა.
“როცა ეს მოგზაურობა დავიწყე არც მიფიქრია რომ ვერ შევძლებდი., თუმცა თავისუფალი გონება ყოველთვის იპოვის გზას. და მეც შეუჩერებლად ვაგრძელებდი სვლას.“ — ამბობს ერეკლე.
ჟინი, მსოფლიო რეკორდის მოხსნას აპირებს
პორტუგალიიდან დაბრუნების შემდეგ, ველომოგზაურის დაუღალავმა ჟინმა მსოფლიო რეკორდის დამყარება განიზრახა. ამჯერად, ერეკლე აპირებს ვაშლოვნის დაცული ტერიტორიებიდან გრიგოლეთამდე მანძილი 30 საათზე ნაკლებ დროში დაფაროს.
მისი თქმით, ეს გამოწვევა მხოლოდ ფიზიკური ძალის გამოცდა არაა. ეს არის ჯიუტი ნების, მენტალური გამძლეობის და შინაგანი ჟინის გამოცდა. რა დროსაც თითოეული კილომეტრი, გორაკი და წამი იქნება იმის მტკიცებულება, რომ ჟინი არასდროს ჩერდება. ველომოგზაურის თქმით, ეს რეკორდი გახდება ერთგვარი ბილეთი მსოფლიო სპორტისკენ.
“მჯერა რომ საკმარისი ფიზიკური მონაცემები და პოტენციალი მაქვს იმისთვის, რომ ულტრაველო სპორტში პროფესიონალურად ჩავერთო. შემდეგი ნაბიჯი 2026 წლის Transcontinental Race-ზე გასვლაა. ევროპის ყველაზე დიდი ულტრაველო რბოლა. დაახლოებით იმავე მარშრუტის, რაც პორტუგალიიდან 67 დღეში გამოვიარე, ორ კვირაში, დაფარვა მომიწევს.“ — აღნიშნავს ერეკლე.
ეს ყველაფერი გვახსენებს, რომ ერეკლესნაირი ადამიანები ჩვენთვის შთაგონების წყაროა. მათი შეუჩერებელი ჟინი, დაუღალავი ენერგია და მომავლის იმედი გვიჩვენებს, რომ არ არსებობს მწვერვალი, რომლის დაპყრობასაც ვერ შევძლებთ. რადგან მაშინ, როცა წინ თითქოს შეუძლებელი გველოდება, ჟინი გვაძლევს ძალას, არ დავნებდეთ და გავაგრძელოთ გზა გამარჯვებისკენ.
ერეკლე ბაღაშვილის დაუოკებელი ჟინის შესახებ კიდევ უფრო მეტის გაგება ამ ვიდეოში შეგიძლიათ.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები