TI: აჭარაში უკონკურენტო აუქციონებში გამარჯვებულებმა "ქართულ ოცნებას" მილიონ ლარზე მეტი შესწირეს
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ცნობით, აჭარაში უკონკურენტო აუქციონებში გამარჯვებულებმა ქართულ ოცნებას მილიონ ლარზე მეტი შესწირეს.
TI-ს ინფორმაციით, 2022-24 წლებში აჭარის ქონების პრივატიზაციის მიზნით გამართული 40 აუქციონიდან 28 უკონკურენტოდ შედგა — მასში მხოლოდ ერთი პირი მონაწილეობდა და აქედან, გამარჯვებული 8 კომპანიის წილის მფლობელი ქართული ოცნების მსხვილი შემწირველია. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო წერს, რომ ჯამში 46 ერთეული მიწის ნაკვეთი და 11 შენობა-ნაგებობა გასხვისდა და აჭარის ბიუჯეტმა 15 მილიონ ლარზე მეტი აიღო.
"2022-2024 წლებში აჭარის ქონების პრივატიზაციის მიზნით 40 აუქციონი გაიმართა, რომელთაგან 28 აუქციონი უკონკურენტოდ შედგა და მათში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა. აუქციონებში გამარჯვებული 8 კომპანიის წილის მფლობელები და დირექტორები ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს მსხვილი შემწირველები არიან — სხვადასხვა დროს მათ ჯამში 1,050,000 ლარი შესწირეს მმართველ პარტიას. შემწირველებმა უკონკურენტო ელექტრონულ აუქციონებზე 15,023,700 ლარის ღირებულების ქონება შეიძინეს.
აუქციონების შედეგად გასხვისდა 599,033 კვ.მ ჯამური ფართობის 46 ერთეული მიწის ნაკვეთი და მასთან დაკავშირებული 27,759 კვ.მ ჯამური ფართობის 11 შენობა-ნაგებობა. ამ ქონებების საწყისი საპრივატიზაციო ღირებულება 74,183,000 ლარი იყო, რაც ვაჭრობის შედეგად გაიზარდა 19,378,700 ლარით და საბოლოოდ აჭარის ბიუჯეტმა მიიღო 93,561,700 ლარის შემოსავალი", — წერია TI-ს მიერ გავრცელებულ ინფომრაციაში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო წერს, რომ 40-დან 16 აუქციონი განმეორებით გამოცხადდა და 3 აუქციონზე გატანილი ქონების საპრივატიზაციო ფასი 20%-ით შემცირდა. აქვე, ვკითხულობთ, რომ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული 8 კომპანიიდან, რომელთა მეწილეებიც თანხას ქართულ ოცნებას სწირავდნენ, 6-მა აუქციონი უკონკურენტოდ მოიგო.
შემდგარი აუქციონებიდან 16 გამოცხადდა განმეორებით, მათ შორის 3 აუქციონზე გატანილი ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასი შემცირებული იყო 20%-ით.
კონკურენტულ გარემოში მიმდინარე აუქციონებზე გატანილი ქონებები საპრივატიზაციო ფასთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტ ფასად გაიყიდა.
უკონკურენტო აუქციონებზე გატანილი ქონებების საწყისი ღირებულება 55,040,500 ლარი იყო და თითოეული მათგანი მინიმალური ფასნამატით გაიყიდა. ვაჭრობის შედეგად ღირებულება მხოლოდ 1,176,700 ლარით გაიზარდა.
ელექტრონულ აუქციონებში გამარჯვებული 8 კომპანიის წილის მფლობელები და დირექტორები მმართველი პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს მსხვილი შემწირველები არიან — სხვადასხვა დროს მათ ჯამში 1,050,000 ლარი შესწირეს. მათ შორის 6 კომპანიამ აუქციონები უკონკურენტოდ მოიგო.
შემწირველებმა სულ შეიძინეს 175,525 კვადრატული მეტრი ჯამური ფართობის 8 მიწის ნაკვეთი და 36,343 კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობები. ამ ქონებების ჯამური საწყისი ღირებულება იყო 14,191,000 ლარი. შემწირველებმა ეს ქონება შეიძინეს მინიმალური ფასნამატით —ჯამურად 15,023,700 ლარად",— წერია TI-ს განცხადებაში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აუქციონებში გამარჯვებული ოცნების შემწირველებისა და მათი კომპანიების სიასაც აქვეყნებს:
შპს "აგრო გრინმა", რომლის 100% წილის მფლობელი ზურაბ ნასყიდაშვილი არის ქართული ოცნების შემწირველი, უკონკურენტოდ მოიგო განმეორებით გამოცხადებული აუქციონი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბარში არსებულ 62,220 კვ.მ. მიწის ფართობსა და 22,768 კვ.მ. ფართობის ნაგებობაზე. განმეორებით აუქციონზე ეს ობიექტები 20%-იანი ფასდაკლებით გამოიტანეს.
48,772 კვ.მ მიწის ნაკვეთის გასაყიდად გამოცხადებული აუქციონი უკონკურენტოდ და მინიმალური ფასნამატით მოიგო შპს "ფასად სისტემამ". ამ კომპანიის დირექტორის, ლაშა ფაღავას ბიზნეს პარტნიორია ზაურ ფუტკარაძე (შპს "აგროგლუმში"), რომლის შვილი ჯაბა ფუტკარაძე ამ წლებში იყო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და მართავდა აღნიშნულ აუქციონებს.
აუქციონებში გამარჯვებულმა 3 კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან, დაფუძნებიდან დღემდე, ჯამში მიიღეს 4,422,449 ლარის შემოსავალი: შპს "თურსას" მიღებული აქვს 1,932,256 ლარის ღირებულების შესყიდვები, შპს "ჯორჯიან ქონქრით ქლაბს"— 157,047 ლარის ოდენობის, შპს "ანაგი ბეტონს" კი — 2.333.146 ლარის ოდენობის შესყიდვები. სამივე კომპანიამ აუქციონები უკონკურენტოდ, ერთ ბიჯში, მინიმალური ფასნამატით მოიგეს.
ელექტრონულ აუქციონებში გამარჯვებული 3 კომპანია (შპს "ჩელები გროუპ 2022", შპს "სიტი გაიდ" და შპს "მეტალ-იქს 2023") დაფუძნდა აუქციონების გამოცხადების შემდეგ, ხოლო 2 კომპანია (შპს "ინდუსტრიული სივრცე" და შპს "ლოჯისტიკის მართვის ჯგუფი ესკადრა") — აუქციონების გამოცხადებამდე 2 კვირით ადრე.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ დაადგინა, რომ 2022-2024 წლებში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სულ 309 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა და მხოლოდ 40 აუქციონში გამოავლინა გამარჯვებული. დანარჩენი 266 ჩაიშალა მონაწილეთა არარსებობის გამო, 3 კი თავად სამინისტრომ შეწყვიტა.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

კომენტარები