ანასტასია ზინოვკინა

12 Sep. 2025, 16:21

ჩასმით ჩამსვეს, მაგრამ ადამიანურად გასამართლებაც, კანონის შესაბამისად, ეზარებათ.
ჩვენ პატიმრები არ ვართ, ჩვენ მძევლები ვართ. ცოცხლად დამარხული მძევლები. ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ჩვენ ტყვეები ვართ. ათასი შუამდგომლობა გავაგზავნე და ვთქვი სასამართლოშიც. თავიდან მპასუხობდნენ და უარს მეუბნებოდნენ, დაუსაბუთებლად. მერე უბრალოდ დადუმდნენ. ესენი ტერორისტები არიან, რომლებიც აღარც ფარისევლობენ. დაგვხოცავენ, თუ დადუმდებით. თუ დაგვივიწყებთ. ჩვენ ვცოცხლობთ, სანამ გახსოვართ და ჩვენზე ლაპარაკობთ. ცოცხლები ვართ, სანამ რუსთაველზე დადიხართ. მხოლოდ სიყვარული გვეხმარება. თქვენი სიყვარული გვეხმარება და ახანგრძლივებს ცხოვრებას.

გთხოვთ დახმარებას, აჩვენოთ, რომ საზოგადოება, არა მთავრობა, არამედ საზოგადოება, ჰუმანურად გაზრდილია და იმსახურებს ევროკავშირში გაერთიანებას. ჰუმანიზმია, როცა ფასეულია თითოეული ადამიანის სიცოცხლე. როცა ზიზღი ჯალათების მიმართ არის, როგორც კამიუ იტყოდა.

ანტონ ჩეჩინისა და ჩვენი საქმე ლაკმუსის ქაღალდია თქვენი საზოგადოებისთვის. იმედი მაქვს, რომ ეს ისედაც გესმით და იმედი მაქვს, დაგვეხმარებით. განა იმიტომ, რომ მე მსურს ასე, უბრალოდ იმიტომ, რომ მინდა, თქვენ გაიმარჯვოთ. ჩვენი ჯალათების სახელები ცნობილია. ზოგიერთს დავასახელებ და ნუ დაივიწყებთ. რევოლუცია განწირულების შურისძიებაა. გესმით, რომ განწირულები ხართ? რომ დღეს ჩვენ გვკლავენ, მაგრამ მკვლელები არ გაჩერდებიან. ჩვენი სისხლი არ ეყოფათ. ყველაფერი ძალიან ცუდადაა. ახალი სისხლი სულ ენდომებათ. ჩვენი სიცოცხლე და თავისუფლება უკვე გავწირეთ ადამიანის უფლებისთვის, დარჩეს ადამიანად და საკუთარ თავად. მაგრამ ჩვენ გვაქციეს წამებულებად.

გპირდებით, რომ არ გავჩერდები, ვიბრძოლებ მთელი ძალით. ასეთი ამბების მერე, ძნელია რამის შეგეშინდეთ. არც სასოწარკვეთილი ვარ. მესმის, რომ ჩვენი საქმე უკანასკნელ წვეთად იქცეს და ჩვენმა ჯალათებმა აგონ პასუხი. მაპატიეთ, მაგრამ ამის გამო მე სიხარულს ვიგრძნობ. იმედი მაქვს, რომ თქვენც სძლევთ შიშს. მჯერა გამარჯვების და თქვენი.

განაცხადა პროევროპული აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა ანასტასია ზინოვკინამ განაჩენის გამოცხადებამდე. მას და არტემ გრიბულს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 8.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ვინ და რა ვადებში უნდა აირჩიოს ახალი პატრიარქი?
  2. აი ფაქტი: ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში საერთაშორისო ტურნირი" ჩატარდა, რომელიც მხოლოდ ფასადია რუსეთის ინტერესების გასატარებლად
  3. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა
  4. საქართველო ერთადერთი ევროპული ქვეყენაა, რომელსაც აშშ-მა სამოგზაურო ვიზებისთვის $15 000-მდე სავიზო დეპოზიტის გადახდა დაუწესა
  5. სინოდმა მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნაზე, დასწრებოდა ილია II-ის დაკრძალვას, პენიტენციურმა სამსახურმა უარი განაცხადა

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა რადიო თავისულებას განუცხადა, რომ კოდექსში გაწერილი ნორმა "გამონაკლისად არ ცნობს"…