Young Sheldon-ის მსახიობი რეიგან რევორდი არაბინარულად დაქამინგაუთდა
ფოტო: CBS
პოპულარული ამერიკული სიტკომის, შელდონის ბავშვობის (Young Sheldon), ვარსკვლავი რეიგან რევორდი თავის გენდერულ იდენტობაზე ღიად საუბრობს. რევორდი, რომელიც სერიალში მელისა "მისი" კუპერს ასახიერებდა, არაბინარული გენდერული იდენტობის მქონედ დაქამინგაუთდა. ამასთან, 17 წლის მსახიობი გენდერულად ნეიტრალური ნაცვალსახელებით (they/them) სარგებლობს. არაბინარული გენდერული იდენტობა არ განეკუთვნება გენდერის ბინარულ გაგებას, ორობით სისტემას (რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ინდივიდი შეიძლება იყოს ან კაცი, ან ქალი).
უახლეს ინტერვიუში, სადაც რევორდმა თავის სადებიუტო ქვიარ წიგნზეც ისაუბრა, აღნიშნა, რომ მისთვის "უაღრესად მნიშვნელოვანია", თავისი პლატფორმა გამოიყენოს და მაგალითად იქცეს.
"ცოტა უცნაური კია, რომ ვამბობ ბავშვობაში-მეთქი — რადგან მხოლოდ 17 წლის ვარ — მაგრამ თუნდაც 2014 წელს, ათიოდე წლის წინ, როცა აქტიურად კითხვა დავიწყე და ჩემი ხედვის გაფართოებას წაკითხულით თუ ნანახით ვცდილობდი, ქვიარ ამბებს დიდად ვერ შეხვდებოდი", — ამბობს მსახიობი, — "და მაშინ, როცა ქვიარ ან არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ცნობილ ადამიანს დავინახავდი, მათში საკუთარ თავს ამოვიცნობდი ხოლმე. ახლა კი ალბათ თავად ვარ ეგ ცნობილი ადამიანი და სადღაც ბავშვია, რომელიც ჩემში საკუთარ თავს ხედავს".
შელდონის ბავშვობა, რომელიც 2017 წლიდან 2024 წლამდე გადიოდა ტელეეკრანებზე, ასევე ცნობილი სიტკომის, დიდი აფეთქების თეორიის (The Big Bang Theory), სპინ-ოფია და გვიყვება მისი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, შელდონ კუპერის, ადრეულ წლებზე. სერიალში რევორდი შელდონის ტყუპისცალი დის როლს ასრულებს.
2019 წელს რევორდმა ონლაინ მკითხველთა კლუბიც შექმნა, რომელსაც სოციალურ ქსელებში ასობით ათასი გამომწერი ჰყავს. მსახიობი ბავშვობიდან ბევრს კითხულობს — Young Sheldon-ის ვარსკვლავების თქმით, იგი გადაღებებზეც კი წიგნებით დადიოდა.
"ჩემს ოჯახში ბევრი მასწავლებელი და ბიბლიოთეკარია, ასე რომ, ამას ჩემზე დიდი გავლენა ჰქონდა", — აღნიშნავს რევორდი, — "და რადგან პატარა ასაკიდან ბევრს ვკითხულობდი და სულ წიგნების სამყაროში ვიყავი, როგორც თავადაც მკითხველმა, ვიცოდი, სხვებს რა უნდოდათ".
ეს რაღაც კი ახალგაზრდა ტელევარსკვლავის სადებიუტო რომანია — Rules for Fake Girlfriends (წესები მოჩვენებითი შეყვარებულებისთვის) — რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გამოიცა. რევორდის თქმით, თავდაპირველად სურდა, წიგნი ფენტეზის ჟანრში დაეწერა, მაგრამ საბოლოოდ რომანტიკული კომედია გადაწყვიტა, ამისკენ კი პოპულარულმა კომიქსმა Heartstopper-მა და მისმა ეკრანიზაციამ უბიძგა.
"Heartstopper ზუსტად ასახავს ოჯახურ და მეგობრულ ურთიერთობებს, ქვიარ ახალგაზრდობის ყოველდღიურობას, და ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია", — ამატებს რევორდი, — "ეს ამბავი ძალიან მიყვარდა და სულ მინდოდა, თავადაც მსგავსი დამეწერა".
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
კომენტარები