EXPERT BY TEGETA — თეგეტა მოტორსის ახალი ვლოგების სერია YouTube არხზე
ფოტო: თეგეტა
თეგეტა მოტორსმა, მომხმარებელთა ინფორმირების მიზნით, YouTube არხზე სრულიად ახალი ვლოგების სერია EXPERT BY TEGETA შექმნა. ინიციატივა მიზნად ისახავს, ავტომობილის მფლობელებს მარტივი და პრაქტიკული ფორმით მიაწოდოს ის ინფორმაცია, რომელიც მათ ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად გაამარტივებს. სერია მოკლე ვიდეოებს აერთიანებს, სადაც განხილულია ავტომობილის მოვლა, ტექნიკური გადაწყვეტილებები და უსაფრთხოების სტანდარტები.
პროექტის მთავარი ღირებულებაა, მომხმარებელს მისცეს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად მიიღოს გააზრებული გადაწყვეტილებები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ზეთის, საბურავების, სამუხრუჭე სისტემისა და სხვა ტექნიკური კომპონენტის შერჩევა. ვიდეოებში რჩევებსა და გამოცდილებას თავად თეგეტა მოტორსის გამოცდილი თანამშრომლები, ავტომობილების ექსპერტები გვიზიარებენ, რომლებიც ფლობენ არა მხოლოდ ტექნიკურ ცოდნასა და ექსპერტიზას, არამედ კარგად ესმით მომხმარებელთა საჭიროებებიც.
ელენკა კოხრეიძე, თეგეტა ჰოლდინგის მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: “ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, მომხმარებელს მხოლოდ სერვისი კი არ შევთავაზოთ, ცოდნაც გავუზიაროთ. თეგეტა მოტორსში ვქმნით სრულფასოვან გამოცდილებას, სადაც ტექნიკური მომსახურება ერწყმის განათლებას და ცნობიერების ამაღლებისკენაა მიმართული. აღნიშნული პროექტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება, აღმოვფხვრათ ინფორმაციის დეფიციტი და მომხმარებელს მივაწოდოთ ზუსტი, გასაგები პასუხები კითხვებზე, რატომ და რისთვის არის აუცილებელი კონკრეტული სერვისი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ჩვენი თეგეტას რეალური თანამშრომლები არიან. გამოცდილი პროფესიონალები, რომლებსაც კარგად ესმით არა მხოლოდ ავტომობილის ტექნიკური საჭიროებები, არამედ მომხმარებლის მოლოდინებიც. სწორედ ამიტომ ჩვენ ვეყრდნობით გამჭვირვალობას, ეს არ არის მოწოდება — შეიძინე თეგეტა ეს არის ღია, ყველასთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რომელსაც ნებისმიერ დროს ნახავთ YouTube-ზე და გაეცნობით, იმისთვის, რომ თქვენი ავტომობილის მოვლასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებები თავადვე მიიღოთ“.
ფოტო: თეგეტა
EXPERT BY TEGETA უკვე ხელმისაწვდომია თეგეტა მოტორსის YouTube არხზე და ამ ეტაპზე მოიცავს რვა საგანმანათლებლო ვიდეოს. თითოეული მათგანი კონკრეტულ თემას ეძღვნება და მაყურებელს სთავაზობს პრაქტიკულ რჩევებს ავტომობილის მოვლისა და უსაფრთხოებისთვის.
პირველი ვიდეო საბურავების სეზონურ შერჩევას უკავშირდება. მაყურებელი იღებს ცოდნას, როგორ უნდა შეარჩიოს საბურავი სეზონისა და მართვის სტილის გათვალისწინებით, უსაფრთხოებისა და კომფორტის მაქსიმალურად დასაცავად.
ვიდეოების სერიაში საუბარია ზეთის შეცვლის მნიშვნელობაზეც. ექსპერტები განმარტავენ, როგორ უნდა განასხვავოს მძღოლმა სხვადასხვა ტიპის ზეთი, რატომ არის აუცილებელი მისი რეგულარული გამოცვლა და რა გავლენას ახდენს ეს ძრავის სიცოცხლისუნარიანობაზე.
კიდევ ერთი ვიდეო მომხმარებელს ეხმარება, განსაზღვროს, როდის უნდა შეცვალოს საბურავი. მასში დეტალურად არის განხილული ნიშნები, რომლებიც ცვეთისა და უსაფრთხო მოძრაობის რისკის მაჩვენებელია.
თეგეტა მოტორსის ექსპერტები მაყურებელს დეტალურ გზამკვლევს სთავაზობენ სტანდარტულ სერვისებთან დაკავშირებითაც, რომელიც მოიცავს ზეთისა და ჰაერის ფილტრის შეცვლას, სამუხრუჭე სისტემის შემოწმებას, სავალი ნაწილის დათვალიერებას, ელექტროდიაგნოსტიკასა და თვლების გასწორებას.
საუბარია ზეთის სიბლანტის შესახებაც. მაყურებელი სწავლობს, თუ როგორ განსხვავდება ზეთები ერთმანეთისგან, რომელი სიბლანტე რა პირობებშია სასურველი და როგორ აისახება ეს ძრავის მუშაობაზე.
კონდიცირების სისტემის მოვლასთან დაკავშირებულ ვიდეოში დეტალურადაა განხილული მისი სწორად ფუნქციონირებისთვის საჭირო პირობები, მოვლის აუცილებლობა და ის ფაქტორები, რომლებიც კომფორტულ მართვას განსაზღვრავს.
ყურადღება ეთმობა სამუხრუჭე სისტემასაც. ექსპერტები განმარტავენ, რა არის მისი მთავარი კომპონენტები, როგორ უნდა შემოწმდეს რეგულარულად და რა შედეგები მოჰყვება სისტემის მიმართ უყურადღებობას.
აქვე მაყურებელი რჩევებს იღებს ძრავის ზეთთან დაკავშირებით. საუბარია ზეთის ტიპების, გამოცვლის ვადებისა და მისი ხარისხის მნიშვნელობაზე, რაც ავტომობილის გამართულობასა და უსაფრთხოებას განსაზღვრავს.
ვიდეოსერიის პრაქტიკული ღირებულება მხოლოდ კონკრეტული რჩევებით არ განისაზღვრება, ის მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ ცოდნას, რომელიც მიზეზშედეგობრივ კავშირებზეა დაფუძნებული. ეს ქმნის გამჭვირვალე გარემოს, სადაც გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად, არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღება, შედეგად კი ავტომობილი უსაფრთხო და გამართულია. შესაბამისად, გარდა პრაქტიკული ცოდნის მიწოდებისა, სერია ხელს უწყობს მომხმარებელთა ნდობის ზრდას.
EXPERT BY TEGETA ადასტურებს, რომ თეგეტა მოტორსი მომხმარებლისთვის მხოლოდ სერვისის მიმწოდებელი კი არა, სანდო პარტნიორი და ცოდნის წყაროა. აღნიშნული ინიციატივა აჩვენებს, რომ ბრენდი ზრუნავს მომხმარებელზე, ქმნის ღია და გამჭვირვალე პლატფორმას, სადაც ერთიანდება პროფესიონალიზმი, სანდოობა და პასუხისმგებლობა.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვ.
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
კომენტარები